კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები



თამრიკო ზამთარაძე



კითხვა: როგორც კი აცივდება ხოლმე, განსაკუთრებით კი ქარში, ძალიან მიშრება სახე და ხელები და არანაირი კრემი აღარ მშველის. გთხოვთ, მასწავლოთ რამე ხალხური საშუალება.

პასუხი: მოამზადეთ ნიღაბი ვირისტერფას ნორჩი ფოთლებისგან: ფოთლები კარგად გარეცხეთ, დანაყეთ, დაასხით ცხელი რძე და გააჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში. მერე ეს ფაფისებრი მასა წაისვით სახესა და ხელებზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შემშრალებისთანავე წაისვით შესაბამისი მკვებავი.

ნიღბის პროპორციები: 2 სადილის კოვზ დანაყილ ფოთლებზე 200 მილილიტრი რძე.

კითხვა: ახალგაზრდულ ასაკს გადავაბიჯე. მართალია, სახესა და ყელზე ნაოჭები ჯერ გამოკვეთილად არ მიჩანს, მაგრამ აშკარად ვამჩნევ, რომ კანი მოდუნებული და „მოწყენილია“. რომელ ხალხურ საშუალებას მირჩევთ, კანს ელასტიკურობა და ახალგაზრდული ელფერი რომ დაუბრუნდეს?

პასუხი: კანის გასაახალგაზრდავებლად და ელასტიკურობის დასაბრუნებლად გთავაზობთ ორ ხალხურ რეცეპტს:

1) მაქსიმალურად წვრილად დაჭერით 1 კონა ნიახური, მერე მსუბუქად დანაყეთ, კარგად აურიეთ 3 სადილის კოვზ სოფლის ხაჭოში, წაისვით სახესა და ყელზე და წამოწექით. თვალები დახუჭეთ და ეცადეთ, არ ილაპარაკოთ. რომ შეშრება, მარლის ტამპონით გაიკეთეთ პილინგი, მერე თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი.

ამ ნიღაბს მართლაც საოცარი შედეგი ექნება, თუ მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში ყოველ საღამოს გაიკეთებთ.

2) 1 ცალი საშუალო ზომის სტაფილო გახეხეთ მსხვილ სახეხზე, დაუმატეთ თითო კონა დანაყილი ნიახური და ოხრახუში, 1 სადილის კოვზი მაწონი, 1 კვერცხის გული და კარგად აზილეთ. მიღებული მასა წაისვით სახესა და ყელზე და გაიჩერეთ 20 წუთი. ჩამოიბანეთ გრილი წყლით და წაისვით მკვებავი. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-3-ჯერ 1 თვის განმავლობაში, მერე ჩაანაცვლეთ პირველი ნიღაბი.

შენიშვნა: სტაფილოს წვენის გამო, შესაძლოა, კანმა მსუბუქად გარუჯულის ფერი მიიღოს.

კითხვა: სახეზე მაქვს მშრალი და მგრძნობიარე კანი. რით მირჩევთ გაწმენდას?

პასუხი: მშრალი და მგრძნობიარე კანი ყოველ დილით გაიწმინდეთ წყალგარეულ ცივ (აუდუღარ) რძეში დასველებული ტამპონით (თუ, რა თქმა უნდა, რძეზე ალერგია არ გაქვთ). პროპორცია: 2 სადილის კოვზი რძე + 1 სადილის კოვზი წყალი.

კითხვა: ისევე, როგორც ქალების დიდ ნაწილს, ძალიან ხშირად მიწევს სარეცხის ხელით რეცხვა, რის გამოც ფრჩხილები მიყვითლდება და მექერცლება. რეზინის ხელთათმანს ვერ ვხმარობ. რას მირჩევთ?

პასუხი: თუ სარეცხის რეცხვისას ფრჩხილები გიზიანდებათ და ხელთათმანს ვერ ხმარობთ, ყოველი გარეცხვის წინ ფრჩხილსა და კანს შორის შეიზილეთ ცხიმიანი მალამო ან მცენარეული ზეთი. გარეცხვის შემდეგ კი ხელები კარგად დაიბანეთ, მერე გაიწმინდეთ ფრჩხილები ლიმონის წვენში დასველებული ბამბით, მერე კი ხელებზე წაისვით სპეციალური მკვებავი.

კითხვა: გთხოვთ, მასწავლოთ რამე ხალხური საშუალება ჭორფლის მოსაშორებლად.

პასუხი: ჭორფლის მოსაშორებელ რეცეპტებს ხშირად გვთხოვენ და, შესაბამისად, რამდენჯერმე მოგაწოდეთ ხალხური მეთოდები. ახლა შემოგთავაზებთ კიდევ რამდენიმე ხალხურ რეცეპტს, რომლის შედეგადაც, შესაძლოა, ჭორფლი მთლიანად არ გაქრეს, მაგრამ საგრძნობლად გაბაცდება. იგივე ნაღები და გამწმენდი საშუალებები კარგია პიგმენტური ლაქების მოსაშორებლადაც.

1) ხორცის საკეპ მანქანაში გაატარეთ 10-10 ცალი ისპანახისა და მჟაუნის უმი ფოთოლი, 15 ცალი ცირცელის ფოთოლი და 1 სადილის კოვზი ცირცელის ნაყოფი. მიღებული მასა კარგად აურიეთ 2-3 სადილის კოვზ მაწონში ან კეფირში. ნიღაბი დაიდეთ სახესა და ყელზე და წამოწექით. 25 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ რძით გაზავებული წყლით (პროპორციით 1:1) და შემშრალებისთანავე წაისვით შესაბამისი მკვებავი, რომელსაც წასმის წინ უნდა შეურიოთ 2-3 წვეთი ლიმონის წვენი.

2) ჭორფლიანი სახის გასაწმენდად კარგია 2 ჩაის ჭიქა ვარდის წყალში გარეული ნახევარი ჩაის კოვზი ნიშადურის სპირტი. ამ ხსნარით სახე გაიწმინდეთ დილა-საღამოს და მხოლოდ ამის შემდეგ წაისვით მკვებავი ან გაიკეთეთ მაკიაჟი.

3) ჭორფლიანი სახის გასაწმენდად მოამზადეთ შემდეგი ხსნარი: ნახევარი ჩაის ჭიქა რძეში შეურიეთ 1 სადილის კოვზი უმი რძის ნაღები, 1 ცალი ლიმონის წვენი, 1 სადილის კოვზი ოდეკოლონი ან არაყი, 1 ჩაის კოვზი კარგად დანაყილი თეთრი შაბი. ეს ყველაფერი კარგად ასრისეთ და მიღებულ სითხეში დასველებული ბამბით კარგად გაიწმინდეთ ჭორფლიანი ადგილები. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით შესაბამისი მკვებავი, რომელსაც წინასწარ უნდა შეურიოთ რამდენიმე წვეთი ლიმონი.

4) თუ არ გაქვთ ის კომპონენტები, რომლებიც საჭირო ნიღბის ან ხსნარის დასამზადებლად არის საჭირო, შეგიძლიათ ცოცხალი კიტრის წვენში შეურიოთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი ან ცოტაოდენი მაწონი და მოიწმინდოთ პრობლემური ადგილები.


скачать dle 11.3