კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოაჩინეს და დააპატიმრეს 45 ადამიანის მკვლელი 17-წლიანი ნადირობის შემდეგ

 

„ჰამლეტი“

1957 წლის 3 მარტს მოსკოვში, გენერალ საბლინის შესახვევში მდებარე სახლის სარდაფში 36 წლის ვერა ევგენის ასულ ხარიტონოვას სხეული იპოვეს. ქალი გულაღმა შიშველი ეგდო და ზურგზე ნასერი ჭრილობებით ლათინურად სიტყვა „ჰამლეტი“ ეწერა. მას მოკვეთილი ჰქონდა ენა, ძუძუს თავები, სასქესო ორგანო და დათხრილი ჰქონდა თვალები. იმის გამო, რომ ეს ორგანოები ახლო-მახლო ვერ იპოვეს, კრიმინალისტებმა ივარაუდეს, რომ ისინი მკვლელმა თან წაიღო. ქალის ორგანიზმში ძლიერმოქმედი შხამი აღმოჩნდა და დადგინდა, რომ მოკლული ქალი მოწამვლამდე სქესობრივ კავშირში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, მკვლელთან, თანაც ნებაყოფლობით და არა იძულებით. შემთხვევის ადგილზე მამაკაცის სპერმაც იპოვეს. გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ მამაკაცს პირველი ჯგუფის რეზუს დადებითი სისხლი ჰქონდა, ხოლო დამატებითმა ბიოლოგიურმა კვლევამ ცხადყო, რომ ის დიაბეტით იყო ავად.

სისხლის სამართლის საქმე, განზრახ მკვლელობის მუხლით, მოსკოვის პროკურატურაში აღიძრა და გამოძიებას მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიქტორ გიორგაძე ჩაუდგა სათავეში. იმ პერიოდში სერიულ მკვლელობებს ჯერ კიდევ ვერ იძიებდნენ ისეთ დონეზე, როგორც ეს სამოცდაათიან წლებში ხდებოდა. გიორგაძე იყო ის პირველი მერცხალი, რომელმაც ამ ტიპის დანაშაულის მეცნიერულ კვლევას მიჰყო ხელი.

გიორგაძემ დაწვრილებით შეისწავლა მოკლული ხარიტონოვას ბიოგრაფია და დაადგინა, რომ მას ჰყავდა მეუღლე და ქალიშვილი. მუშაობდა გასტრონომში გამყიდვლად და ცუდი რეპუტაციით არ სარგებლობდა. თუმცა, ერთი მისი მოხუცი მეზობელი ქალისგან ასეთი სიტყვები მოისმინა: „ძველი „სტერვა“ იყო საცოდავი ვერა. ქმარი კი ჰყავდა, მაგრამ ყოველთვის სხვა კაცებისკენ გაურბოდა თვალი და განსაკუთრებით ფულიანებს სწყალობდა. ის ერთი შეხედვით იყო პატიოსანი, თორემ ფულის გამო საკუთარ მამასაც კი ჩაუგორდებოდა ლოგინში. ერთხელ ჩემს ქმართან შევუსწარი. ჩემი სულელი კაცი ამჩატებული აწყობდა ძვირფას სუფრას და იმ უსირცხვილოს შიშველ თეძოებს მისჩერებოდა. მე სოფელში ვიყავი წასული, ადრე დავბრუნდი და არ ეგონათ, რომ მოვიხელთებდი“.

გიორგაძე გაოგნებული უსმენდა ქალს და თხრობა რომ დაასრულა, ჰკითხა:

– განა, მათ შორის რამე მოხდა?

– მოხდებოდა, რომ არ შემეშალა ხელი. ჩემი ქმარი პერსონალური პენსიონერია, სხვა შემოსავლებიც გვაქვს და ვერას ფულის აწაპვნა უნდოდა. აი, როგორი იყო ის.

გიორგაძეს ყველაზე მეტად მკვლელის ხელმოწერა – „ჰამლეტი“ არ აძლევდა მოსვენებას და ვერაფრით მიმხვდარიყო, რა იმალებოდა ამაში.  სიტყვაში რომ რაღაც დაშიფრული აზრი იყო ჩადებული, გამომძიებელს ამაში ეჭვიც არ ეპარებოდა.

