კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

 

კითხვა: თუ შეიძლება განგვიმარტეთ, რა განსხვავებაა ეკლესიასა და მონასტერს შორის?

პასუხი: ეკლესია არის სალოცავი ტაძარი, სადაც სრულდება საღვთო ლიტურგია და სხვა საეკლესიო საიდუმლოებები. ხოლო მონასტერი არის სამკვიდრო, სადაც ცხოვრობენ ბერ-მონაზვნები, რომლებსაც აქვთ სამონაზვნო ცხოვრების წესი.

კითხვა: ახლობელმა მითხრა, რომ საფლავზე ღვინის დასხმა არის არა საეკლესიო, არამედ, სახალხო ტრადიცია. მაინტერესებს, მართლა ასეა თუ არა და, რა განსხვავებაა საეკლესიო წესსა და ხალხურ ტრადიციას შორის?

პასუხი: საეკლესიო ტრადიციები და წეს-ჩვეულებები საეკლესიო განაწესსა და საღვთისმსახურო წიგნებშია ასახული, ხალხური ტრადიცია კი არის ჩვეულება, რომელიც ხალხშია დამკვიდრებული და, შეგიძლიათ, აღასრულოთ და შეგიძლიათ – არა, ამას მართლმადიდებლობასთან კავშირი არ აქვს. რაც შეეხება ღვინის საფლავზე დასხმას, ეს მართლაც ხალხური ტრადიციაა.

კითხვა: დასაშვებია თუ არა, რომ ადამიანმა თავისი უმოქმედობა და უმაქნისობა გაამართლოს საკუთარი უნიჭობით?

პასუხი: საკუთარი თავის უნიჭოდ და უუნაროდ გამოცხადება უფლის წინაშე ცოდვაა, რადგან ღმერთმა ყოველ ადამიანს უბოძა ტალანტი – სწორედ იმდენი ძალა და უნარი, რამდენიც მის ბუნებას შეესატყვისება. ვინც საკუთარ თავს უნიჭოს უწოდებს, ის ან ვერ ხვდება უფლის წყალობას, ან, უფრო მეტი უნდა და დაუდევრობით ისიც დაუკარგავს, რაც ღმერთისგან მიუღია.

კითხვა: არის თუ არა ქრისტიანულად გამართლებული ადამიანისთვის თავის გაბეზრება გრძელი და გადაბმული საუბრით?

პასუხი: ამის პასუხად გეტყვით, რომ ღირს მამა არსენს არ უყვარდა, როცა მასთან რჩევისთვის მოსული ადამიანი დიდხანს რჩებოდა და ამბობდა: საუბრის დასაწყისში მას ვუყურებ, როგორც ანგელოზს, ბოლოს კი, თუკი წასვლას აგვიანებს – როგორც მაცდურსო.

 

скачать dle 11.3