კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ჭორები ვრცელდება სალომე კორკოტაშვილზე და როგორ ჩააბარა მან ბერკლიში

 

სალომე კორკოტაშვილი ახალ კლიპზე მუშაობს. მან საგანგებოდ ამ პროექტისთვის იმიჯი შეიცვალა. სალომემ მისთვის უმძიმეს პერიოდში შეძლო, თურქეთში „ბერკლი მიუზიქ სქულის“ გამოცდაზე გამოსულიყო და ჩაებარებინა. ის ამერიკაში სექტემბერში მიემგზავრება. უახლოეს გეგმებზე თავად სალომე გვესაუბრება:

– გვაქვს ახალი პროექტი, თავიდან ვიღებთ ქავერ ვერსიას – ჯგუფის სახელწოდებაა „XX“, სიმღერას ჰქვია „ქრისთლაიზ“, მეხმარებიან ბექა და გეგა ჯაფარიძეები, ჩემი მეგობრები. 

– ქართულ ენაზე ნაკლებად მღერი თუ მეჩვენება?

– იცი, რა არის? ჯგუფი „პაპარაცი“ რომ მქონდა, ქართულად უფრო მაშინ ვმღეროდი. მე თვითონ ვწერდი სიმღერებს, მაგრამ, რადგან მინდა, რომ ჩემი მუსიკა უცხოეთში, ევროპასა და ამერიკაში გავიტანო, ამიტომ სიმღერებს ინგლისურად ვმღერი და ვწერ. ბავშვობიდან მაქვს ოცნება, რომ ჩემი სათქმელი მთელმა მსოფლიომ გაიგოს. სპეციალურად ამ პროექტისთვის იმიჯი შევიცვალე – თმა შევიჭერი. კარე შემჭრეს, ეს გეგას იდეა იყო. ჯერჯერობით კლიპზე ვმუშაობთ. ძალიან მომწონს ჩემი ახალი ვარცხნილობა (იცინის). შეცვლილი ხარო, მეუბნებიან. ძალიან ბევრი, რომ მხვდება, ვერ მცნობს.

ძალიან რთულია ასეთ რეჟიმში მუშაობა. თან, მუსიკა წერო, იმღერო, თან შვილი გაზარდო. მაგრამ დედაჩემი მეხმარება ძალიან და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამისთვის! თვითონაც საშინლად დაკავებულია, მაგრამ იცის – მე ეს საქმე რომ არ გავაკეთო, უბედური ვიქნები. უამისოდ არ შემიძლია!

– ვიცი, რომ „ბერკლი მიუზიქ სქულში“ ჩააბარე.

– კი. გავედი გამოცდაზე და ველოდები დაფინანსებას. სწავლა იწყება სექტემბერში. ვნახოთ, ამერიკელები რამდენ პროცენტს მომცემენ და ძირითადად, ქართველებმა უნდა დამაფინანსონ. ზაფხულობით მექნება სამთვიანი დასვენება, კიდევ დეკემბერში – 2 კვირა.

– რამდენ ხანს მოგიწევს ბერკლიში სწავლა?

– „ბერკლი სქულის“ სრული კურსი 4 წელია, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, იქ ისეთი კონტაქტებია, იმდენ პროდიუსერთან შეგიძლია შეხვედრა, რომ იმედი მაქვს, კონტრაქტს მალე მოვიპოვებ და მერე შვილის წაყვანაც შემეძლება. თავიდან გამაფრთხილეს, რომ ბავშვის წაყვანა გამორიცხული იყო, იქ ძალიან სერიოზული სწავლა და მკაცრი რეჟიმიაო. ძალიან გამიჭირდება იქ ჩემი შვილის გარეშე. დიდხანს ვფიქრობდი, ჩამებარებინა თუ არა.

– მაშინ რატომ გადაწყვიტე, რომ მაინც ჩაგებარებინა და წასულიყავი?

– იცი, რა ხდება, ხანდახან არის ხოლმე ისე, რომ არ შეგიძლია, ერთი და იგივე. საშინლად გბეზრდება, შემოქმედებითი შტამპები. ერთი და იგივე კლუბი, კონცერტები, სახეები, პატარა ქალაქის სივრცე მოსაბეზრებელია. რა თქმა უნდა,  რთულია ბერკლიში ჩაბარება, 70 000 კონკურსანტი იყო – ძალიან კარგი ბავშვები. მე ორი მეგობარი მახლდა თან – სალომე კოწულაძე და გიგი ვანდერი, რომლებიც ძალიან დამეხმარნენ. გამოცდაზე საშინლად ვინერვიულე. მაშინ ჩემი ძმა ცუდად იყო, არც ვიცოდი, როგორ ვიმღერებდი, ხმა არ მქონდა. გამოცდის წინა დღეს საერთოდ არ მეძინა, გავიგე, რომ ჩემი მეგობარი გარდაიცვალა... როგორ ჩავაბარე, არც მახსოვს, მაგრამ ძალიან კარგად მიმიღეს ლექტორებმა. მოეწონათ, რომ ვარ „სონგვროთერი“–„სუპერსტარი“ ვიმღერე, ჩემი სიმღერა. თვითონ ფეხზე წამოდგნენ და ისინიც ჩემთან ერთად უკრავდნენ. აეროპორტში გავიგე, რომ ჩავაბარე. მითხრეს, სექტემბერში გელოდებით ამერიკაში, ნამდვილი ვარსკვლავი ხარო. რიტმული გამოცდა იყო და ნოტები აუცილებლად კარგად უნდა გცოდნოდა. 

– „10+10“ კიდევ იქნება? პირველი პროექტი კარგი იყო...

– კი. იგეგმება. ვინც კიევში ვერ წავედით, მინსკში მივდივართ. ძალიან კარგად გავერთეთ ერევანში.

– შენი პირადი ცხოვრება ხშირადაა ჭორების საგანი?

– კი. ხშირად. შარშან სამორი ბალდესთან მაკავშირებდნენ, რამაც ძალიან გამაბრაზა. სამორი ჩემი მეგობარია, ერთად ვისვენებდით. ახალი ჭორია, რომ მსოფლიო ვარსკვლავზე ვთხოვდები. ჯაზფესტივალზე მეისი გრეის გიტარისტს მოვეწონე, მაგრამ მე მაგ დროს სხვა მომწონდა და უარი ვუთხარი (იცინის). არ ვნანობ, ვიცი, ამერიკაში რომ წავალ – ჯონი დეპზე ნაკლებს არ დავეჯახები (იცინის). ლონდონშიც ვაპირებ კონცერტის ჩატარებას, ვნახოთ. მინდა, ევროპასაც გავაცნო თავი.

 

 

скачать dle 11.3