კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჰიპერტონიისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს ლიმონით უმკურნალეთ


ლიმონი ეფექტურია ბევრი დაავადების სამკურნალოდ, რადგან ააქტიურებს ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.

ლიმონი ასევე, შესანიშნავი პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალებაცაა. მისი წვენი, როგორც ნატურალური, ასევე წყალში გაზავებული, ებრძვის სხვადასხვა დაავადების გამომწვევ ვირუსს. გრიპის შემთხვევაში კი ლიმონი სიცხის დამწევი უებარი საშუალებაა, რადგან ის ხელს უწყობს კანის ფორებიდან შხამების გამოყოფას. ლიმონი ასევე კარგია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს. მას ტონუსის ამაღლებაც შეუძლია.

ლიმონი C ვიტამინით არის მდიდარი. მასში შემავალი ასკორბინის მჟავა კარგად შეერწყმის P ვიტამინს, რომელსაც „გამტარობის ვიტამინსაც“ ეძახიან. სუსტი სისხლძარღვების გამაგრება შესაძლებელია ორგანიზმში C და P ვიტამინების ერთდროული მიღებით.

ლიმონს შეუძლია, ადამიანის ორგანიზმი ავიტამინოზისგან, ინსულტისგან, ინფარქტისგან, ვენების ვარიკოზული გაგანიერებისა და სხვა სერიოზული და საშიში დაავადებებისგან დაიცვას. C და P ვიტამინები, ასევე, გვიცავს ნაადრევი სიბერისგან, რადგან ის ააქტიურებს კოლაგენის გამომუშავებას. ეს უკანასკნელი კი კანის სიგლუვესა და ელასტიკურობას გვინარჩუნებს, ამაგრებს შემაერთებელ ქსოვილებს და ხელს უწყობს უჯრედების სწრაფ აღდგენას.

ჰიპერტონიისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს, შეგიძლიათ, გამოიყენოთ შემდეგი სამკურნალო საშუალება: ხორცის საკეპ მანქანაში გაატარეთ ნახევარი კილოგრამი ლიმონი კანიანად, ნახევარი კილოგრამი ასკილი და ნახევარი კილოგრამი შტოში. დაუმატეთ ნახევარი კილოგრამი თაფლი. კარგად აურიეთ ყველაფერი ერთმანეთში და გააჩერეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში. შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ ერთი სადილის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

სტენოკარდიის დროს ნახევარ კილოგრამ ნატურალურ თაფლში შეურიეთ ორი ლიმონისა და ორი ტოტი ალოეს წვენი. ერთი კვირა შეინახეთ მაცივარში. ამის შემდეგ კი, მიიღეთ ერთი სადილის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე.

გაციების, ანგინის და ძლიერი ხველების დროს, ნახევარ ლიმონის წვენს შეურიეთ ერთი სადილის კოვზი თაფლი და მიიღეთ საათში ერთხელ. ლიმონი ამოსახველებელი ეფექტური საშუალებაა ამ დროს, თაფლი კი ხველებას ებრძვის.

ლიმონი მოგიხსნით დაღლილობის შეგრძნებასაც. კარგად დასრისეთ ლიმონის ქერქი და იყნოსეთ მისი არომატი. ხოლო თუ კანზე პიგმენტური ლაქები გაგიჩნდათ, ყოველ დილა-საღამოს გაიწმინდეთ კანი ლიმონის ახალგამოწურული წვენით. ლაქები გაუფერულებას დაიწყებს.


скачать dle 11.3