კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მეოცე საუკუნის 20-იან წლებში სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდნენ: ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, მიხეილ ჭიაურელი, ქეთევან მაღალაშვილი, ელენე ახვლედიანი... ქართველ მხატვართა სწორედ ამ საუკეთესო თაობას ეკუთვნოდა შალვა ქიქოძეც. ჩვენი რესპონდენტი, ხელოვნებათმც

 

– დიდი სურვილი მქონდა, შალვა ქიქოძე აქტიურად შემოსულიყო ქართულ ცნობიერებაში, რადგან, ეს ის მხატვარი იყო, რომელიც ტოლს არ უდებდა მისი თაობის სხვა წარმომადგენლებს თავისი ძალიან საინტერესო ნამუშევრებით. მე საშუალება მომეცა, მომეძიებინა შალვა ქიქოძის შესახებ საარქივო მასალები, მისი ბევრი ტილო, რომლებიც დაცულია როგორც კერძო კოლექციებში, ასევე, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშიც. 

როგორც ლადო გუდიაშვილი იხსენებს, შალვა ქიქოძე იყო მაღალი, გამხდარი, ლამაზი მამაკაცი, იმდენად ლამაზი, რომ ქალები მუდამ შეყვარებულები იყვნენ მასზე, მიუხედავად იმისა, რომ მარჯვენა ხელი გაფუჭებული ჰქონდა. ამიტომ მარცხენა ხელით ხატავდა, ანუ, ცაცია იყო. მაგრამ, ამას ვერ იგრძნობთ მის ნახატებში.

– თქვენ ქალბატონები ახსენეთ. ვინ იყვნენ ისინი, ვინც შალვა ქიქოძეს ეტრფოდნენ?

– შალვა ქიქოძეს მოტრფიალე ქალბატონები არ აკლდა, მათ შორის იყო ნადეჟდა ბუზოღლი, იმ პერიოდში ძალიან ცნობილი ქალბატონი, რომელსაც ზაქარია ფალიაშვილმა უძღვნა თავისი ოპერა „აბესალომ და ეთერი”. ამის გარდა, ახალგაზრდა შალვას მოსწონდა და გრძნობითვე პასუხობდა მას ვინმე კონსტანტინოვიჩის ქალი. ჩვენ ძალიან გვაინტერესებდა მისი პიროვნების დადგენა, რადგან ქიქოძე მას ბევრ წერილში ახსენებს. არსებობს შალვას მიერ შესრულებული მისი პორტრეტიც. აშკარად ლამაზი ქალბატონია, ნაზი და გამორჩეული. სამწუხაროდ, ვერ დავადგინეთ მისი ვინაობა. გარდა ამისა, მის ცხოვრებაში არსებობდა სრულიად ახალგაზრდა ქალბატონი – მარინა, რომელიც მომავალში გახდა იტალიელი ელჩის, ბუზონის ცოლი. 

– ოჯახი არ ჰქონია შალვა ქიქოძეს? 

– არა. ის ხომ 27 წლის ასაკში გარდაიცვალა!

– ქალბატონო ირინე, რატომ ჰქონდა მხატვარს მარჯვენა ხელი დაზიანებული? 

– ამასთან დაკავშირებით არსებოს ორი ვერსია, უფრო სწორად გახსენება. პირველი ეკუთვნის მხატვრის ბიძაშვილს ცნობილ მწერალს გერონტი ქიქოძეს, რომელიც ამბობს, რომ შალვა 2-3 წლის იყო, როდესაც დამბლა დაეცა ხელზეო. ხოლო, გერონტის დის, ნატალიას თქმით, ეს არ დაემართებოდა შალვას, დედის ავადმყოფობის გამო მისთვის მიჩენილ გადიას ხელიდან რომ არ გავარდნოდაო. 

– სად დაიბადა და გაიზარდა შალვა ქიქოძე?

– შალვა ქიქოძე წარმოშობით გურიის სოფელ ბახვიდან გახლდათ. დაახლოებით 10 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი თბილისში დამკვიდრდა. სახელმწიფო უნივერსიტეტის ადგილას იმხანად სათავადაზნაურო გიმნაზია იყო განთავსებული, სადაც შალვა ქიქოძე სწავლობდა. უკვე ამ პერიოდიდან იგი იმდენად კარგად ხატავდა, რომ სასწავლებელში ცაკლე სახელოსნოც კი გამოუყვეს. 

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ იგი მიემგზავრება მოსკოვში და იურიდიულ ფაკულტეტზე შედის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტში, სადაც მასთან ერთად სწავლობდა ცნობილი მწერალი სერგო კლდიაშვილი, დავით კლდიაშვილის ვაჟი. მე თავის დროზე ჩავიწერე მისი ეს მოგონებები. შალვა ქიქოძემ, როგორც ნიჭიერმა მხატვარმა მოსკოვში მალე გაითქვა სახელი. ის ცნობილი თეატრალური ჟურნალისთვის აკეთებდა ჩანახატებს „შალიკოს” ფსევდონიმით. ამას გარდა, მოღვაწეობდა ნიკიტა ბალიევის თეატრალურ სტუდია-კაბარე „ღამურასთან”. აქ მას გაფორმებული ჰქონდა რამდენიმე სპექტაკლი. 

– როგორ გრძელდება შალვა ქიქოძის ცხოვრება საქართველოში დაბრუნების შემდეგ?

