კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო დაენგრა პირადი ცხოვრება ბულატ ოკუჯავას და რა იქცა მისთვის საშინელ ტრაგედიად

კომუნისტურ სივრცეში ის ნამდვილი რევოლუციონერი იყო. უამრავი თაყვანისმცემლის, დაფასებისა და იმის მიუხედავად, რომ მისი როგორც მწერლისა და კომპოზიტორის ლექსები სიმღერები ოთხმოცამდე ფილმშია გამოყენებული, ოფიციალური კრიტიკა მაინც გმობდა ოკუჯავას სიმღერებს, რადგან ისინი „არ გამოხატავდა გმირი საბჭოთა ახალგაზრდობის მისწრაფებებსა და განწყობილებებს”. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მან ბევრი იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, 1995 წლის 23 ივნისს კი, მისი უკანასკნელი კონცერტი შედგა იუნესკოს შტაბ-ბინაში, პარიზში. 

 

ლევან გურიელიძე: ბულატ ოკუჯავას გვარი, გენეალოგია იმ ოკუჯავებისგან მოდის, ვინც ჩვენი ქვეყნის დამანგრეველთა რიგებში იყო. ბულატის მამა-ბიძები ოთხი ძმანი იყვნენ. მისი ბიძა, ვლადიმერ ოკუჯავა, იმავე „პლომბირებული” ვაგონით მოდიოდა რუსეთში შვეიცარიიდან, რომლითაც ლენინი მოჰყავდათ. რაც ნიშნავს, რომ ეს კაცი ლენინის გვერდით იყო. ბულატის ბიძები – ნიკოლოზი და მიხეილი, მეთერთმეტე არმიის მოწინავე რიგებში იყვნენ, როცა საქართველოში შემოვიდნენ. ბულატის მამა, შალვაც, რა თქმა უნდა, ძმების თანამოაზრე გახლდათ, რომელიც მოგვიანებით დახვრიტეს. ისინი რუსეთის იდეური შვილები იყვნენ, რომელთა დიდი სურვილი იყო საქართველოს რუსეთთან შეერთება. ბულატის დედა სომეხი იყო – აშხენ ნალბანდიანი, რომელსაც ასეთი თვისება ჰქონდა – როგორც კი მის წინ ვინმე ქართულად იწყებდა ლაპარაკს, ის წამსვე აწყვეტინებდა და ამბობდა – მოდი, ილიჩის ენაზე ვილაპარაკოთო. ასეთ ოჯახში გაზრდილი ბულატი ენობრივად და მენტალურად ქართველი ნამდვილად არ იქნებოდა. 

– სახელიც არაქართული ჰქონდა.

– მშობლებს მისთვის დორიანის დარქმევა ნდომებიათ, ოსკარ უაილდის სიყვარულით და დიდხანს ფიქრობდნენ ამაზე. შემდეგ კი ისევ კომუნისტურმა სახელმა გადაწონა. ბულატიც, ისევე როგორც სტალინი, ლითონია და აქედან მომდინარეობს მისი სახელიც. 

– თუმცა ის ტიპურ კომუნისტად ნამდვილად არ ჩამოყალიბებულა.

– ბულატის პიროვნებაზე ერთი შემიძლია ვთქვა – გაორებული კაცი იყო. გაორებული იყო ეროვნებით სომეხ-ქართველი, რასაც ემატებოდა ებრაული სისხლიც. შინაგანად ის თავისუფალი ადამიანი იყო და მისი გაორება იწყებოდა, როდესაც კომუნიზმსა და შემოქმედებით თავისუფლებას შორის ჭიდილი იწყებოდა. ერთი მაგალითი მინდა, მოვიყვანო: ვიღაცას ერთხელ უთქვამს პირსისხლიანი კიროვიო და ბულატს უპასუხია, როგორ ბედავ ასეთი რაღაცეების თქმას კიროვზე, მასზე დედაჩემი მხოლოდ კარგს ამბობდაო. მწერალი, რომელიც რევოლუციურ ნაწარმოებებს ქმნიდა, რომელმაც დაწერა ნაწარმოები „დილეტანტის მოგზაურობა”, კბილებით იცავს კიროვს. „დილეტანტის მოგზაურობა” მართლა ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს. აქ ბულატ ოკუჯავა წარმოჩინდა როგორც ნამდვილი ქართველი, ნამდვილი ხელოვანი, ნამდვილი მსოფლიო მოქალაქე. ეს იყო ამირან ამილახვრის მიერ პირველ პირში მოთხრობილი ნაწარმოები, სადაც პლასტებში საკუთარი ბიოგრაფია აქვს ჩადებული. „დილეტანტის მოგზაურობა” შეგვიძლია შევადაროთ ოთარ ჭილაძის „ყოველმან ჩემმან მპოვნელმანს”. არაჩვეულებრივ ბედნიერ წუთებს მოგიტანთ ამ ნაწარმოების წაკითხვა. ერთი სიტყვით, ამ დიდ გაორებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ქართველობას. ეროვნებას ოკუჯავას ისე უხსენებდნენ როგორც, ვთქვათ, ბორის აკუნინს. ანუ, ეს თითქოს მისი მინუსი იყო. ის ამბობდა: „ქართველობას მაშინ მიხსენებენ, როდესაც რაიმე ცუდის თქმა უნდათ”.

