კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

 

კითხვა: მყავს ახალი ავტომანქანა, 2.0 ძრავით. გავლილი მაქვს 7 400 კილომეტრი და, ფაქტობრივად, წვავს ნორმაზე ბევრად მეტს. იქნებ, მითხრათ, რამე აქვს დაზიანებული თუ რა ხდება? რას მირჩევთ, როგორ მოვიქცე, რომ ეს სიტუაცია გამოსწორდეს?

პასუხი: თქვენს შემთხვევაში, რადგან ავტომობილი ახალი და უცხოურია, ქარხანა-დამამზადებლის მიერ მას აუცილებლად ექნება მინიჭებული შესაბამისი გარანტია. მაგრამ, საეჭვოა, თქვენი მანქანის პრობლემა გამოწვეული იყოს კვების სისტემისგან. ამიტომ, ჩემი რჩევაა, ნუ შეეხებით იმ მარეგულირებელ მოწყობილობებს, რომლებიც ქარხნის მიერ არის დარეგულირებული. ავტომობილს მინიშნებული აქვს, თუ რა საწვავზე მუშაობს და უნდა უზრუნველყოთ იმ ხარისხით, ვინაიდან, დაბალ ხარისხიანი საწვავით სარგებლობის შემთხვევაში, წვის კამერაში არ ხდება საწვავის სრული აფეთქება და ვერ გამოყოფს იმ დაწოლის ძალას, რომელმაც დგუში უნდა მიიყვანოს შესაბამის ბრუნვის მომენტამდე. ამიტომ, საწვავის მიმწოდებელი ეგრეთ წოდებული „დროსელის” საშუალებით, ვუმატებთ საწვავის მიწოდებას, რათა მივაღწიოთ სასურველ ბრუნვას და სიჩქარეს. წვის კამერაში კი იგივე მეორდება და, რაც მეტი ძალით გვინდა იბრუნოს ძრავამ, მით მეტ საწვავს ვაწვდით სისტემას. რაც ყველაზე ცუდია, საწვავის დაბალი ხარისხის გამო ხდება მისი გარეთ გამობოლვა ნახევრად დაუწვავი აირის სახით, ანუ, ის საწვავი, რომელიც არ დაიწვა და მხოლოდ და მხოლოდ მიმწოდებლის ფუნქცია შეითავსა, გარეთ გამოვა. კატალიზატორის მქონე ავტომობილებზე კი ეს, ხშირ შემთხვევაში, გამოიწვევს მის ძალიან ინტენსიურ გაბიდვნას და ასეთ დროს, შესაძლებელია, ძრავა საერთოდ აღარ დაიქოქოს. ამიტომ, გირჩევთ, მაინცდამაინც ამ საკითხში ნუ მოგინდებათ ყველაზე დიდი ეკონომია. ჩაასხით ის საწვავი, რომელიც გათვალისწინებულია თქვენი ავტომობილის ძრავასთვის. ეს ის სფეროა, სადაც ეკონიმია უფრო მეტ ხარჯს იწვევს. 

კითხვა: მინდა, შევიძინო ავტომობილი „სუბარუ ფორესტერი”, ტურბინიანი. რას მირჩევთ? არის თუ არა ის უსაფრთხო, რესურსიანი და კომფორტული ავტომობილი ოჯახისთვის?

პასუხი: „სუბარუს” ძირითადი სისუსტე სიჩქარეების კოლოფია, მნიშვნელობა არ აქვს მექანიკურია ის თუ ავტომატური. რაც შეეხება სავალ ნაწილს, საკმაოდ მტკიცე აქვს. ყველაზე მეტად კი, თქვენს შეკითხვაში, ტურბირებულ ძრავას მინდა გავუსვა ხაზი, რომელიც საკმაოდ ფაქიზია იმისთვის, რომ დიდი ხნის მუშაობის რესურსი მოვთხოვოთ და, საკმაოდ გაუმაძღარი იმისთვის, რომ ეკონომია გავწიოთ. შესაბამისად, თუ ჩვენ ოჯახზე ვზრუნავთ და არა ავტომობილის სიმძლავრით საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებაზე, მაშინ, უმჯობესი იქნება, არატურბირებული ძრავით აღჭურვილი „სუბარუ” შეიძინოთ, რომლის კოლოფიც ნაკლებად დაზიანდება, ან, სულაც, რაიმე სხვა მოდელი შეარჩიოთ.

კითხვა: მყავს ავტომობილი „ოპელ ასტრა”, რომელსაც ეგრეთ წოდებული „თხუთმეტიანი” დისკები ეყენა. ის „თვრამეტიანი” დისკებით შევცვალე, მაგრამ, რამდენიმე დამუხრუჭების შემდეგ მუხრუჭი საერთოდ აღარ იჭერს. შესაძლებელია, რომ ამას ერთმანეთთან კავშირი ჰქონდეს?

პასუხი: რა თქმა უნდა, საბურავები და სამუხრუჭე სისტემა ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. როდესაც გაცილებით დიდი ზომის დისკებს ვაყენებთ, უნდა შევცვალოთ სამუხრუჭე სისტემაც, რისთვისაც გვჭირდება გაცილებით დიდი ზომის სამუხრუჭე დისკები და ბევრად უკეთესი ხარისხის სამუხრუჭე ხუნდებიც. ანუ, ყველაფერი უფრო დიდი ზომის უნდა იყოს და უფრო ხარისხიანი. თუ მუხრუჭს გარკვეული ძალა სჭირდებოდა საბურავის გასაჩერებლად, თქვენი მანქანის შემთხვევაში, ის მას გაჭირვებით მოერევა და თქვენი პრობლემაც აქედან გამომდინარეობს.

