კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

 

გოგაშვილი

გოგაშვილი არცთუ გავრცელებული გვარია. ის უმეტესად გვხვდება თბილისში, გურჯაანსა და სიღნაღში.

ილია მაისურაძის „ქართული გვარ-სახელების“ მიხედვით, გოგაშვილი მომდინარეობს საკუთარი სახელიდან – გოგა.

ეს გვარი მოხსენიებულია „პირთა ანოტირებულ ლექსიკონში“, რომლის მიხედვითაც: „გოგაშვილი თევდორა – ერტისს მცხოვრები, ნაზარალიხანმა იოვანე კათალიკოსთან ერთად მისი წყალობა განუახლა ამილბარ მაღალაძეს“ (1700 წელი).

გვარი გოგაშვილი მოხსენიებულია აგრეთვე იაკობ ახუაშვილის წიგნში „ქართული გვარ-სახელები“.

საქართველოში 814 გოგაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 228, გურჯაანში 123, სიღნაღში – 86. არიან სხვაგანაც.

კალანდია

გვარი კალანდია ახალი წლის მნიშვნელობის მქონე სიტყვა კალანდადან მომდინარეობს.

კალანდა, კალანდია უნდა დარქმეოდა ბავშვს, რომელიც კალანდა დღეს, ახალ წელიწადს დაიბადებოდა. ამრიგად, გვარი კალანდია საკუთარი სახელი კალანდადან მომდინარეობს.

ასევე, გვხვდება გვარები: კალანდაძე, კალანდარიშვილი.

პირსახელი კალანდა დამოწმებულია კოლხეთში.

გვხვდება საკალანდიო – უბნები წალენჯიხაში, ორულუში, ნარაზენში; ნაკალანდუ – ბორცვი ლესარეში (წალენჯიხა).

მაგრამ, შესაძლოა ამ გვარისთვის ამოსავალი იყოს სპარსულ-თურქული სამოხელეო ტერმინი კალანტარი (ქალაქის თავი, ციხისთავი).

საქართველოში 2 780 კალანდია ცხოვრობს: ზუგდიდში – 697, თბილისში – 494, წალენჯიხაში – 476. არიან სხვაგანაც.

ჯღარკავა

გვარი ჯღარკავა საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ათას გვარს შორის 355-ე ადგილზეა. გვარის ყველაზე მრავალრიცხოვანი და ძირძველი სამკვიდროა ნაგვაზავო.

ლეჯღარკე არის უბანი ლებაჩეში, ქვიშონასთან და ბორცვი ხანწკში, ლიჭყესა და შებეს შუა; ხოლო, ეჯღარკე – უბნებია ლემიქავესა და ქვედა ნაგვაზავოში.

ზმნური ფუძე ჯღარკ მეგრულში აღნიშნავს ულაზათოდ გაკეთებულს.

ჯღარკე გურულში „შერქმეულ გვარს“, ანუ გვარის განაყოფის კოლექტიურ მეტსახელს აღნიშნავს. ერთ-ერთი ეს მნიშვნელობა დასდებია საფუძვლად მეტსახელ ჯღარკას, საიდანაც წარმოქმნილია გვარი ჯღარკავა.

საქართველოში 2 748 ჯღარკავა ცხოვრობს: მარტვილში – 815, ზუგდიდში – 539, თბილისში – 507. არიან სხვაგანაც.

ლიპარტიანი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლიპარიტი. საქართველოს ისტორიიდან ნაცნობია ლიპარიტ ბაღვაშის სახელი, რომელიც ლიხთ-იმერეთიდან წასულა მეცხრე საუკუნის მეორე ნახევარში და კლდეკარში დამკვიდრებულა. სწორედ აქედან დამკვიდრდა ლიპარიტეთი. ლიპარტიანი ერთგვარი წოდებაა.

1448-1508 წლებში ლიპარტიანმა ხონის საყდარს ხუნწში მცხოვრები ყმა – მამფორია შესწირა.

