კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა ატაროთ ჩანთით ბრინჯის მარცვლები და გაახაროთ ბინაში თეფშზე დაყრილი ხორბალი

სხვადასხვა ფერის სანთლის ალს და ხორბლის მარცვლებს, გარკვეული მაგიური თვისებები გააჩნია. ეზოთერულ ლიტერატურაში გვხვდება, რომ მსგავსი მეთოდით მკითხაობა, მომავლის გაგება, ბედის შეცვლა, სასურველ კითხვაზე პასუხის გაცემაც შეიძლება. ალბათ, ბევრს არ სჯერა და მსგავს რამეებს სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ, როგორც ეზოთერიკოსი ქალბატონი დალი ამბობს, ზოგიერთი სანთლის დანთებითა და ბინაში ხორბლის გახარებით, ადამიანი უკეთესობისკენ წარმართავს ცხოვრებას.  მისივე თქმით, არსებობს დღეები, როცა ზოგიერთი ფერის სანთლის ანთება კარგია, ზოგის კი კატეგორიულად იკრძალება. 

 

დალი: ყოველ დღეს თავისი შესაფერისი ფერის სანთელი აქვს, რომლის დანთებასაც გარკვეული მაგიური თვისება ენიჭება. სწორედ იმ კონკრეტულ დღეს და ასევე, ყოველდღე აუცილებელია, ბინაში ამა თუ იმ ბალახის სურნელი ტრიალებდეს. ეს პირადი ცხოვრების უკეთ მოწყობასა და ადამიანებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ. თანაც, დღეს ფერადი სანთლების ყიდვა პრობლემა აღარ არის. მაღაზიაში უამრავი დეკორატიული, ფერადი, ლამაზი სანთელი იყიდება და არც ისე ძვირი ღირს. თუმცა თუ იცი, რომ ის ყოველდღიურ ცხოვრებაში დაგეხმარება, ვფიქრობ, თანხა არც უნდა დაინანო. ყოველ შემთხვევაში, უნდა სცადო მაინც. არ დაგიმალავთ, თავიდან მეც ასე დავიწყე. ვიფიქრე, ვცდი, ავანთებ, დავაკვირდები და თუ გაამართლა, ვნახავ-მეთქი. თქვენ წარმოიდგინეთ, მართლაც გაამართლა. ყოველ შემთხვევაში, მე კარგად დავცადე. 

– კერძოდ, როდის რომელი ფერის სანთელი უნდა ავანთოთ ბინაში და რაზე მიუთითებს ეს?

– მაგალითად, გეტყვით რომ, თეთრი ფერის სანთლები უმჯობესია, დაანთოთ და დაწვათ ორშაბათს. ის ბინაში მთვარის ენერგიას იზიდავს და ძალების აღდგენაში გვეხმარება. წითელი ფერის სანთლებს უდიდესი მაგიური დატვირთვა აქვს, და უმჯობესია, სამშაბათს დაანთოთ, თანაც დილის საათებში. ეს დაგეხმარებათ საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირებაში და ენერგიით აგავსებთ მთელი დღის განმავლობაში. ნარინჯისფერი სანთლები უმჯობესია, ოთხშაბათს აანთოთ. ეს დაგეხმარებათ ადამიანებთან ურთიერთობასა და ოჯახური თანაცხოვრებისას ჰარმონიის დამყარებაში. ცისფერი სანთლები ხუთშაბათისაა. მათი დანთებით სიმშვიდესა და ბედნიერებას დაიბედებთ ამ დღეს. იღბლიანობაც გაიზრდება, მეტად მომთმენსა და მიმტევებელს გაგხდით. შავი ფერის სანთლები მართალია, ფერის გამო არასასიამოვნო შეგრძნებას გიტოვებთ, მაგრამ მისი პარასკევს დანთებით საცხოვრებელ ბინას ცუდი ენერგიისგან გაათავისუფლებთ. აღარ იგრძნობთ დისკომფორტს და დამშვიდდებით. ვარდისფერი სანთლის დანთება შაბათს, საღამო ხანს არის სასურველი. ის რომანტიკულ გრძნობებს აღძრავს, მეტად წარმოაჩენს თქვენს სინაზეს, მეგობრებთან ურთიერთობაში კი უფრო მიმზიდველს გაგხდით. მწვანე სანთლების ანთება ბინაში რეკომენდებულია კვირა დღეს, ის ჰარმონიისა და წარმატების სიმბოლოა. ასე რომ, კვირა დღეს თუ ამ ფერის სანთელს აანთებთ, ისეთ დადებით მუხტს იგრძნობთ, რომელიც შეიძლება, მთელი კვირა გაგყვეთ. ყვითელი ფერის სანთელი კი მაშინ უნდა დაანთოთ, როცა ხვდებით, რომ კარიერაში რიგზე ვერ გაქვთ საქმე, როცა ბარიერები და წინაღობები გხვდებათ და როგორც ამბობენ, თითქოს სამყარო თქვენს წინააღმდეგ ამხედრდა. ყვითელი სანთლის ანთებით თქვენ ადვილად მიაღწევთ წარმატებას კომერციულ სფეროში. საერთოდ, თუ რწმენით მიუდგებით საქმეს, ყველაფერი კარგად გამოგივათ. როგორც გითხარით, თავიდან მეც არ მჯეროდა ასეთი რამეების, მაგრამ საკუთარ თავზე გამოვცადე და მერწმუნეთ, შედეგით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. უკვე საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ადამიანისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებობს წესები, რომელთა დაცვით ადვილად შეგვიძლია, წარმატების მიღწევა და იღბლიანობის გაორმაგება. 

