კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიყვარული კომუნალურად

ანუ, ნაგავი სინათლეა

 

მართალია, თვით „ენ დი აის“ გამოკვლევებითაც კი, გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა უკიდეგანოდაა უკმაყოფილო შუქისა და ნაგვის მიერ ერთმანეთთან არცთუ მისაღები კავშირის დამყარებით და, საერთოდაც, ვერავინ ამოხსნა დილემა, რა კავშირი აქვს დასუფთავებას ელექტროენერგიასთან (შესაძლოა, პოსტრევოლუციური საქართველოს კომუნალური ლოგიკა ასეთიც იყოს: ნაგავი სინათლეა, უნაგვობა – სიბნელე). მაგრამ, ამოხსნა თუ ვერა, ერთობ მორჩილად იხდის დასუფთავებაში ათვისებული ელექტროენერგიის საფასურის მესამედს (მეხუთედი მაინც ყოფილიყო?! ბოლოს და ბოლოს, საარჩევნო ლოგიკას ესიამოვნებოდა).

ექსპერტთა აბსოლუტურ უმრავლესობას ნაგვისა და შუქის მიბმა-მობმა უსამართლობის გონივრულ ეჭვს აღუძრავს, მაგრამ, რაკი თბილისის საკრებულოს ლოგიკით, ბიუჯეტის შესავსებ მიზანს ნებისმიერი საშუალება ამართლებს, დიდი ალბათობით, როგორც საკუთარ ყურებს ვერასდროს მოჰკრავენ თვალს, ისე არ ეღირსებათ თბილისელებს ნაგვისა და შუქის დამარტოხელება.

ასე რომ, მიუხედავად ექსპერტთა და მოსახლეობის უმაყოფილებისა (მსგავსი კავშირის დამყარება თვით ყველაზე ლიბერალური ღირებულებების მქონე ქვეყანაშიც კი თმას ყალყზე დააყენებდა), თბილისის საკრებულო მტკიცედა დგას და შექანებასაც არ აპირებს (ზრდილობის გამო მაინც). მაგალითად, საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ბ-ნი ხაჩირაშვილის განმარტებით, დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადების გაერთიანების მიზანი სერვისის გაუმჯობესება იყო (ვითომ, შუქს თუ არ მიებმებოდა, ნაგავი არ იხვეტებოდა?!), ამიტომაც, გვიმტკიცებს, რომ ახლო მომავალში ამ წესის გადახედვა არ იგეგმება, ოღონდ, ისიცაა, არასოდეს თქვა – „არასოდეს” (განსაკუთრებით, როდესაც წინ არჩევნებია)!

 

скачать dle 11.3