მაშინ ვიქტორ გიორგაძე მხოლოდ 23 წლის იყო და სათანადო არც გამოცდილება ჰქონდა და არც ერუდიცია. მოგვიანებით, მან ასე გაიხსენა ეს პეროდი: „იმ დროს მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ახლა რომ ვიცი, მაშინ იმის მეათედი ერუდიცია რომ მქონოდა, სერიულ მკვლელს მალევე დავიჭერდი და ის ამდენ დანაშაულს ვერ ჩაიდენდა“

ეს მან 1974 წელს თქვა, 1957 წელს კი ახალგაზრდა გიორგაძე თავისი ასაკისა და გამოცდილებისამებრ მოქმედებდა. ამიტომ, მან პირველი ჯგუფის, რეზუს დადებითიანი სისხლის, დიაბეტით დაავადებული მამაკაცის ძებნა დაიწყო და ამით სერიული მკვლელის ჩვიდმეტწლიან ძიებას დაუდო სათავე.

 

ყველაზე გრძელი ნადირობა

ცნობილ როსტოველ მანიაკს, ანდრეი ჩიკოტელოს 56 ადამიანი ჰყავდა მოკლული. პირველი დანაშაული მან 1982 წელს ჩაიდინა. ის მხოლოდ 1990 წელს დააპატიმრეს და ოთხი წლის მერე დახვრიტეს ნოვოჩერკასკის ციხეში. ანუ, ჩიკოტელოზე ნადირობა სულ რაღაც 8 წელიწადს გაგრძელდა, როდესაც „დედის მკვლელის“, იგივე „ჰამლეტის“ მხილებას 17 წელიწადი დასჭირდა. ეს კი საბჭოთა კრიმინალისტიკის ისტორიაში ყველაზე გრძელი ნადირობა იყო და ამ ხნის განმავლობაში მოუხელთებელი სერიული მკვლელის მოქმედების არეალმა თითქმის მთელი საბჭოთა კავშირი მოიცვა.

ვერა ხარიტონოვას მკვლელობის შემდეგ, ზუსტად 6-თვიანი ინტერვალით, მოსკოვში კიდევ ორი ქალი მოკლეს, ზუსტად იმავე ხელწერით და ზურგზე ამოტვიფრული სიტყვით – „ჰამლეტი“. მათაც ისევე ჰქონდათ ორგანოები მოკვეთილი და თვალები დათხრილი, როგორც ხარიტონოვას და ადგილზე აღმოჩენილი სპერმაც იგივე იყო. მომდევნო ორი ქალის ბიოგრაფიის შესწავლამაც იგივე შედეგები აჩვენა: ისინიც ქმარშვილიანები აღმოჩნდნენ და ღალატისკენ მიდრეკილნი. ამიტომ, გიორგაძემ სერიული მკვლელის, „ჰამლეტის“ მსხვერპლის სტერეოტიპი დახატა და მოსკოვის მთავარ პროკურორს ასეთი რამ უთხრა:

– სერიული მკვლელი თავის მსხვერპლად ღალატისკენ მიდრეკილ ქალებს არჩევს. შემდეგ მათ ბნელ ადგილებში იტყუებს, წამლავს და ასახიჩრებს. მანამდე კი მათთან სქესობრივ კავშირს ამყარებს ქალის თანხმობით.

მოსკოვის პროკურორი ჩაფიქრდა და მცირე პაუზის შემდეგ გიორგაძეს უთხრა:

– რაც უნდა ავარდნილი და მოღალატე იყოს ქალი, ნებაყოფლობით უცნობს არ გაჰყვება ასეთ ადგილას. გამოდის, რომ მკვლელი ჯერ ახლო ურთიერთობას ამყარებს მასთან, შემდეგ ნდობაში შედის და ბოლოს ბოროტმოქმედებასაც სჩადის. ამიტომ, კარგად გამოიკვლიეთ მოკლულების ახლობელთა წრე და შესაძლოა, „ჰამლეტზეც“ გახვიდეთ.

გიოგაძემ ამ კუთხითაც ინტენსიურად იმუშავა, თუმცა, სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, რადგან „ჰამლეტი“ იმდენად სუფთად მოქმედებდა, საგამოძიებო ორგანოებისთვის, ფაქტობრივად, უჩინარი იყო.

1957-1974 წლებში მოსკოვში, ლენინგრადში, ნოვოსიბირსკში, ხარკოვში, სოჭში, თბილისსა და კიდავ ათ ქალაქში „ჰამლეტმა“ 45 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს და ეს ყველაზე გრძელი ნადირობა სერიულ მკვლელზე 1974 წლის 18 მაისს დასრულდა. იმ დღეს მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს („მური“) სპეცრაზმმა მოსკოვში, ხარკოვის ქუჩაზე 38 წლის გენადი ციკოლსკი დააპატიმრა, რომელიც „ჰამლეტის“ ფსევდონიმით მოქმედი მანიაკი აღმოჩნდა.

