კაროლინა ვოზნიაცკი ამღერდა
დანიელმა ჩოგბურთელმა კაროლინა ვოზნიაცკიმ მუსიკალური კომპოზიცია ჩაწერა. სინგლი „ოქსიგენის” გაყიდვიდან მიღებული თანხა მთლიანად მოხმარდება პოლონეთისა და დანიის პარაოლიმპიურ ნაკრებების დახმარების ფონდს. ვოზნიაცკი სინგლზე კლიპის გადაღებასაც აპირებს და პოლონეთში ამისთვის უკვე მიმდინარეობს წინამოსამზადებელი სამუშაოები. სიმღერამ იმდენად გაიტაცა კაროლინა, რომ მან ამის გამო ჩარლსტონის ტურნირი გამოტოვა და კორტზე დაბრუნება დროებით გადადო.