კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტფილისის რომელ დუქანში სცემეს ალექსანდრე ყაზბეგი და რომელ სასტუმროში დაასრულა მუშაობა აკაკი წერეთელმა რომანზე „ბაში-აჩუკი“

1934 წელს, გასაბჭოებული საქართველოს სათავეში მოსულმა ლავრენტი ბერიამ მაშინდელ ზაკფედერაციისა და ამჟამინდელ თავისუფლების მოედანზე არსებული თამამშევის ქარვასლის შენობის დანგრევისა და მოედნის სივრცის გათავისუფლების ბრძანება გასცა. იტალიელი არქიტექტორის, ჯოვანი სკუდიერის მიერ აშენებული და მე-19 საუკუნის ტფილისის მშვენებად წოდებული ქარვასლა-თეატრის ისტორიული შენობა კომუნისტებმა მიწასთან გაასწორეს. მის ადგილზე კი მარმარილოს ტრიბუნა ააგეს. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ არაერთმა ათეულმა წელმა განვლო, თამამშევის ქარვასლის ისტორია დღემდე თბილისელებისთვის საინტერესო თემაა. რადგან ამ შენობას არაერთი საინტერესო და ისტორიული ფაქტი უკავშირდება. მხატვარ გოგა ქართველიშვილთან ერთად, ტფილისის ძველი ფოტოების დახმარებით, ქარვასლის წარსულში ვიმოგზაურეთ.

 

– საოპერო თეატრის დაწვის შემდეგ, თბილისურ საზოგადოებას რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, აღედგინა ოპერის შენობა. თამამშევმა უარი განაცხადა ხელახლა გამოეყო ფული ოპერის ასაშენებლად. თანაც, იმ დროისთვის ოპერის აშენების მთავარი ინიციატორი, გრაფი ვორონცოვი ცოცხალი აღარ იყო და თამამშევს ვერავინ დააძალა ფული ჩაედო ამ საქმეში. ერევნელი სომხებიც ეხვეწებოდნენ, ჩვენთანაც ააშენე მსაგვსი ოპერა ან ფულით დაეხმარე წარმატებულ სომეხ ახალგაზრდობას კულტურის ამბავშიო, მაგრამ კულტურული ცხოვრება თამამშევს არ აინტერესებდა. მისი მთავარი ამოცანა იყო, ფინანსური მოგება მიეღო და სწორედ ამის გამო აღარ აღადგინეს ოპერა. სამაგიეროდ, აღადგინეს მაღაზიები და დუქნები. 

– ქარვასლის შენობის შესასვლელს ლითონის გრიფონები ამშვენებდა?

– გრიფონი სულ ოთხი ცალი იყო. ორი იდგა ამჟამინდელი სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტის” მხარეს და შტაბის შენობას უყურებდა. დანარჩენი ორი კი პუშკინის ქუჩის მხარეს იდგა. ეს გრიფონები ქარვასლის დანგრევის შემდეგ მოხსნეს და გმირთა მოედანზე გადაიტანეს.  მდინარე ვერეზე იყო პატარა ხიდი და ვარაზისხევის კუთხეში ეს ორი გრიფონი იდგა. დანარჩენი ორი გრიფონი ქარვასლის დანგრევის შემდეგ გაუჩინარდა და დღემდე უცნობია, სად წაიღეს. შესაძლოა, გადაადნეს კიდეც. გმირთა მოედნის გაფართოების შემდეგ, დაახლოებით 70-იან წლებიდან, ეს გრიფონები სიონის ეკლესიასთან გადაიტანეს და იქ დადგეს. კარგა ხანს იდგა იქ ეს ორი გრიფონი, დროთა განმავლობაში საღებავიც გადაუვიდა, მერე ზოგი ნაწილი დაიკარგა, ფრთები მოტეხეს, ფაქტობრივად, ცარიელი ჩონჩხი დარჩა. სულ ახლახან, კი ქალაქის მთავრობამ რეაბილიტაცია ჩაუტარა ამ გრიფონებს და თავისუფლების მოედანზე, ძველი მერიის წინ, თავის ისტორიულ ადგილზე დააბრუნა, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ძველ ფოტოებზე კარგად ჩანს, რომ თეატრის არსებობის პერიოდში ამ გრიფონებს თავზე ლამპები ჰქონდა დამაგრებული, თუმცა ხანძრის შემდეგ ეს ლამპები მოხსნეს. 

- ილია ჭავჭავაძის ცნობილი ფოტო მაქვს ნანახი, რომელიც ქარვასლის ფონზეა გადაღებული.

– ზუსტად უცნობია, რომელ წლებშია გადაღებული ილია ქარვასლის ფონზე. მოგეხსენებათ, 1907 წელს ილია მოკლეს და სავარაუდოდ, მეოცე საუკუნის დასაწყისი უნდა იყოს, ან უფრო ადრინდელი პერიოდი. იმ დროს იქ მხოლოდ დუქნები და მაღაზიები იყო. 

– ქარვასლის დუქნებიდან, რომელი იყო ყველაზე ცნობილი? 

