კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რონალდომ „წასვლისა“ თქვა


ბრაზილიელმა „ფენომენმა“ რონალდომ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და ის თქვა, რაზეც ბოლო დღეებია, მის სამშობლოში აქტიურად საუბრობენ: რონალდო ფეხბურთიდან წასვლას 2010 წლის 31 მაისს აპირებს.

„ეს გადაწყვეტილება იოლი მისაღები არ იყო და არც იმის ილუზია მაქვს, რომ დუნგა ეროვნული ნაკრების რიგებში დამიძახებს. როგორც არ უნდა ვითამაშო, ყველაზე კარგად თავად ვიცი, რომ ძველი რონალდოსგან, პრაქტიკულად, აღარაფერია დარჩენილი. სტატისტიკას თუ გადავხედავ, საუცხოოა: ბრაზილიაში დაბრუნების შემდეგ 31 მატჩში 19 გოლი გავიტანე, მაგრამ ჩემი სხეული დაბერდა, დამძიმდა და ეს მწარე რეალობაა. კონტრაქტი 2010 წლის 31 მაისს მიმთავრდება და ეს იქნება ბოლო დღე, როდესაც პროფესიონალი ფეხბურთელის სტატუსი მექნება. მივდივარ და ჩემს გულსა და ემოციებს გულშემატკივრებს ვუტოვებ,“ – განაცხადა რონალდომ.


скачать dle 11.3