– საქართველოში დაბრუნებული შალვა დიმიტრი შევარდნაძის მიერ დაარსებულ ქართველ ხელოვანთა საზოგადოების აქტიური წევრი ხდება. შემდეგ ის, ლადო გუდიაშვილთან და დავით კაკაბაძესთან ერთად, მიემგზავრება ექსპედიციებში და ჩვენი ეკლესია-მონასტრების ფრესკების ჩანახატებს აკეთებს; პარალელურად მუშაობს გიორგი ჯაბადარის სტუდიაში როგორც თეატრალური მხატვარი. ის უკვე ცნობილი სახეა თბილისში და, სწორედ ამიტომ, მომავალში, ქართველ ხელოვანთა საზოგადოების გადაწყვეტილებით, ლადო გუდიაშვილი, შალვა ქიქოძე და დავით კაკაბაძე ერთად მიემგზავრებიან პარიზში სახელმწიფო სტიპენდიანტებად. 

ეს არის 1920 წელი. პარიზში ქიქოძე ფრანგულ ენასა და იქაურ მხატვრობას ეუფლება და, თქვენ წარმოიდგინეთ, მაინცდამაინც არ არის კმაყოფილი მაშინდელი თანამედროვე ფრანგული მხატვრობით, ზოგადად იმდროინდელი ფრანგული კულტურით და აღფრთოვანებას გამოთქვამს ძველი პარიზით, იმით, რაც სიძველეებთანაა დაკავშირებული. უფრო სწორად არ მოსწონს სოციალური ფონი, რომელიც მას პარიზში დახვდა. ერთგან წერს კიდეც: აქ უფულოდ ძაღლიც არ დაგიყეფსო. 

შალვა ქიქოძე პარიზშიც ახლო ურთიერთობაშია თეატრთან. იქ მას ცნობილ რეჟისორებთან: დიულენთან, ჟან კოკტოსთან, ლენორმანთან, თავისი თანამემამულე – ვასო ყუშიტაშვილი აკავშირებს. 

– ქართველებთან როგორი ურთიერთობა ჰქონდა ევროპაში გამგზავრებულ მხატვარს?

– თქვენ იცით, რომ მსხვილი მაგნატი იყო აკაკი ხოშტარია. მაშინ იშვიათობა იყო მდიდარი ქართველები, თანაც – უცხოეთში. არსებობს ხოშტარიასადმი ქიქოძის მიწერილი წერილი, სადაც აღნიშნავს: საქართველოში აუცილებლად უნდა გაიხსნას ევროპული ხელოვნების აკადემია. ამისთვის საჭიროა, რომ თქვენ შეიძინოთ ევროპული მხატვრობის შესანიშნავი ნიმუშები. ოღონდ, ამ შეძენის დროს თქვენი კერძო გემოვნებით არ იხელმძღვანელოთო... 

არსებობს სამივე სტიპენდიანტის მიერ შედგენილი წერილიც, ემიგრაციაში მყოფი მენშევიკური მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის, ევგენი გეგეჭკორის სახელზე, სადაც ნათქვამია: აუცილებლად დაგვაფინანსეთ, რომ ჩვენ აქ, პარიზში, აუცილებლად მოვაწყოთ გამოფენა, და აქაურებს ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ წერილმა მომავალში ნამდვილად გამოიღო, ნაყოფი, თუმცა, ამას შალვა ვერ მოესწრო. ერთადერთი მოეწყო – დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილისა და შალვა ქიქოძის ნამუშევრების გამოფენა „ლა ლიკორნის”  გალერეაში, რომელსაც დიდი რეზონანსი ჰქონდა და ნახატების უმრავლესობა გაიყიდა. მიღებული თანხით შალვა გერმანიაში გაემგზავრა.

მას სურდა, ევროპა შემოეარა და სამშობლოში დაბრუნებულიყო, რადგან მისი სტიპენდიანტობა უკვე დასასრულს უახლოვდებოდა სამწუხაროდ, გერმანიაში ყოფნისას შალვა ქიქოძეს ჭლექი აღმოაჩნდა – თურმე, ის უკვე დაბუდებული იყო მის ფილტვებში: ახალგაზრდა მხატვარს შვარცვალდის ტყეებში მოულოდნელად სისხლი წასკდა. იგი საავადმყოფოში წვება. ურჩევენ, რომ გაიკეთოს პნევმოტორაქსი (დაკირვა). შალვა მართლაც, ასე მოიქცევა. სხვათა შორის, ეს ძალიან ძვირად ღირებული ოპერაცია იყო, მაგრამ, როდესაც გერმანელმა პროფესორმა შეიტყო, რომ მისი პაციენტი  მხატვარი საქართველოდან იყო, და არ ჰქონდა საკმარისი თანხა ოპერაციის დასაფინანსებლად, ნახევარ ფასად დათანხმდა ოპერაციის გაკეთებას და თქვა: ისე გამოართვით, როგორც ჩვენს ადგილობრივ გერმანელებსო. შალვა ქიქოძეს გერმანიაში მყოფმა ქართველმა სტუდენტებმა გაუწიეს დახმარება. 

ოპერაციის შემდეგ მხატვარი ძალიან კონფიდენციალურ წერილს სწერს დავით კაკაბაძეს: „დავით, მარტო შენ გწერ ამ წერილს და არავინ არ უნდა შეიტყოს ამის შესახებ. ერთი ფილტვი ჩამიკირეს და, იმედი მაქვს, მეორეზე არ გადამივა ავადმყოფობა. ბოლოს და ბოლოს, ერთი ფილტვითაც ხომ შეიძლება სიცოცხლე და, ალბათ, დავბრუნდები ჩემს სამშობლოში...” 

შალვა ქიქოძე გარდაიცვალა ოპერაციის გაკეთებიდან რამდენიმე დღეში, ფრაიბურგში. დაკრძალეს იქვე.

 

 

скачать dle 11.3