– „ტილიპუჭურას” დუქანი, რომლის სახელს რამდენიმე საინტერესო ისტორია უკავშირდება. დადასტურებული ამბავია, რომ სტალინი და კამო სწორედ ამ დუქნიდან გამოვარდნენ და თავს დაესხნენ კავკასიის ფოსტის ეტლს, რომელსაც  ფული გადაჰქონდა. ამ ძარცვას საუკუნის ძარცვა უწოდეს, რადგან გაიტაცეს 2 მილიონი რუბლი. ეს იმ დროის მსოფლიოში უპრეცედენტო ძარცვა გახლდათ, რადგან სტალინმა დაახლოებით საქართველოს მაშინდელი ბიუჯეტის თანხა მთლიანად გაიტაცა და ლენინს ჩაუტანა. „ტილიპუჭურას” მფლობელი იყო ვინმე არტემ ქამელოვი, სომეხი მედუქნე. მაშინდელ ტფილისში ის იაფი და ძალიან პოპულარული დუქანი იყო. უამრავი ადამიანი გახლდათ ამ დუქნის, სტუმარი, მათ შორის პოლიცმეისტერები. დუქანს თავისი სასტუმრო ჰქონდა, სადაც დასავლეთ საქართველოდან ჩამოსული ქალაქის სტუმრები ჩერდებოდნენ. იაფიანი კი იყო დუქანი, მაგრამ კეთილმოწყობილი. კარგა ხანს აკაკი წერეთელი გახლდათ გაჩერებული ამ სასტუმროში. მან იქ რამდენიმე თვე იცხოვრა და ამბობენ, სწორედ აქ დაასრულა რომანის, „ბაში-აჩუკის” წერაო. იმასაც ამბობენ, წერეთელი ფულს არ უხდიდა მედუქნეს და ბოლოს რის ვაი-ვაგლახით, სხვების შეგროვილი ფულით გაუსტუმრა  ქამელოვს ვალიო. კიდევ ერთი ისტორია: ალექსანდრე ყაზბეგი „ტილიპუჭურას” დუქანში, მავან ყმაწვილკაცებს მაგრად უცემიათ, ცუდი სიმთვრალე ჰქონია და ამის გამო. ქარვასლაში კიდევ ერთი ცნობილი დუქანი იყო, სახელად „ფანტაზია”. თუმცა, თბილისში ამ სახელწოდების, რესტორანი იყო კოჯრის გზაზე. სამწუხაროდ არც ქამელოვის და არც „ტილიპუჭურას” დუქნის ინტერიერის ფოტო არ არსებობს. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ფიროსმანს თავის ფერწერაში ამ დუქნის ინტერიერი ჰქონდეს გამოყენებული. ფიროსმანი ნამდვილად ნამყოფი იქნებოდა ამ დუქანში.

- დუქნების გარდა, უამრავი მაღაზია იყო ქარვასლაში. ძირითადად რა იყიდებოდა? 

- პროდუქტი არ იყიდებოდა, უფრო ტანსაცმელები, ფეხსაცმელები. საოცარი შენობა იყო. არსებობს ქარვასლის შიდა ინტერიერის ერთადერთი ფოტო, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ იყო ის შიგნიდან მოწყობილი. ცნობილია მაღაზიების მფლობელთა ჩამონათვალი: ავეტისიანი, ალიხზანოვი, ანდრიასოვი, ბაღდასაროვი, ბერიძე, ერამოვი, ტერ-გუკასოვი, ზედგენიძე, კოვალიოვი, ელიზი, ყაზაროვი, კონდახჩევი, მურადოვი, ნერსესოვი, ტიევი, სუღინოვი, ტერ-აბრამოვი, ძმები ხარაზოვები, ძმები იარალოვები. მათი იყო საგალანტერეო მაღაზიები. ასევე იყო: დოღონიძის, იოსიფოვის, ნასიბოვის, ტერ-ავეტისიანისა და შიოშვილის ქალთა ტანსაცმლის მაღაზიები და რაბინოვიჩის ოქროს ნაკეთობათა საიუველირო მაღაზია. იქვე იყო სხვადასხვა სახელოსნო, იყვნენ მეწაღეები, მკერავები და სხვა. 

- მახსოვს, როდესაც მოედანზე შადრევანს აკეთებდნენ, გათხრების დროს ქარვასლის სარდაფები გამოჩნდა.

- სანამ ზურაბ წერეთლის მონუმენტს დადგამდნენ მოედნის ცენტრში, იქ იყო შადრევანი და გათხრის დროს მუშებმა თავი ახადეს ქარვასლის დაკონსერვებულ სარდაფებს. შესაძლოა, იგივე „ტილიპუჭურას” დუქნის კედლები ახლაც მოედნის ქვეშაა. დუქნის დანიშნულება ხომ ის იყო, რომ დაბლა უნდა ჩასულიყავი და არა შესულიყავი. გათხრების დროს რამდენჯერმე მივედი იქ და როდესაც შიგ ჩავიხედე და ეს ძველი კედლები ვნახე, წარმოვიდგინე, იმ დროის ქარვასლა. კარგი იქნებოდა, ეს სარდაფები შუშით გადაეხურათ, განათება გაეკეთებინათ და როგორც მუზეუმი ისე მოეწყოთ. თუმცა, დღეს ეს შეუძლებელია, რადგან მოედანზე წმიდა გიორგის უზარმაზარი მონუმენტი დგას.

 

 

скачать dle 11.3