ადრიანო წერტილის დასმასთან ახლოს არის
ახლო წარსულში გოლეადორული თვისებებით განთქმული ბრაზილიელი ფორვარდი ადრიანო კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა. 30 წლის ფეხბურთელს სხვადასხვა დროს „ინტერის”, „რომას”, „კორინთიანსისა” და ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაუტანია, თუმცა, 2009 წლიდან ფეხბურთელმა თამაშს უკლო, ალკოჰოლს მიეძალა, გალოთდა და, პრაქტიკულად, არაფერი ღირებული აღარ გაუკეთებია ფეხბურთში, გარდა იმისა, რომ პრობლემებს უქმნიდა კლუბებს და ზედმეტ წონას ებრძოდა.
„ახლო მომავალში „აქილევსის მყესზე” ოპერაცია უნდა გავიკეთო და ამის შემდგომ გახდება ცნობილი, განვაგრძობ თუ არა ფეხბურთის თამაშს. ყველაფერი ჩემს ოჯახზეა დამოკიდებული, მათ რჩევას ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ადრიანომ, რომელსაც წარმატებული კარიერის პერიოდში ქომაგები „იმპერატორს” უწოდებდნენ.