კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაც მამაკაცს ჰგონია...

 

 

დიდი ხანია, დადგენილია, რომ ქალის ტვინი მამაკაცისაზე გაცილებით სრულყოფილია. ქალები სწრაფად აღიქვამენ ინფორმაციას, უკეთესად იმახსოვრებენ ყველაფერს და სწვდებიან დეტალების არსს. მალე პოულობენ რთული სიტუაციიდან გამოსავალს. ახლა, რაც შეეხება ინტრიგას, მამაკაცები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ქალები საშინლად ინტრიგულები არიან და როცა ისინი ინტრიგას ხლართავენ, წარმოუდგენელ გამომგონებლობას იჩენენ. ზოგჯერ შემაძრწუნებელსაც კი. საქმე ისაა, რომ ინტრიგის მთავარი მამოძრავებელი ემოციაა. აი, აქ არის განსხვავების არსიც. მამაკაცის ჭკუა ანალიტიკურია და ემოციების მიმართ შედარებით ნეიტრალური. თუმცა, დღეს საკმაოდ ბევრი ქალბატონი აზროვნებს მამაკაცივით. სწორედ ამ ტიპის ქალია ყველაზე დაუნდობელი და ძლიერი მოწინააღმდეგე. მამაკაცებს ასეთი ქალის უნდა ეშინოდეთ და არა, ემოციურის. რა შეუძლია ემოციურ არსებას?! – ისტერიკებს თუ მოაწყობს და ცრემლებად დაიღვრება. სულ ეს არის. მაგრამ ქალი, რომელიც მამაკაცივით აზროვნებს – გონებით, ემოციების გარეშე, ისეთ შურისძიებას და ინტრიგას დაგეგმავს, მამაკაცს გაანადგურებს.

მამაკაცს უფრო შეუძლია გაპატიოს წყენა და დაივიწყოს ამ წყენის მიზეზი, ვიდრე გამწარებულ ქალს. ის მრავალი წლის განმავლობაშიც არ მოგასვენებთ.

მრავალაქტიანი ინტრიგა – ეს უკვე პოლიტიკაა, რომელშიც მამაკაცები ლიდერობენ და ტყუილად ჰგონიათ, რომ ქალებთან შედარებით შემწყნარებლობით გამოირჩევიან. ანალიტიკური ჭკუა კაცებს ინტრიგული პოლიტიკის წარმოების საშუალებას აძლევს. მაგრამ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყოველი წარმატებული კაცის უკან აუცილებლად ჭკვიანი ქალი დგას, რომლის ლოგიკა და ინტუიცია, კაცს წარმატების შენარჩუნებაში ეხმარება.

 

იპოვე და განავითარე

ქალი მაშინ არის ჭეშმარიტად რეალიზებული და წარმატებული, როცა სრულად აქვს გაცნობიერებული თავისი არსი. იყო ქალი, ადვილი ნამდვილად არ არის. სუსტ სქესს ხომ უამრავი მოვალეობა აქვს და პასუხისმგებლობაც დიდი აკისრია. მით უფრო, როცა ის საქმიანი ქალბატონიც არის, დედაც და მეუღლეც.  კარგია, როცა არსებობს ადამიანი, რომელიც საოჯახო საქმეებში გეხმარება, მაგრამ თუ ყველაფერი შენი გასაკეთებელია?.. მოკლედ, გამოსავალი არსებობს. უნდა იპოვო საკუთარ თავში „მიძინებული რესურსი“ და გაააქტიურო.

მაგალითად, დაიწყეთ იმით, რომ შეიქმენით დიასახლისის პოზიტიური იმიჯი. ხომ გინდათ, თქვენზე თქვან, როგორი თბილი, ყურადღებიანი, ღიმილიანი და სტუმართმოყვარე ქალბატონიაო. ილაპარაკეთ საკუთარ საცხოვრებელსა და ოჯახის წევრებზე მხოლოდ დადებითი და პოზიტიური ფრაზებით. პოზიტივი უნდა იყოს ყველაფერში, რაც თქვენს სახლს დაუკავშირდება. საოჯახო საქმეები გააკეთეთ აგრესიისა და წინასწარი ცუდი განწყობის გარეშე. თქვენში აუცილებლად არის იმდენი რესურსი, რომ ყველაფერს გაუმკლავდეთ.