– ამისთვის როგორ უნდა მოვიქცეთ? 

– ელემენტარული წესები უნდა დაიცვათ. მაგალითად, უნდა დააკვირდეთ, რომელი ფერის ტანსაცმლის, ჩანთის, ფეხსაცმლისა თუ ნივთის ტარებისას გაგიღიმათ ბედმა მეტად და წარმატებასაც ადვილად მიაღწიეთ. ასეთი ნივთები არსებობს, უბრალოდ, ჩვენ ამას არ ვაკვირდებით. აბა, დააკვირდით, რომელი ფერის ტანსაცმლის ტარებისას გაგიუმჯობესდათ გუნება-განწყობა, მოგემართათ ხელი, მეტად მიიპყარით ყურადღება, დაიმსახურეთ კომპლიმენტები. პირადად მე, ასეთ რამეებს თეთრი ან იისფერი ტანსაცმლის ტარებისას ვგრძნობ. ანუ, კარგად მაქვს დაცდილი. ზოგადად, ტანსაცმლის ფერს დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ბედზე. დაკვირვებული ვარ, როცა ადამიანს შავი ფერის სამოსი აცვია, ყოველთვის ცუდ განწყობაზეა. ღია ფერის ტანსაცმლის ტარებისას კი, მეტ სიმშვიდეს და დადებით განწყობას გრძნობ ადამიანებისგან. ამით ის აგზავნის მესიჯს, რომ კარგად არის, ცხოვრება უხარია. ერთი სიტყვით, ტანსაცმლის ფერით გარშემო მყოფებს შენს შინაგან სიმშვიდეს აგებინებ და შენი განწყობა მათზეც დადებითად აისახება. ასევე, კარგია, თუ ჩანთით სარკეს და პატარა ტომსიკით ბრინჯს ატარებთ. სარკე სხვების ცუდი ზრახვებისგან დაგიცავთ, მიიზიდავს თქვენდამი კეთილგანწყობილი ადამიანების ყურადღებას, ბრინჯი კი სიმდიდრის სიმბოლოდ მოიაზრება და მისი ტარებით, ჩანთაში ფული მუდამ გექნებათ.

– გამიგია, რომ სურნელოვანი ჩხირების ანთებით სახლში გარკვეულ ენერგეტიკას ვიზიდავთ და სტუმარზეც ზემოქმედებას ვახდენთ მისი სურნელით. ამაზე რას გვეტყვით?