 

უიღბლო ფოტოგრაფი

გენადი ციკოლსკი 1936 წელს იყო დაბადებული. უცოლშვილო, გაურკვეველი პროფესიის ადამიანი, რომელსაც უამრავი სამსახური ჰქონდა გამოცვლილი და ერთ ადგილზე ერთ წელზე მეტს ვერ ჩერდებოდა. დაპატიმრების მომენტში ციკოლსკი ფოტოგრაფად მუშაობდა მოსკოვის ¹19 ფოტოატელიეში. მასზე ეჭვი კი 1974 წლის 11 თებერვალს მიიტანეს, მოსკოვში, სოკოლნიკის პარკში ნაპოვნი ცხედრების გამოკვლევის შემდეგ.

იმ დღეს პარკის მეეზოვემ, რომელიც ურნაში ფოთლებს ყრიდა, ბუჩქებში ქალისა და კაცის შიშველი ცხედრები აღმოაჩინა. ათიოდე წუთში იქ სამართალდამცველები მივიდნენ. როგორც დადგინდა, მოკლულები იყვნენ 56 წლის ანა კოკინსკი და 57 წლის პავლე გონცარი. მათ სასქესო ორგანოები ჰქონდათ მოკვეთილი და თვალები – დათხრილი, ორგანიზმში შხამის დიდი დოზა აღმოაჩნდათ. ზურგზე ქალს „ჰამ“ ჰქონდა ამოტვიფრული, კაცს კი – „ლეტ“, რაც ერთად იკითხებოდა – „ჰამლეტ“.

გიორგაძემ მოკლულების ბიოგრაფიების შესწავლა დაიწყო და დაადგინა, რომ კოკინსკი და გონცარი საყვარლები იყვნენ. ქალი ქვრივი იყო, კაცს კი ცოლ-შვილი ჰყავდა და ქალის გარდაცვლილი მეუღლის თანაკლასელი გახლდათ. გიორგაძემ ისიც დაადგინა, რომ ქალს 38 წლის დიაბეტით დაავადებული ვაჟი ჰყავდა – გენადი ციკოლსკი. გიორგაძემ ჯერ თავში შემოირტყა ხელები, ბოლოს კი წამოიძახა:

– ჰამლეტი, ჰამლეტი... ღმერთო ჩემო, ის ხომ შექსპირის გმირის ფსევდონიმით მოქმედებდა.

„მურის“ ოპერჯგუფმა ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დააწესა ციკოლსკიზე, რათა ის საეჭვო მოქმედებაში გამოეჭირათ. თუმცა, ეჭვმიტანილი ფოტოგრაფი ნორმალურად იქცეოდა. მაშინ, გიორგაძემ სამხილის მოპოვება გადაწყვიტა, რაც უეჭველად დაადასტურებდა მის ეჭვებს. გამომძიებელს ციკოლსკის სპერმის ნიმუში უნდოდა, რომელსაც მოკლული ქალების სხეულში აღმოჩენილ სპერმას შეადარებდნენ და თუკი ისინი ერთმანეთს დაემთხვეოდა, მაშინ ციკოლსკის დანაშაულიც დადასტურდებოდა.

ამიტომ, „მურმა“ ციკოლსკის ფოტოატელიეში სამედიცინო შემოწმება ჩაატარა და ვითომდა ვენერიული დაავადების პროფილაქტიკის მიზნით, თანამშრომელთა სპერმისა და სისხლის ნიმუშები აიღეს. შემდეგ ციკოლსკის სპერმა მოკლულთა სხეულში აღმოჩენილ სპერმას შეადარეს. პასუხი დადებითი მიიღეს და ციკოლსკი მეორე დღესვე დააპატიმრეს.

მანიაკი ისე აიყვანეს, რომ განძრევაც ვერ მოასწრო.

 

დედის მკვლელი

ციკოლსკი იმავე დღეს მიიყვანეს მოსკოვის პროკურატურაში და მის დაკითხვას მაშინდელი გენერალური პროკურორი – რუდენკო დაესწრო. დაკითხვა ვიქტორ გიორგაძეს მიჰყავდა. მან დაპატიმრებულს ჰკითხა:

– აღიარებთ, რომ 45 ადამიანი მოკალით?

– ვაღიარებ.

– რატომ ხოცავდით უდანაშაულო ქალებს?

– ისინი უდანაშაულონი არ იყვნენ, მათ ქმრებს უღალატეს.

– რატომ მოკალით დედათქვენი და პავლე გონცარი?

