კალათბურთელის 113 ქულა
ლიბანის საკალათბურთო ლიგის კლუბ „მუტაჰედის” მოთამაშემ, მუჰამედ ელ-აკარიმ ერთ მატჩში 113 ქულის დაგროვება მოახერხა. 27 წლის კალათბურთელმა 59 შესაძლებლობიდან 32 სამქულიანი მოათავსა კალათში. თუმცა, ეს ფენომენალური შედეგი არ აღმოჩნდა საკმარისი გინესის რეკორდების წიგნისთვის, რადგან საკალათბურთო რეკორდი 13 წლის შვედ მატს ვერმელენს ეკუთვნის. მან იუნიორთა ლიგაში ერთ თამაშში 272 ქულის მოხვეჭა მოახერხა. რაც შეეხება ოფიციალურ შეჯიბრებებს, „ფიბას” ეგიდით ჩატარებულ მატჩებში რეკორდსმენი ბელგიელი ედი ტერასია, რომელმაც 1957 წლის ევროპის ჩემპიონატზე ალბანეთის ნაკრებს 63 ქულა ჩაუგდო, ხოლო NBA-ს რეკორდი 1962 წლიდან ხელუხლებელია, – უილტ ჩემბერლენმა ერთ მატჩში 100 ქულა ჩააგდო.