–  სურნელოვანი ჩხირები მაშინ უნდა აანთოთ სახლში, როცა სტუმარს ელით. მისი სუნი იმ ადამიანის მიერ შემოტანილ უარყოფით ენერგიას მალევე გაანეიტრალებს და თქვენდამი მის კეთილგანწყობას ერთიორად გაზრდის. სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანის დაბადებას, სიხარულის ნაცვლად, თან ცრემლი ახლავს. როდესაც დედას ბავშვის გაჩენა არ სურს და ის აბორტზე ფიქრობს, ბავშვში იდება უიღბლობისა და უბედობის კოდი, რომელიც შემდეგ, მთელი ცხოვრების განმავლობაში „მუშაობს“. რასაკვირელია, იმ შემთხვევაში თუ ეს ბავშვი, ღმერთის წყალობით, ქვეყანას მოევლინა. ასეთ ადამიანებს ნაკლებად უმართლებთ, წარმატების შანსიც ნაკლებად აქვთ და მიუხედავად კარგი გარეგნობისა, არც პირად ცხოვრებაში უღიმით ბედი. რასაკვირველია, მათ ცხოვრებაშიც არის ბედნიერი დღეები, მაგრამ ეს ცოტა ხნით გრძელდება. დედის ორგანიზმშივე დაბინძურებული ენერგეტიკა ადამიანზე მთელი ცხოვრების განმავლობაში მოქმედებს. დამეთანხმებით, ძნელია, როცა არც გარეგნულად ხარ სხვაზე ნაკლები, არც სწავლა-განათლებით, არც ქონებით და არც ჩაცმა-დახურვით, მაგრამ მაინც არავინ გაქცევს ყურადღებას, ვერც სამსახურს შოულობ, არც სხვა რამეში გიმართლებს და ვერც შენს სიკეთეს ხედავენ. მოკლედ, ისეთ ადამიანებს, რომელთა დაბადებაც არ სურდათ, კოდად აქვთ ჩადებული უიღბლობა, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება, მარტოობა და გაჭირვება. ამას ისინი აქტიურად ებრძვიან მთელი ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ – უშედეგოდ. გეტყვით იმასაც, რომ, არსებობს პარაფსიქოლოგიაში ამ კოდის მოხსნის საშუალება, რომელიც, სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, არადა, აქტიურად ებრძვის ცუდს და იზიდავს კარგს ასეთ ადამიანებში. გასწავლით, როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში: უნდა აიღოთ ერთი მუჭა ხორბალი, დაყაროთ მიტკლის თეთრ ქსოვილზე და გადაახვიოთ. შემდეგ ის უნდა დაიდოთ საწოლში, ზეწრის ქვეშ, ისე, რომ ზურგით ეხებოდეთ. ეს ხორბალი ყოველ დილით უნდა გახსნათ, ხელიდან ხელში გადაყარ-გადმოყაროთ, რამდენიმე მარცვალი აიღოთ, ბინაში შესასვლელში დადოთ თეფშზე, დანარჩენი კი ისევ თეთრ ქსოვილში შეახვიოთ და საწოლში ჩადოთ. 

– თეფშზე რატომ უნდა დავდოთ? 

– ის თეფში სახლის შესასვლელში უნდა დადოთ და ზედ ხორბლის მარცვლების დაწყობით ბარაქისა და ბედის კოდი ნელ-ნელა გაააქტიუროთ. თეფშზე ჯერ სველი ბამბა უნდა დააფინოთ თხელ ფენად და შემდეგ ყოველდღე მოათავსოთ ხორბლის მარცვლები. ის ჯეჯილად ამოვა და ნახავთ, რა შედეგს მოგიტანთ. სულ რომ ამოიწურება ქსოვილში ხორბლის მარაგი, ის ქსოვილი თეფშის ქვეშ დადეთ. ასე მოიქეცით წელიწადში ოთხჯერ, ანუ წლის ოთხივე პერიოდში და ბარაქა და წარმატება მალე მოვა თქვენთან. მთავარია, გულით გინდოდეთ და გწამდეთ იმის, რისთვისაც იბრძვით ცხოვრებაში. ხორბლის მაგიური თვისებების შესახებ უძველესი დროიდან მოდის ცნობები. მაგალითად, კარგია, თუ სახლის ფანჯრის რაფაზე თქვენსავე დათესილ ხორბალს გაახარებთ. ეს ბარაქის მოზიდვის სიმბოლოდ აღიქმება. ჩინეთში ყველა ოჯახში ახარებენ სახლში ხორბალს. ის, ასევე, ოჯახის შესანარჩუნებლად და მეუღლესთან ჰარმონიული ურთიერთობის დასამყარებლად არის კარგი. ხორბლის ენერგეტიკა, მერწმუნეთ, აუცილებლად დაგეხმარებათ ოჯახური პრობლემების მოგვარებაში. თუ მატერიალური დოვლათის მოზიდვა გსურთ სახლში, მაშინ ხორბლით სავსე ჭურჭელში ჩაყარეთ ხურდა ფული, ცოტა შაქარი დაამატეთ, ასევე, ჩადეთ ერთი ცალი წითელი ვაშლი და დადგით სასტუმრო ოთახში იმ მხარეს, საიდანაც სინათლის სხივი შემოდის. ოღონდ, ეცადეთ, მას უცხო ადამიანის ხელი არ შეეხოს. ვაშლი ნაყოფიერების სიმბოლოდ აღიქმება, შაქარი – ოჯახური სიამტკბილობის, ხურდა ფული – სიმდიდრის, ხოლო ხორბალი – ამ ყველაფრის ერთად. 

 

 

скачать dle 11.3