კვერცხის ფორმის მფრინავი ობიექტები
კათოლიკური აღდგომის დღესასწაულის წინ, რომელიც ამ წელს 8 აპრილს მოუწია, ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეოჩანაწერები „ამოების“ ფრენების შესახებ, რომლებიც თვითმფრინავიდან უცნობი მგზავრის მიერ არის გადაღებული. ვიდეორგოლს არავინ მიაქცევდა ყურადღებას, ისევე, როგორც ბევრ სხვა ანალოგიურ ვიდეოს, რომლებსაც გამოქვეყნებისთანავე „ყალბის“ სახელი მიაწერეს და დაივიწყეს, თუ არა ერთი საინტერესო მომენტი: „თვითმფრინავის ბორტიდან დაფიქსირებულ „ამოს“ კვერცხის ფორმა აქვს, რამაც რიგ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს მიზეზი მისცა, ელაპარაკა სააღდგომო სასწაულის შესახებ. ვიდეო, რომელიც ასეთი პოპულარული გახდა, ინტერნეტში შვიდ აპრილს განათავსა ერთ-ერთმა მომხმარებელმა. თუმცა, სიუჟეტს არავითარი კომენტარი არ გაუკეთა „მფრინავი კვერცხის“ ფრენაზე დაკვირვების შესახებ, მაგრამ ხმოვანი თანხლებიდან შეიძლება მივხვდეთ, რომ „კვერცხმა“ შთაბეჭდილება მოახდინა ოპერატორზე. მან ყველას მოუწოდა, შეეხედათ „ამოსთვის“, რომელიც ვიღაც რამონმა გადაიღო სამგზავრო თვითმფრინავის ბორტიდან, როცა ის სეულის თავზე მიფრინავდა. ჩანაწერზე კვერცხის გარჩევა ძნელია, ჩანს მხოლოდ, რომ ვერცხლისფერია.
თუ მომხმარებლის გვერდზე შევიხედავთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ წმინდა დღესასწაულის წინ სამყაროს „სააღდგომო მფრინავმა კვერცხებმა შეუტია“. ასე, მაგალითად, ოთხ აპრილს გამოქვეყნდა ვიდეო ვერცხლისფერ „ამოზე“, რომელსაც კვერცხის ფორმა ჰქონდა. ის მიჰყვებოდა თვითმფრინავს, რომელიც რეისს კანბერიდან ასრულებდა. 18 მარტს გამოჩნდა ჩანაწერი იმავე „კვერცხის შესახებ“, რომელიც ამსტერდამიდან მომავალი თვითმფრინავის სიახლოვეს მიფრინავდა.
თვით ინტერნეტ-მომხმარებელი, რომელმაც ინტერნეტში განათავსა ვიდეო „ამოზე“, ავტორობაზე პრეტენზიას არ აცხადებს. ის მხოლოდ მოუწოდებს პარანორმალური მოვლენების თვითმხილველებს, მას ვიდეორწმუნებულებები მიაწოდონ პუბლიკაციისა და განსჯისთვის. აგრეთვე, იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ჩანაწერი ნამდვილია.
ცნობილი სპეციალისტები ექსპერტიზისთვის მიწვეული არ არიან – დასკვნებს აკეთებს ყველა. უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა მომხმარებელი, რომელიც კომენტარს აკეთებს „მფრინავ კვერცხებზე“, სულაც არ ფიქრობს, რომ ეს უცხოპლანეტური წარმოშობის ობიექტებია.