აფხაზეთის საკათალიკოსო ბეგარის ნუსხაში აღნიშნულია, რომ 1621 წელს კათოლიკოსს ნაგვაზაურებისთვის დაუდევს საკათალიკოსო ბეგარა. „ის, იმერელი ბატონი და დადიანი, – კახთ ბატონს მცხეთამდე ჩამოჰყოლიან, ლაშქრით”  – აღნიშნულია უცნობი პირის საჩივრის წიგნში, მეჩვიდმეტე საუკუნის შუა ხანებში.

1711 წელს გააზნაურებულია ორბელიანის გვარის, ლიპარიტის შვილი, რომელსაც ეწოდა ლიპარიტ ორბელი; ისინი იმერეთიდან მოსულებად ითვლებიან.

ვახუშტი ბატონიშვილი ლიპარტიანს პირველად 1858 წლის ამბებთან დაკავშირებით იხსენიებს. პირველი ლიპარტიანი იყო გიორგი, რომელიც სამეგრელოს სამთავროს ფაქტობრივი გამგებელი იყო ლევან მეორის (დადიანის) მცირეწლოვნობის დროს.

სამეგრელოს მთავარს, დადიანს, ჯანმრთელი შვილი არ ჰყავდა, ამიტომ, სამთავროს დინასტიის გამგრძელებლად ვამეყ ლიპარტიანი დადგა.

საქართველოში 1 143 ლიპარტიანი ცხოვრობს: ზუგდიდში – 317, თბილისში – 161, ხობში – 141. არიან სხვაგანაც.

ზეიკიძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზეიკა.

1721 წელს საბარათაშვილოში მოიხსენიება ვარდუა ზეიკიძე.

ზეიკიძე ნაწარმოებია ზედგენიძის გვარიდან.

საქართველოში 269 ზეიკიძე ცხოვრობს: თბილისში – 98, დუშეთში – 85, მცხეთაში – 71. არიან სხვაგანაც.

ლომთათიძე

გვარი ლომთათიძე შედგენილფუძიანი გვარ-სახელია.

1886 წელს ვარდისუბანში დროებით მოსახლედ მოიხსენიება ლომთათიძე, რომელიც ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავიდან 1886 წელს გადასულა.

ამავე ძირისაა გვარი ლომთაძე.

საქართველოში 1 435 ლომთათიძე ცხოვრობს: თბილისში – 480, ოზურგეთში – 266, ჩოხატაურში – 258. არიან სხვაგანაც.

ვახვახიშვილი

სავარაუდოდ, გვარის ფუძეა საკუთარი სახელის – ვახტანგის შემოკლებული ფორმა – ვახ. საკუთარი სახელი ვახტანგი სპარსულია და სიტყვასიტყვით მგლისტანიანს ნიშნავს.

გვარი ორი ფორმით გვხვდება, კერძოდ: ვახვახიშვილი და ვახახიშვილი. ასევე, გვხვდება ვახვახოვი, რომელიც რუსული გავლენითაა მიღებული.

ვახვახიშვილები კახეთში თავად-აზნაურები იყვნენ.

1544 წლის ისტორიულ საბუთში მოიხსენიება ვახუშტი ვახვახიშვილი, რომელსაც ჰყავდა ორი ვაჟი: ბერუა და ზურაბი. მას თეიმურაზ მეფემ ენისელში თვრამეტი საკომლო უწყალობა და ძამსა პიროქროას შვილის ნაქონ მამულს დაჰპირდა, რომელსაც ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ მიიღებდა.

1496 წელს, კათოლიკოს აბალაკის მიერ მცხეთის კუთვნილი კახური მამულების საზღვრების დადგენის შესახებ შედგენილი საბუთის მოწმეა, ზუბელა ვახვახიშვილი.

1690 წელს ზურაბ ვახვახიშვილმა განუახლა თარხნობა სიონის ღვთისმშობლის ყმებს.

ვახვახიშვილების შტო-გვარებია: დიდორქელი და ბაზიერთხუციშვილი.

საქართველოში 69 ვახვახიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 33, თელავში – 26, თეთრი წყაროში – 10.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

 

скачать dle 11.3