კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე

 

კითხვა: რა პირობებში გავახარო სატაცური და როგორი მოვლა სჭირდება?

პასუხი: ამ მცენარეს კარგი განათება სჭირდება, თუმცა მზის მცხუნვარე სხივების პირდაპირ მოქმედებას ვერ უძლებს, ფოთლები უყვითლდება და სცვივა. ამიტომ საჭიროა, მისი დაჩრდილვა. კარგია თუ სატაცურს ხშირად გადარგავთ. მისი ნიადაგის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს: თიხა-ყამირი, ნეშომპალა, ნაკელი და სილა. ზამთარში სითბოში ამყოფეთ. მორწყეთ ზომიერად და გაამრავლეთ ფესვის დაყოფით. 

კითხვა: როგორ გავამრავლო დიფენბახია?

პასუხი: დიფენბახია მრავლდება ძირის დაყოფით, ღეროს დაჭრით და დაკალმებით. ჩარგეთ შემდეგ ნაზავ ნიადაგში: თითო წილი ქვიშა, მიწა და ტორფი. ამ მცენარის გამრავლება იოლია ყველანაირი ხერხით. მთავარია, სწორად შეურჩიოთ ნიადაგი და შემდეგ ჩარგოთ. ერთი თვის შემდეგ თქვენთვის სასურველ შედეგს დაინახავთ. 

კითხვა: მაინტერესებს, როდის უნდა მივაწოდო მცენარეს სასუქი და აუცილებელია თუ არა  მისთვის დამატებით კვება?

პასუხი: გაზაფხულზე თითქმის ყველა მცენარეს სჭირდება დამატებით კვება, ანუ სასუქის მიწოდება. გარე მცენარეებისთვის საჭიროა გადამწვარი ნაკელი ან წუნწუხი, ოთახის მცენარეებისთვის არსებობს სხვადასხვა სახის სასუქები. თქვენ შეგიძლიათ, მიაკითხოთ „სამთო ქიმიის“ შენობას და იქ კონკრეტულ მცენარეზე შესაფერის სასუქს გირჩევენ.

კითხვა: რამდენ ხანში ერთხელ უნდა გადავრგა ჭორიკანა?

პასუხი: თუ თქვენმა მცენარემ უკვე მიაღწია არასასურველ ფორმას და ზომას, შეგიძლიათ, გადაჭრათ ან შეკვეცოთ და ამის შემდეგ გადარგოთ. საერთოდ, მისთვის სასურველი იქნება თუ გაზაფხულის პერიოდში გადარგავთ. ეს პროცესი მცენარეზე ცუდად არ აისახება.

კითხვა: ბინაში მაქვს ბანანის ხე, რომელსაც ფოთლები გაუყვითლდა, როგორ მოვიქცე?

პასუხი: ამ მცენარეს უყვარს მზიანი ადგილი ბინაში, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ არასასურველ ადგილას დადგმის შემთხვევაში შეიძლება, ფოთლები გაუყვითლდეს. გაზაფხულიდან მორწყეთ ხშირად. შესაძლებელია, ახლა თქვენ მცენარეს არასაკმარისი წყალი აქვს. გირჩევთ, ამ პერიოდში მცენარე გარეთ ამყოფოთ.

 

скачать dle 11.3