ლუდხანაში სვანი ერთი მაგიდიდან მეორე მაგიდასთან მჯდომს გამოელაპარაკა: – ყური მოვკარი‚ რომ ოფიციანტს ლუდი და თევზი შეუკვეთე. არ შეჭამო! ამას წინათ შპროტი ავიღე და მთელი თვე საავადმყოფოში ვიწექი... – ძველი შეგხვდათ? კი‚ მაგრამ‚ რომ გახსენით‚ ვერ მიხვდით‚ რო
***
სვანს ავტობუსის გაჩერებაზე ნაცნობი შეხვდა.
– ო‚ როგორ ხარ? კარგა ხანია, არ შემხვედრიხარ‚ ცოლი ხომ არ შეგირთავს?
– არა.
– რას ელოდები?
– ავტობუსს.
***
ცოლი ტირილით დახვდა ქმარს. ქმარი არ იმჩნევს‚ ვითომ ვერც ხედავს.
– უგულო ხარ‚ უგულო... არც კი გაინტერესებს‚ რატომ ვტირი... გინდა‚ გითხრა?
– არა. სულერთია‚ მაგდენი ფული არ მაქვს...
***
ექიმი მიმართავს ონკოავადმყოფს:
– მინდა გითხრა‚ რომ პატივი მქონდა, თქვენს ცოლსა და სიდედრს გავსაუბრებოდი.
– მერე?
– გაგახარებ: თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა მალე გაგათავისუფლებთ მათგან.
***
– რა ქენი‚ გაგზავნე სივი იმ ვაკანსიაზე?
– არა.
– რატომ‚ აკი ყველაფერი გაწყობდა – თანამდებობა ხელფასი‚ სამუშაო საათები?
– ეგ კი, მაგრამ, ძალიან მაეჭვებს ის‚ რომ სამუშაო გრაფიკი 10-დან 17 საათამდეა‚ საიტზე კი ვაკანსია ღამის 3 საათზეა დადებული.
***
– რაღაც, ვერ ვარ კარგად...
– რატომ‚ რა გაწუხებს?
– თითქოს არაფერი‚ მაგრამ გასვენების გვირგვინი დავიჭირე...
***
ჟურნალისტი ინტერვიუს იღებს საგიჟეთის მთავარი ექიმისგან.
– არსებობს რამე კრიტერიუმი სულით ავადმყოფთა აქედან გასაწერად?
– რა თქმა უნდა‚ ვავსებთ აბაზანას წყლით და იქვე ვდებთ სადილის კოვზსა და ვედროს‚ ავადმყოფს კი ვთხოვთ‚ რაც შეიძლება სწრაფად დაცალოს აბაზანა.
– რა თქმა უნდა‚ ყველა ნორმალური ადამიანი აბაზანის დასაცლელად ვედროს გამოიყენებს...
– არა‚ აბაზანიდან საცობს ამოაძრობს....
***
ბარში ახალგაზრდებმა ერთმანეთი გაიცნეს. ბიჭმა გოგონა სახლში წაიყვანა. გოგომ მოიწყინა.
– რა მოგივიდა? – ეკითხება ვაჟი.
– ვინ იცის‚ ჩემზე რას ფიქრობ‚ არადა, სულაც არ ვარ ეგეთი...
– არა‚ არა‚ ნუ ნერვიულობ‚ მე მჯერა შენი‚ გეფიცები‚ მჯერა...
გოგომ ტირილი ამოუშვა:
– იცი‚ ჩემთვის პირველი ხარ..
– ესე იგი‚ ქალიშვილი ხარ?
– არა‚ პირველი ხარ‚ რომელსაც ჩემი სჯერა.
***
ეკა მეხუთე კლასიდან სწავლობდა ფსიქოლოგიას და, პრინცზე კი არა, ღარიბ-ღატაკსა და ლენჩ საქმროზე ოცნებობდა... და, მეგობრებისგან განსხვავებით, გათხოვების შემდეგ არ მიუღღია მორალურ-ფსიქოლოგიური ტრავმა.
***
ფემინისტთა ორგანიზაციის სხდომაზე სიტყვით გამოდის ქალბატონი:
– რას გააკეთებდნენ კაცები ქალების გარეშე‚ მიპასუხებს ვინმე?
– წამოწვებოდნენ სამოთხეში‚ ედემის ბაღში‚ ლეღვის ჩრდილში და ანანასები და ქოქოსები არ მოაკლდებოდათ...
***
– ექიმო‚ მიშველეთ რამე‚ უკვე მესამე თვეა‚ სიზმარში ერთი და იგივე ქალს ვხედავ...
– მახინჯია?
– არა‚ ულამაზესი... ინტიმიც მაგარი გამოგვდის...