არასოდეს ჩაიცვათ სახლში „ძონძები“, ანუ, ტანსაცმელი, რომელიც დიდი ხანია, მოგბეზრდათ და მოძველდა. რატომ უნდა დაემსგავსოთ საფრთხობელას? შეიძინეთ ლამაზი, მოხერხებული, კომფორტული სამოსი სპეციალურად სახლისთვის. შეიძლება ეს ზედმეტ ხარჯად გეჩვენებათ, მაგრამ თქვენი განწყობა, რომელიც მუშაობის სტიმულს მოგცემთ, გაცილებით ღირებულია.

P. S. არა უშავს, თუ ზოგჯერ ავეჯზე მტვერი იქნება, ჭურჭელი დაურეცხავი დარჩება, მაცივარი კი – ცარიელი. ეს არ არის ტრაგედია და დეპრესიის მიზეზი. დააფასეთ სიმყუდროვე და მიიღეთ სიამოვნება მისგან.

ხშირად შეაქეთ საკუთარი თავი, კარგად შესრულებული სამუშაოსთვის. ყოველდღე იპოვეთ თქვენში პოზიტივი და განავითარეთ.

 

საჭირო სიტყვები

როცა თქვენს ახლობელს თანადგომა სჭირდება, ბუნებრივია, მზად ხართ, დაეხმაროთ. მაგრამ, იცით, კი, როგორ გააკეთოთ ეს?! ყოველთვის პოულობთ საჭირო სიტყვებს?!

მაგალითად, თქვენი მეგობარი რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. საყვარელმა ადამიანმა მიატოვა, ან კრიზისული პერიოდი აქვს ურთიერთობაში... ზოგჯერ აუცილებელია, საკუთარი აზრი არ გამოთქვათ და თქვენთვის შეინახოთ. საქმე ის არ არის, რომ შეიძლება, არასწორად გაგიგონ. უბრალოდ, ყოველი ადამიანი ინდივიდუალურად უდგება საკუთარ პრობლემას. იმიტომ, რომ ყველა ადამიანი ინდივიდია. ნურასოდეს შეეცდებით იმ სიტუაციაში, რომელიც თქვენ არ გეხებათ, მტყუან-მართალი მოძებნოთ და სინანული გამოთქვათ რაიმე მიზეზის გამო. არ სცადოთ მეგობრის შეცოდება. ეს ნამდვილად არ არის საჭირო. იცოდეთ, დრო უნდა მისცეთ გონზე მოსასვლელად და უბრალოდ, იყავით მის გვერდით.

თუ მართლა შეგტკივათ მასზე გული, მხარზე ხელი დაადეთ და ჰკითხეთ, რით შეგიძლიათ, დაეხმაროთ. ის ამას ელოდება და აუცილებლად გეტყვით იმას, რაც მართლა სჭირდება თქვენგან. ნუ გეწყინებათ, თუ გეტყვით, რომ არაფერიო. ხშირად ეს ბუნებრივია. მთავარია, ახლობელმა თქვენი გულწრფელი მხარდაჭერა იგრძნოს.

ქალებს გაცილებით უკეთ შეუძლიათ საჭირო სიტყვების მოძებნა. ამაში მამაკაცებთან შედარებით მათი უპირატესობა აშკარაა.

 

არ დაკარგო მთავარი...

ურთიერთობის „განელება“ და „გაცივება“ ყველა წყვილის ხვედრია. ამას ადვილად ვერ აუვლით გვერდს. რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, სიყვარული მარადიული ყოფილიყო, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება. პრობლემა შეიძლება დავძლიოთ, თუკი შედეგზე ბევრს იფიქრებთ და სწორედ შედეგი იქნება თქვენთვის მნიშვნელოვანი.

