მორიგი სკანდალი იტალიურ ფეხბურთში
გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის ბრალდებით, კიდევ ერთი იტალიელი ფეხბურთელი დააკავეს. ამჯერად საუბარია „ატალანტას” მცველზე, ანდრეა მაზიელოზე. სამართალდამცველების თვალთახედვის არეში ის 2011 წლის მაისიდან მოექცა და მას გარდა, საქმეში კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი ფიგურირებს. თუმცა მათ გვარებს გამოძიება არ ახმაურებს. იტალიაში მედია და თავად ფეხბურთელებიც აღარ მალავენ იმ ფაქტს, რომ ფეხბურთი კორუფციითა და ჩაწყობილი თამაშებით დაავადდა. პოლიციას კი ძალიან უჭირს ყველაფერ ამასთან გამკლავება.