კითხვა: ხშირად მაქვს პრობლემები სიჩქარეების კოლოფთან დაკავშირებით. არის თუ არა შესაძლებელი მართვის სტილით მისი მოფრთხილება?

პასუხი: სიჩქარეების მექანიკური კოლოფი, თუნდაც ყველაზე იაფი ბრენდის მიერ იყოს დამზადებული, თუ სწორად მოვიხმართ, პრაქტიკულად არასდროს გამოვა მწყობრიდან. მისი დაზიანების ალბათობის გამოსარიცხად აუცილებელია: პირველი – სიჩქარეების გადართვის დროს ყოველთვის ბოლომდე გავთიშოთ მოდების ქურო, ეგრეთ წოდებული „ცეპლენია”; მეორე – მოდების, ანუ „ცეპლენიეს” პედალს არასდროს აუშვათ ფეხი მკვეთრად; მესამე – მოდების პედალს მხოლოდ მაშინ აუშვით ფეხი, როდესაც დარწმუნებული ხართ, რომ გადამრთველი სასურველ სიჩქარეშია, თანაც, სრულად და არა ნახევრად; მეოთხე – არასდროს გამოიყენოთ ძალა იმისთვის, რომ ჩააგდოთ სიჩქარეში, თუკი გადამრთველი გეწინააღმდეგებათ; პირიქით, გადამრთველი გაანეიტრალეთ, აუშვით ფეხი მოდების პედალს, ისევ ხელახლა დააჭირეთ ფეხი და მხოლოდ ამის შემდეგ სცადეთ სასურველ სიჩქარეში ჩაგდება. 

კითხვა: საიმედოა თუ არა გაბზარული შუშის აღდგენა?

პასუხი: გაბზარული საქარე მინის აღდგენა შესაძლებელია, მაგრამ, აქვს გარკვეული ლიმიტი. თუ ბზარები ძალიან ბევრი და გრძელია, მისი აღდგენა აზრს კარგავს, ვინაიდან, მისი აღდგენის საფასური ითვლება სანტიმეტრობით და გადააჭარბებს თვითონ საქარე მინის ღირებულებას. ამასთანავე, მინას ეტყობა აღდგენის ადგილები. ეს სერვისი შეიძლება გამოვიყენოთ იმ შემთხვევაში, თუ საქარე მინას მოხვდა კენჭი ან სხვა რაიმე ბლაგვი საგანი, ბზარები კი, ჯერჯერობით, ერთი წერტილის ირგვლივ შემოიფარგლება და არ არის ძალიან დიდი. თუ ჩვენ სასწრაფოდ არ აღვადგინეთ გაბზარული ადგილი, ბზარები გაიფანტება მთელ მინაზე და ხილვადობას შეუშლის ხელს. რაც შეეხება ამ პატარა, გაბზარული ადგილის აღდგენის საიმედოობას, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ – საქარე მინის თუნდაც დამცავ თვისებას ეს უმნიშვნელო პროცენტით გააუარესებს.

კითხვა: მყავს ავტომობილი „ფორდ ფოკუსი” 2001 წლის. ეგრეთ წოდებული „სალნიკიდან” გასდის ზეთი. სისტემატურად ვამატებ, მაგრამ, გამოცვლას ჯერჯერობით ვერ ვახერხებ. როგორ შეიძლება ამ პრობლემის აღმოფხვრა და ამდენი ხნის განმავლობაში ზეთის მატება ხომ არ გამიფუჭებდა ძრავს?

პასუხი: ძრავას უკანა „სალნიკი” არ არის რთულად საშოვნელი და ძალიან ძვირად ღირებული დეტალი. ის სხვადასხვა ზომისაა და თუ მაინცდამაინც „ფორდ ფოკუსისას” ვერ იშოვით, მიიტანეთ მაღაზიაში და ზომის მიხედვით შეარჩიეთ. მაგრამ, ამ პრობლემაში მთავარი სირთულე მისი მოხსნა და შეცვლაა, რაც დეტალზე გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ. იმისთვის, რომ ძრავას უკანა „სალნიკი” მოხსნან, მართვის კოლოფის მოხსნაა საჭირო, რაც დიდ დროს მოითხოვს და, თან, რთულიცაა. მაგრამ, ეს მაინც გასაკეთებელია, თავისით ეს „ავადმყოფობა” არ გაივლის. ამიტომ, ჯობია, რაც შეიძლება მალე გააკეთოთ. რაც შეეხება ზეთის დამატებას: ძრავას სხვა დეტალები იმ შემთხვევაში არ დაზიანდებოდა, თუ, მიუხედავად დამატებისა, ზეთს დროულად ცვლიდით. ძრავაში სულ არის საჭირო რაოდენობის ზეთი, მაგრამ, როცა დრო უწევს, ყოველ გავლილ ხუთ-შვიდ ათასზე, ზეთს მაინც ცვლით. 

 

 

скачать dle 11.3