კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

 

კითხვა: თუ შეიძლება, მითხარით, რა არის დამახასიათებელი ძაღლებში ლარინგიტისა და ლარინგოფარინგიტისათვის?

პასუხი: ლარინგიტისა და ლარინგოფარინგიტისთვის დამახასიათებელია ხველება, სისუსტე, მადის დაქვეითება, რეგიონული ლიმფური კვანძების გადიდება, აფონია, ანუ ხმის დაკარგვა. აღნიშნული დაავადება შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა სახის ინფექციური აგენტებით, ესენია: ადენოვირუსული ინფექცია და ტრაქეის მექანიკური გაღიზინება, მაგალითად, უცხო სხეულის მოხვედრით, ხანგრძლივი ყეფით, ცივი საკვების ან წყლის მიღებით, მოჭერილი საყელოთი. 

კითხვა: მაინტერესებს, რა არის დამახასიათებელი სასუნთქი გზების დაავადებებისთვის?

პასუხი: ქვემო სასუნთქი გზების დაავადებებისთვის დამახასიათებელია ღრმა სველი ხველა საერთო მდგომარეობის დათრგუნვით, უმადობით და მოწყენილობით. ქრონიკული ბრონქიტისთვის დამახასიათებელია მშრალი, ჩუმი ხველა, რომელიც პერიოდულად გაივლის ხოლმე, რაც შემდგომში რთულდება სხვადასხვა სახის პათოლოგიით, როგორებიცაა, მაგალითად: ათელექტაზი, ფილტვების ემფიზემა, ბრონქოექტაზია, ფილტვის ფიბროზი. ალერგიული ბრონქიტი მიმდინარეობს ისევე მწვავედ, როგორც ალერგიული რეაქცია; ახასიათებს მწვავე, შეტევითი ხასიათის ხველა. ბრონქებში უცხო სხეულით გამოწვეული ბრონქიტი ხასიათდება ამოხველებითი ხასიათის ხველით და გრძელდება მანამ, სანამ ორგანიზმი უცხო სხეულს არ მოინელებს. 

კითხვა: რამდენი წლიდან ითვლება ძაღლი ასაკიანად?

პასუხი: ძაღლი ასაკიდან ითვლება ჯიშიდან გამომდინარე, ანუ, რაც უფრო დიდი ტანის არის, მით ხანმოკლეა მისი სიცოცხლე. მაგალითად, გერმანული დოგისათვის ხანშიშესულობა 7 წლიდან იწყება, ჩიხუახუასა და ტოიტერიერისთვის კი 10-11 წლიდან. 

კითხვა: არის შემთხვევები, როცა ლეკვი სხვადასხვა ვეტერინართან დაჰყავთ. რეკომენდებულია ეს თუ არა?

პასუხი: სასურველი ნამდვილად არ არის, ლეკვი სხვადასხვა ვეტერინართან ატაროთ, რადგან, ყველა ექიმს განსხვავებული მკურნალობის მეთოდი აქვს. იგივე შემიძლია გირჩიოთ კინოლოგთან დაკავშირებითაც. ასე რომ, კარგად გაიკითხეთ და ისე შეარჩიეთ თქვენი ძაღლისთვის პროფესიონალი ვეტერინარი და კინოლოგი.

 

скачать dle 11.3