შეიკის მორიგი შედევრი
კრიშტიანუ რონალდუს საცოლემ, რუსმა სუპერმოდელმა ირინა შეიკმა მორიგ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და თავისი სილამაზით ამჯერადაც მოხიბლა მსოფლიო. ფოტოსესია ესპანური მარკის არაფრით გამორჩეული ფეხსაცმლის რეკლამირებისთვის მოეწყო და შეიკს კვლავ ნახევრად შიშველს მოუხდა პოზირება. ფოტოების უმეტესობამ, რა თქმა უნდა, ისევ გაუსვა ხაზი ირინას სილამაზეს და სექსუალურობას. საინტერესოა, რომ ბრიტანელმა ბლოგერებმა შეიკს უნიკალური გოგო უწოდეს და „გენეტიკურ შედევრად” მოიხსენიეს. ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ „გენეტიკური შედევრი” ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მადრიდის „რეალის” ვარსკვლავის მეუღლე გახდება.