– ბორის აკუნინი თვითონ აურყოფს ქართველობას და სულ ამბობს, რომ ის რუსია. 

– აი, ეს არის მათ შორის განსხვავება. გია დანელია და ბულატ ოკუჯავა ასე არ ფიქრობდნენ. მართალია, სამივე ამბობდა, რომ მაშინ უხსენებენ ქართველობას, როდესაც სიგლახის თქმა უნდათო, მაგრამ ამ ორი უკანასკნელის შემთხვევაში, ისინი სულ გაორებული იყვნენ რუსეთ-საქართველოს შორის. ერთი რუსი კრიტიკოსი წერდა, რომ ოკუჯავას შემოქმედებაში საქართველო სულ წარმოჩნდება მისთვის როგორც სასიამოვნო ნავსაყუდელი, გასაქცევი ადგილიო. გაორება ეროვნული, პიროვნული, პოლიტიკური – ეს ბულატის პირვნება იყო. ის მერყეობდა დემოკრატებსა და კომუნისტებს შორის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი დაიწყო ლექსების გამღერება, რომელიც საბჭოთა იდეოლოგიას ატარებდა და პარალელურად, ადამიანური თავისუფლების წყურვილს გამოხატავდა. ეს ყველაფერი ერთმანეთს აწყდება, ბორგავს და ბორგვაში გადის მთელი მისი ცხოვრება.

– მათ შორის პირადიც?

– ინტიმურ ცხოვრებას რაც შეეხება, წყნარი და დალაგებული ეს მხარეც არ იყო. პირველ ცოლს გაეყარა და მეორე მოიყვანა. შვილი დაეღუპა თავის სიკვდილამდე ექვსი თვით ადრე. ის ნარკოტიკების მომხმარებელი იყო და ბულატი ამას საშინლად განიცდიდა. რამდენადაც ვიცი, ბულატს რუსეთის პირველი არხის წამყვანთან, ვალენტინა ლეონტიევასთან – თუ გახსოვთ, თოჯინებით მიჰყავდა გადაცემა,  ჰქონდა შორეული ფლირტის თუ რომანის მსგავსი. მაგრამ, ლეონტიევას სხვა, უფრო მომგებიან კანდიდატურაზე შეუჩერებია არჩევანი. ცნობილია, რომ სიკვდილამდე, უკანასკნელ დღეებში მეუღლემ ბულატი მონათლა და აზიარა. 

– რაც შეეხება შემოქმედებას, მის სიმღერებს, რომელიც დღესაც ძალიან პოპულარულია.

– 1956-დან 1965 წლამდე იყო მისი „ზვიოზდნი ჩას”, როდესაც წარმოუდგენელი წარმატება ჰქონდა როგორც რუსეთში, ისე საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე. მისი ლექსები სიმღერის გარეშე წარმოუდგენელი იყო და სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ეგრეთ წოდებულ, ბარდს. ის იყო პირველი ბარდი, რომლის შემდეგაც წამოვიდა ის, რაც უკვე მოდად იქცა. ოკუჯავა აღარც ახსოვდათ, როდესაც წამოვიდა ვისოცკი, გალიჩი, როზენბაუმი... ისინი კი არც იქნებოდნენ, რომ არა ოკუჯავა. ბარდები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამღერებდნენ საკუთარ ლექსებს. მათი მუსიკა ძალიან პრიმიტიული, მაგრამ სასიმოვნოა. ეს პოპულარობა იზრდებოდა და იზრდებოდა. როცა „დილეტანტის მოგზაურობა” წავიკითხე, ძნელად დავაკავშირე, რომ ამ ბარდს, რომელიც ცალხმა სიმღერებს მღეროდა, შეეძლო ასეთი დონის ნაწარმოები დაეწერა. მართლა მეხის გავარდნას ჰგავდა. ოკუჯავას ძალიან ცნობილი სიმღერაა „გრუზინსკაია პესნია”, სადაც ის საქართველოზე მღერის. ბულატი ერთდროულად ზენაარისგან სასჯელსაც მოელის და თვისტომელთაგან პატიებასაც ითხოვს. ამ ლექსშიც, ისევე როგორც მთელ მის შემოქმედებაში, სულ არის მარტივისა და რთულის შერწყმა. ერთი ფრაზა აქვს – „დაე, იმღეროს ჩემთვის ჩემმა დალიმ”. ყოველთვის მეგონა, რომ დალიში ნადირობის ქალღმერთს გულისხმობდა. სინამდვილეში კი, დალი ყოფილა რეალური ქართველი ქალბატონი, მისი დიდი ხნის თაყვანისმცემელი, რომელიც ყველგან თან დაჰყვებოდა. ის სულ ახსენებდა ბულატს თავის ქართველობას. ბულატ ოკუჯავას შემოქმედება ძალიან ღრმა და თან, იოლად გასაგებია. 

 

 

скачать dle 11.3