კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ არია ერთმანეთში ესპანური სოფელი, ამერიკული ქუჩები და ჰავაის კუნძულები „ბლუმარინმა”

 

გასული წლის სექტემბერში, მილანში მოდური ნაღები „ბლუმარინის” მომავალი წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის სანახავად შეიკრიბა. ალბათ, ნებისმიერ სტუმარს, რომელიც ანა მოლინარის განხორციელებული ახალი მუზების ნახვის სურვილი ჰქონდა, დარწმუნებული გახლდათ, რომ პოდიუმზე მხიარულ, ნათელ, საკურორტო, ნამდვილ საზაფხულო კოლექციას ნახავდა, როგორც ეს ტრადიციულად ხდება „ბლუმარინის” ჩვენებებზე. მაგრამ, ანა მოლინარიმ შეძლო იმედების არა მხოლოდ გამართლება, არამედ მოლოდინს გადააჭარბა კიდეც – უამრავ მნახველში ნანახმა მხოლოდ და მხოლოდ ღიმილი გამოიწვია. 

 ჩვენება ესპანურ სტილში შექმნილი, ეგრეთ წოდებული „sun dress-ებით”, პირდაპირ თარგმანში – „მზე კაბებით” გაიხსნა. ფერადი, განიერი, მრავალნაკეციანი ქვედაბოლო და წელს ზემოთ მორგებული კორსეტის ტიპის ასევე ყვავილებში გაფორმებული მაისური. კორსეტს ეგრეთ წოდებული „ტოპიკი”-მაისური ცვლიდა, რომელსაც წარმოსახვაში კატალონიის სოფლებში გადავყავდით, სადაც გიტარის ხმაზე შავგვრემანი ლამაზმანები ცეკვავენ. ამ ტიპის ლუქები თითქმის ყველა ფერში წარმოადგინა დიზაინერმა – სამოსზე გაბნეული ზაფხულის მიმოზებით, ცისფერი, ნარინჯისფერი, მწვანე და ზურმუხტისფერი, ჩემთვის უცნობი ყვავილებით. 

 თუმცა, ესპანური სერია უცებ შეწყდა და პოდიუმი თეთრ სამოსს დაეთმო. თითქოს დიზაინერი თავად ამბობდა – „მორჩა, ეს საკმარისია. აბა, რა იქნება შემდეგ?!” შემდეგ იყო თეთრი, აყვავილებული კოსტიუმები და კაბები. თუ მანამდე ყვავილები ქსოვილზე დაპრინტული ან მოქარგული იყო, ამ შემთხვევაში საქმე უკვე 3D ვერსიასთან გვაქვს. კაბაზე, ღია ფეხსაცმელზე, საყურეებისა და მძივების ნაცვლად, ყველგან ყვავილები დაეკერებინათ ისე, რომ მისით დატკბობა უკვე სამ განზომილებაში იყო შესაძლებელი. როგორც ჩანს, ანა მოლინარიზე გავლენა ეგზოტიკური კუნძულების ტრადიციამ იქონია და მან ყურზე გასაკეთებელი და გულსაკიდი ყვავილები გააერთიანა. ალბათ ასე ჩაცმული დაიარებოდა კუნძულზე „ჰავაის ბულბული”, სანამ იმ თავის ცნობილ კლასიკურ ფირუზისფერ კაბას ჩაიცვამდა.  

...და უცებ თეთრის „ეპოქაც” დასრულდა. 

 სამოცამდე კოსტიუმში, რომელიც იმ დღეს „ბლუმარინმა” პოდიუმზე აჩვენა, ანა მოლინარიმ შეძლო ყველა თავისი ფანტაზია განეხორციელებინა. თეთრი, უეცრად, სრულიად განსხვავებულმა სტილმა შეცვალა – ფერადი შორტები, რომელზეც უფრო ლოგიკურია თუ ვიტყვით, რომ ტრუსი იყო; ასევე, სხვადასხვა ფერში გადაწყვეტილი მოტოციკლეტისტის მოკლე, ტანზე მომდგარი ქურთუკები. არ ვიცი რა კომენტარი შეიძლება გაუკეთდეს ამ სამოსს, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, იტალიური საზოგადოების გემოვნებიან ნაწილში მას დიდი აღფრთოვანება არ გამოუწვევია. 

 ჩვენების ბოლო ნაწილში ანა მოლინარიმ, სიტუაციის თუ თვალის დასამშვიდებლად, კლასიკურ შავს მიმართა. ამან მართლაც ამოასუნთქა მაყურებელი და იმაზე დააფიქრა, კოლექციიდან იქნებ ერთი კაბა მაინც შევიძინოო. კლასიკური ტიპის, „ბლიოსტკებით” გაფორმებული კაბები მოდის კრიტიკოსებმა ისევე მკაცრად შეაფასეს, როგორც მთელი კოლექცია, სადაც დიდი რაოდენობით იყო გამოყენებული არანატურალური ქსოვილები. შავის ბრწყინვალებასაც დიდი შექება არ დაუმსახურებია. თუმცა, მთელი კოლექციის ფონზე თვალს ნამდვილად სიამოვნებდა ზაფხულის კოქტეილის კაბების დემონსტრირება. ყველაზე დიდი რისხვა კი თავად, სტაფილოსფერებში გამოწყობილ დიზაინერს დაატყდა, რომლის კაბას „style.com-ის” ჟურნალისტმა ხალათი, ხოლო ჩექმას – „UGG”-ს პატენტი უწოდეს. 

 

 

скачать dle 11.3