– აბა‚ რა გინდა?
– მომწყინდა...
***
იურიდიულ ფაკულტეტზე ლექციაა საკუთრების უფლების შეძენის შესახებ. ლექტორი მიმართავს სტუდენტებს:
– მაგალითად‚ მიდიხართ და შეგხვდათ ძროხა. ირგვლივ არავინაა. რა თქმა უნდა‚ სახლში წაიყვანეთ. მეორე დღეს კი გაირკვევა‚ რომ ის არავის კუთვნილება არ არის... რას გააკეთებთ?
– მივცემ ტაქსის ფულს და გავუშვებ... – გაისმა ბოლო მერხიდან.
***
გამოცდაზე:
– ახალგაზრდავ‚ თქვენი ცოდნა მაინტერესებს. აბა‚ მაჩვენეთ, რა იცით...
– ბატონო პროფესორო‚ ყველას წინაშე ფულს ვერ მოგცემთ...
***
ტაქსისტს ნასვამი მგზავრები ჩაუსხდნენ. იცნეს ყოფილი თანაკლასელი‚ გამოელაპარაკნენ‚ ეუბნებიან:
– ბიჭო‚ შოფრობა რად გინდა? ჩვენთან მოდი‚ პოლიტიკოსები ვართ‚ ბიზნესმენები‚ რაღაცას გაგიხერხებთ.
– არა‚ ძმაო... თქვენთან რა მინდა‚ ყველა თქვენ გაკრიტიკებთ‚ ჭკუას გასწავლით‚ ხან დაგცინიან‚ გიყვირიან‚ გისტვენენ... მე კიდევ‚ ყოველ ათ მეტრში ხელს მიქნევენ და, უფროსოო‚ მეძახიან...
***
სვანეთის სოფლის სკოლაში ვიღაცამ ზარის თოკი მოიპარა და ახლა დასარეკად ქვებს ესვრიან...
***
ჩემპიონატზე „ბრძოლა წესების გარეშე“ გამარჯვება მოიპოვა... სნაიპერმა.
***
ბიზნესმენები სიახლეებზე საუბრობენ.
– მე ახალი კოტეჯი ვიყიდე იტალიაში‚ 15 მილიონ დოლარად...
– მე ახალი მძღოლი ავიყვანე‚ ძალიან კმაყოფილი ვარ...
– მე იახტა შევიძინე‚ 100-მეტრიანი‚ 20 მილიონად..
– მე ახალი მძღოლი მყავს‚ უნდა ნახოთ რა სისწრაფე‚ რა მანევრირების უნარი...
– აუ‚ რა ტვინი წაიღე შენი მძღოლით!
– რა ვიცი, შვილმა მითხრა, მაგარიაო. ამ საკითხში ის ერკვევა და ვენდობი... ებრაელია თუ გერმანელი‚ გვარს ახლავე გავიხსენებ... ჰო‚ შუმახერი...
***
– შენ არაფერ შუაში ხარ‚ პრობლემა ჩემშია... შენ ხომ არ ხარ დამნაშავე‚ რომ მე მსუქანი და სახეზე მუწუკებიანი გოგოები არ მომწონს...
***
მიხო ყოველდღე მთვრალი ბრუნდება სახლში.
– სულ გაფუჭდი, კაცო‚ ყოველდღე სვამ‚ სახლში კაპიკი არ შემოგაქვს! რა ხეირსაც დაგაყრის ემაგ სასმელი‚ ნახავ... წადი‚ სასაფლაოზე მაინც ნახე‚ რამდენი შენი ტოლა კაცი წავიდა საიქიოში არყისგან... – ჩხუბობს მარო.
მეორე დღეს დილით გასული მიხო გვიან საღამოს შევიდა სახლში‚ ისევ მთვრალია.
– კიდევ გაილეშე‚ კაცო?
– მთელი სასაფლაო მოვიარე‚ მარო‚ ყველა საფლავის ქვისა და ვენოკის წარწერა წავიკითხე: ეს – სიდედრისგანო‚ ეს – ცოლისგანო‚ ეს – მეზობლებისგანო‚ ეს – მეგობრებისგანო... აი‚ არყისგან მკვდარი ვერც ერთი ვერ ვნახე...
***
– სანდრო‚ გამოდი დაფასთან და მიპასუხე‚ რამდენი იქნება 5+5?
სანდრომ დაიწყო თითების მოკეცვა: ერთი‚ ორი‚ სამი...
– ო‚ ეგრე არ გამოვა! აბა‚ ხელები ჯიბეში ჩაიწყვე და ისე იანგარიშე!
ჩაიწყო ჯიბეში ხელები სანდრომ და პაუზის შემდეგ თქვა:
– თერთმეტი...