ბერბატოვის მომავალი
„მანჩესტერ იუნაიტედის” ბულგარელი თავდამსხმელი დიმიტარ ბერბატოვი სეზონის დასრულებისთანავე აპირებს ალექს ფერგიუსონის კლუბის დატოვებას – ფეხბურთელი ახალი კლუბის მაისურს მოირგებს და, მისი აგენტის თქმით, ეს ისევ ინგლისური კლუბი იქნება, რადგან, დიმიტარის ოჯახი მშვენივრად გრძნობს თავს ნისლიან ალბიონზე და საცხოვრებელი ადგილის შეცვლას არ აპირებს. ამის მიუხედავად, არაბეთის გაერთიანებული საემიროებისა და ამერიკული კლუბები იმედს არ კარგავენ, რომ ფორვარდს თავისკენ გადაიბირებენ. ამასობაში, თავის „ფეისბუქზე” ბერბატოვმა 2 წლის ქალიშვილის, დეას ფოტო განათავსა და მიაწერა, რომ ის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. საინტერესოა, რომ პაპარაცები ხანგრძლივი დროის განმავლობაში დასდევდნენ ბერბატოვს, თუმცა, მისი შვილის ფირზე აღბეჭდვას ვერ ახერხებდნენ, საბოლოოდ კი ფეხბურთელმა თავად გამოიტანა თავისი შვილის ფოტო.