699 მილიონი რუსეთს „ფიფასგან“
მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის ორგანიზებაზე მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, „ფიფამ“ რუსეთის მხარეს 699 მილიონი დოლარი გამოუყო. აღსანიშნავია, რომ რუსეთის სპორტის მინისტრი ვიტალი მუტკო აცხადებდა, საორგანიზაციო კომიტეტის ბიუჯეტისთვის საჭირო თანხა 800 მილიონი ევროაო, თუმცა „ფიფამ“ სხვაგვარად განსაჯა და მხოლოდ 699 მილიონი დოლარი გამოყო.