– ამით მე მკვლელობების სერიას ბოლო მოვუღე. ასე ვთქვათ, საბოლოო წერტილი დავსვი.

– რის წერტილი დასვით, შეგიძლიათ, დააკონკრეტოთ?

ციკოლსკიმ სიგარეტი გააბოლა. შემდეგ ჩააქრო, ამოიოხრა და თქვა:

– მამაჩემი, ანატოლი ციკოლსკი და მოკლული პავლე გონცარი მეგობრები იყვნენ, ერთ კლასში სწავლობდნენ და ომშიც ერთად წავიდნენ. მამაჩემმა გონცარი ერთხელ სიკვდილისგანაც იხსნა. 10 წლის ვიყავი, როცა მამა დამეღუპა. 1946 წლის მაისში მამა და პავლე სათევზაოდ წავიდნენ და მამა დაიხრჩო. კარგად მახსოვს, ჩვენს ბინაში შავ კუბოში ჩაწვენილ მამას საათობით რომ ვუცქერდი და ჩუმად ვტიროდი. იქ იყო გონცარიც და დედაჩემს არ სცილდებოდა, ვითომ ამხნევებდა. დასაფლავების წინა ღამეს კედლის კარადაში ვიყავი დამალული, ვუყურებდი მამაჩემს და ვტიროდი. ამ დროს ოთახში დედაჩემი და პავლე შემოვიდნენ. მათ მიიხედ-მოიხედეს, თავი მარტო დაიგულეს და მიცვალებულის წინ ერთმანეთს კოცნა დაუწყეს. შემდეგ საძინებელში განმარტოვდნენ და სიყვარულს მიეცნენ. მართალია, 10 წლის ვიყავი, მაგრამ ყველაფერს ვხვდებოდი და დედაჩემისა და პავლეს მოკვლა გადავწყვიტე. იმ დღიდან 11 წელი გავიდა და პირველი მკვლელობა მხოლოდ მაშინ ჩავიდინე. მე გავიცანი ქალი, რომელიც ქმარს ღალატობდა და ჯერ სქესობრივი კავშირი დავამყარე მასთან, შემდეგ კონიაკით მოვწამლე, ბოლოს კი ყველაფერი ის გავაკეთე, როგორც ყოველთვის ვაკეთებდი შემდგეგშიც. ანუ, მოვკვეთე ყველა ორგანო, რითაც ის ქმარს ღალატობდა. „ჰამლეტი“ კი იმიტომ ავირჩიე ფსევდონიმად, რომ შექსპირის ჰამლეტის მდგომარეობაში ვიმყოფებოდი. თუმცა დანიის პრინცი არ ვყოფილვარ და უბრალო, რიგითი საბჭოთა მოქალაქე ვიყავი, რომელსაც დამპალმა ადამიანებმა სულში ჩააფურთხეს. ერთი სიტყვით, ყოველ მოკლულ ქალში დედას ვხედავდი. დედის მკვლელი ვიყავი მაშინ, მაგრამ ნამდვილი დედის მოკვლას მაინც ვერ ვბედავდი. ერთ ღამეს, ისევე, როგორც ჰამლეტს, მეც მამაჩემი გამომეცხადა, მხოლოდ ძილში. მან მითხრა, რომ ის პავლე გონცარმა დაახრჩო. როცა გამეღვიძა, ოფლში ვცურავდი. ავდექი, დედაჩემის საძინებელს მივუგდე ყური და ყრუ კვნესა შემომესმა. ოთახში შევვარდი და ლოგინში ჩაგორებული გონცარი და დედა შემრჩა ხელში. ასეთი სცენა არაერთხელ მინახავს ფარულად, მაგრამ იმ ღამეს სულ სხვა ჭკუაზე ვიყავი და ბილწ წყვილს მამისეული პისტოლეტი მივუშვირე. გონცარი გამომიტყდა, რომ მან მართლაც დაახრჩო მამაჩემი. ამის შემდეგ მათ მოწამლული კონიაკი დავალევინე, ხოლო რომ ჩაძაღლდნენ, ორგანოები მოვკვეთე, თვალები დავთხარე, ზურგზე „ჰამლეტი“ ამოვკვეთე და ცხედრები სოკოლნიკის პარკში წავიღე.

– ორგანოებს რას უშვრებოდით? – ჰკითხა რუდენკომ.

– კანალიზაციის ვირთხებს ვაჭმევდი. მოღალატეები ასეთ ბოლოს იმსახურებენ.

ციკოლსკი გაასამართლეს და დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა ის ბუტირკის ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა.

 

 

скачать dle 11.3