მამაკაცი და ქალი როცა ერთმანეთის მოსმენას შეწყვეტს, მათ შორის გაგებაც აღარ იარსებებს.

თუ ურთიერთობაში კრიზისია, აუცილებელია, კარგად გააანალიზოთ თქვენი ერთობლივი წარსული ოჯახური ცხოვრება. გაიხსენეთ, რამ მიგიზიდათ ერთმანეთში, რა გაერთიანებდათ მაშინ და რა გაკავშირებთ ახლა. შეეცადეთ, საკუთარი თავი პარტნიორის ადგილას დააყენოთ და ასე გაცილებით გაგიადვილდებათ, საერთო ენის გამონახვა.

თუ მოინდომებთ, აუცილებლად ხელახლა იპოვით „შეხების“ წერტილებს.  იმასაც მიხვდებით, სად და რატომ ასცდით ერთმანეთს. მთავარია, არ დაკარგოთ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ურთიერთპატივისცემა და განცდა იმისა, რომ ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია.

 

არის გამოსავალი

საოჯახო საქმები და წამებული დიასახლისი... მით უმეტეს, თუკი მას დიასახლისობა სახლში უწევს, გარეთ კი საქმიან ქალბატონად გარდაისახება. მიჩნეულია, რომ საოჯახო საქმიანობა არ განეკუთვნება ინტელექტუალურ საქმეთა რიცხვს. ეს არის რუტინული, ერთფეროვანი და ერთნაირად დამღლელი შრომა. არანაირი შემოქმედება. მაგრამ, მას თურმე მაინც ახლავს რაღაც პოზიტივი – ავითარებს აზროვნებას. სტერეოტიპული, მექანიკური ქმედებები ასვენებს და ათავისუფლებს ტვინს ინფორმაციებისგან. აგათა კრისტი ამბობდა, ჩემი ყველა რომანი ჭურჭლის რეცხვის პროცესში დაიბადაო. თუმცა, მაშინვე აკონკრეტებდა: ეს ისეთი საზიზღარი და საშინელი საქმიანობაა, მარტო მკვლელობაზე თუ იფიქრებო. იმედია, ამ სტრიქონების წაკითხვის შემდეგ, ჭურჭლის რეცხვისას ოჯახის წევრების დახოცვის სურვილი არ გაგიჩნდებათ. პირიქით, ჩვენი სურვილია, გაპოვნინოთ გამოსავალი, რათა ყოველდღიური ოჯახური შრომა ჯოჯოხეთად არ გექცეთ. როგორმე უნდა აიმაღლოთ განწყობა. ერთი საშუალება მუსიკაა, გამამხნევებელი და მხიარული.  იფიქრეთ იმაზე, რომ ფიზიკური შრომა სასიცოცხლო ტონუსს ამაღლებს. მართალია, სააბაზანოს დალაგება და ჭუჭყიანი ქვაბების რეცხვა ვერანაირ კმაყოფილებას ვერ მოგგვრით, მაგრამ ნუ მოაშხამინებთ ამ „წვრილმანებს“ განწყობას.

რუტინასაც აქვს თავისი პლუსები. მაგალითად, სტაბილურობის განცდა. ნუ გავაწბილებთ ფსიქოლოგებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქალები უკეთესად იტანენ და უძლებენ კრიზისებს, როგორც გლობალურს, ისე პერსონალურს. სწორედ პერსონალურ კატასტროფათა რიცხვშია ჭურჭლის რეცხვა, სახლის დალაგება და კერძების მომზადება. ერთადერთი, კერძების მომზადებაა შედარებით შემოქმედებითი საქმე, სადაც იმპროვიზაციას მოახერხებთ. დანარჩენზე კი შეეცადეთ, და არ იფიქროთ...

 

скачать dle 11.3