კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი

 

კიმ ჩენ ინი ხალხს დაენახვა

ჩრდილოეთ კორეის ახალი ლიდერი, ახალგაზრდა კიმ ჩენ ინი, პირველად წარდგა მოსახლეობის წინაშე სიტყვით. ახალმა ბელადმა ხალხს კიმ ირ სენის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი აღლუმიდან მიმართა. შავ ფრენჩში გამოწყობილი კიმ ჩენ ინი თვალს არ აშორებდა დაწერილ ტექსტს და ყოველი წინადადების ბოლოს ხმამაღლა გაიძახოდა, რომ საბოლოო გამარჯვება კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას დარჩება. ქვეყნის მართვის სადავეები 30 წლის კიმ ჩენ ინმა მამის, კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შემდეგ, 2011 წლის დეკემბერში მიიღო. 2012 წლის 13 აპრილს კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს და ამით მან ქვეყნის მართვის ყველა სადავე ჩაიგდო ხელში.

 

ობამას შემცირებული შემოსავალი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და მისმა მეუღლემ, მიშელ ობამამ, 2011 წელს 790 ათასი დოლარი გამოიმუშავეს. ეს თანხაა მოყვანილი პრეზიდენტის წლის შემაჯამებელ დეკლარაციაში, რომელიც აპრილის შუა რიცხვებში გამოქვეყნდა. საგულისხმოა, რომ წინა, 2010 წელთან შედარებით, ობამებმა ორჯერ ნაკლები გამოიმუშავეს – 2010-ში მათი საერთო შემოსავალი 1,73 მილიონ დოლარს შეადგენდა. დეკლარაციის თანახმად, ოჯახის წლიური შემოსავლის ნახევარს ბარაკ ობამას ხელფასი შეადგენს, დანარჩენი კი პრეზიდენტის მიერ დაწერილი წიგნების საავტორო უფლებებით გათვალისწინებული თანხაა, რასაც ობამა გაყიდვიდან იღებს.

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის, ჯილ ბაიდენის შემოსავალი 2011 წელს 379 ათას დოლარს შეადგენდა.

 

ბერლუსკონის „ვალები”

სილვიო ბერლუსკონის თქმით, ფული, რომელიც მან გადაუხადა პირად სტომატოლოგს, ნიკოლ მინეტის და ტყუპ დებს, იმე და ელეონორე დე ვივოებს, ჩვეულებრივი „ვალი” გახლდათ, რომელიც, იძულებული იყო გადაეხადა. მილანის პროკურატურის ვერსიით ექსპრემიერმა ბერლუსკონიმ საეჭვო თანხები გადარიცხა მავანი ლამაზმანების საბანკო ანგარიშებზე და თანხა, საერთო ჯამში, 130 ათას ევრომდე აღწევდა. ბერლუსკონის თქმით, ეს იყო მისი პირადი ფული და მან მხოლოდ დახმარების სახით გადაურიცხა ის ლამაზმანებს. „ჩემი, როგორც პრემიერის ვალი იყო, დახმარება გამეწია გოგონებისთვის მათთვის მძიმე დროს” – დაასაბუთა თავისი ქმედება ბერლუსკონიმ იტალიურ გაზეთ „ილ ჯორნალესთვის” მიცემულ ინტერვიუში. აღსანიშნავია, რომ ნიკოლ მინეტიც და ტყუპებიც „ბერლუსკონისა და მეძავების” გახმაურებულ საქმეში თანამონაწილეების სახით გადიან. გამოძიების ვერსიით, სწორედ მინეტი ამარაგებდა ბერლუსკონის არასრულწლოვანი მეძავებით.

ლედი კამილა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა, ელიზაბეთ მეორემ, პრინც ჩარლზის მეუღლე და თავისი რძალი, კამილა პარკერ-ბოულზი, დიადი ჯვრის ლედის ტიტულით დააჯილდოვა. ეს ტიტული სამეფო ვიქტორიანული ორდენის უმაღლეს კლასად ითვლება და, ამიერიდან, კორნუელის ჰერცოგინია, კამილას წინსიტყვა „ლედი” დაემატება. ეს ორდენი 1896 წელს დედოფალმა ვიქტორიამ დააფუძნა და ის ხუთი კლასისგან შედგება. ახალი ტიტულის მიღება კამილასა და ჩარლზის ქორწინების მეშვიდე წლისთავს მიეძღვნა. აღსანიშნავია, რომ დედოფალი თავად წყვეტს, თუ ვის მიაკუთვნოს ეს წოდება.

 

 

скачать dle 11.3