კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვერშეწყობილნი

„შეიბნეს ვეფხი მოყმეი…“

  ისე მოხდა, რომ რუსულ ბაზარზე, ყველასთვის მიულოდნელად, სულ ცინცხალმა კომპანია „ზედაზენმა“ შეიტანა, განა ქართული ღვინო ან მინერალური წყალი, არც მეტი, არც ნაკლები – ლიმონათი! თუმცა, გენადი ონიშენკოს უწყებასა და „ზედაზენს“ შორის ჰარმონიული ურთიერთობის მიღწევის მიზეზები უბრალო მოკვდავთათვის ამ დრომდე უცნობია (ვფიქრობ, მათთან შეერთებაზე ყაბულს დანარჩენი კომპანიებიც არიან).
  მეორე მხრივ, ვერა და ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს რუსი მთავარი სანიტარი და ეს ჩვენი ეკონომიკისა და მდგრადად განვითარების მინისტრი. მართალია, ქ-ნი ქობალია ბ-ნ ონიშენკოს მაინცდამაინც არც აქამდე სწყალობდა, მაგრამ ამჯერად მათ შორის „განხეთქილების ვაშლის“ როლი პატ. გენადის მიერ კომპანია „სარაჯიშვილისთვის“ წაყენებულ პირობას შეუსრულებია. კერძოდ, რუსეთის მთავარმა სანიტარმა მოითხოვა, რომ „სარაჯიშვილის“ პროდუქციის ხარისხიანობა ადგილზე ონიშენკოს ნდობით აღჭურვილმა ლაბორატორიამ შეამოწმოს. ქ-ნმა ქობალიამ ამ მოთხოვნას, ჯერ ერთი, სისულელე უწოდა და, რაც მთავარია, განმარტა, რომ აღნიშნული არ ექვემდებარება  ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესებს (თუ არ ექვემდებარება, ჩვენთან ბოლის გამოშვების ნაცვლად, იქნებ, ქ-ნ მინისტრს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შესაბამისი სტრუქტურისთვის მიემართა?!). საერთოდაც, ჩვენ თვალწინ დაფრთიანებულმა მინისტრმა განმარტა, რომ გენადი ონიშენკოს ორი წლის წინანდელი მოთხოვნა, რუსეთს თავად აერჩია ის ქართული კომპანიები, რომლებსაც თავის ბაზარზე შეუშვებდა, მონოპოლიაა (ამაზე, წესით, ონიშენკოს უწყებას უნდა ეპასუხა: ფüÿ êîðîâჭ ìû÷ჭëჭ, òâîÿ ხû ìîë÷ჭëჭ-ო, ხოლო, რადგან არ მინდა, რომ ორგულობა დამწამონ, ამ ანდაზის ინგლისურ ვერსიასაც შემოგთავაზებთ: Look who’s talking-ო).
  ერთი სიტყვით, ქ-ნ ქობალიას ღრმად სწამს, რომ „რუსეთს არანაირი უფლება არ აქვს, კონკრეტული ლაბორატორია აირჩიოს“. იმ მარტივი მიზეზით, რომ არ ვარ ჩახედული ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სამართლებრივი ურთიერთობის დეტალებში, ვერ გეტყვით, რისი უფლება აქვს ან არ აქვს როგორც პატ. ონიშენკოს, ისე არანაკლებ პატ. ქობალიას, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, ამ უკანასკნელის განცხადებას (მომყავს ციტატა): „ემბარგო რუსეთმა დაგვიწესა“, იქვე მივაშველებთ ორ დამატებით წანამძღვარს: ჯერ ერთი, რფ-ს ქართული პროდუქციისთვის 2006 წელს ემბარგო არ დაუწესებია, მხოლოდ ხარისხის გამო დაიწუნა და, მეორე, ქ-ნი ქობალიას შეფასებით, ბ-ნი ონიშენკო სისულელეს ამბობს. დანასკვი, სავარაუდოდ, ასეთია: „ფერი ფერსა, მადლი ღმერთსა“.

скачать dle 11.3