კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მზეთუნახავი

რაც ზემოთ – მით ცოტა

 

საყოველთაოდაა ცნობილი, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ცოცხალ ადამიანებს არ სწყალობს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „ცოცხალ ადამიანებში“ ჟურნალისტებს ვგულისხმობ), ჰოდა, რაკი არ სწყალობს, იძულებულნი ვართ, ან მინისტრისა და სამინისტროს სხვა მინისტრზე დაბალი, მაგრამ, მაინც მაღალჩინოსანი მოხელეებით ოდენ  შორიდან ვისიამოვნოთ, ანუ, დავიწვათ და დავიდაგოთ (სატელევიზიო სიუჟეტებით, რომლებშიც სამინისტროს მესვეურები თავიანთ სიტყვას დააგდებენ, შეკითხვის დასმისა და ჩაძიების შესაძლებლობა ხომ იმთავითვე გამორიცხულია). ერთი ისაა, რომ სამინისტროს „ფეისბუქში“ გვერდი აქვს, საიდანაც ვირტუალურ მეგობრობას ეწევა და რომელიც სავსეა, განსაკუთრებით, მინისტრის მისამართით გამოთქმული კომენტარებით, რომელთა პათოსი დაახლოებით ასეთია: რა დედამ გშობათ, ბატონო დიმიტრი… თქვენ რომ არა, ხომ დასამარდებოდა ქართული განათლების სისტემაო (მეორე მხრივ, შესაძლოა, მინისტრის მიერ ჟურნალისტების არწყალობა სწორედ ჩვენზე ზრუნვით იყოს განპირობებული – რომ ვერ გავუძლოთ ასეთ სიდიადესთან მიახლებას?!).

გავუძლებთ თუ გვიძლებენ, ამჯერად სამინისტრომ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი კიდეც დაიწყო და კიდეც დაამთავრა. სამინისტროდან შემოგვითვალეს, რომ საგამოცდო პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავდა (საკანონმდებლო ბაზა, სასწავლო პროცესის ორგანიზება და შეფასება სასწავლო გეგმის მიხედვით, სკოლის ფინანსური მართვა, ლოგიკური მსჯელობა და ადამიანური რესურსების მენეჯმენტი). პირველი ეტაპის წარმატებით დაძლევის შემდეგ დირექტორობის მსურველები გასაუბრებას გაივლიან. ბუნებრივია, იბადება კითხვა: ვინ იქნება გამსაუბრებელი? ვინ და, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაკომპლექტებული კომისია. ჰოდა, ვინც ამ კომისიას თავს მოაწონებს, დირექტორობის 7-წლიანი უფლების სერტიფიკატსაც დაირტყამს!

თუ გავითვალისწინებთ, რომ, თუნდაც, ამ კონკრეტულ სამინისტროში არც მინისტრს, არც მის მოადგილეებს არანაირი გამოცდა არ ჩაუბარებიათ (ვითომ სკოლის მართვის დონის პასუხისმგებლობა არ არის მთელი განათლების სისტემის მართვა?), ისევე, როგორც ეს არც ერთ სხვა მინისტრსა თუ მოადგილეებს, მეტიც, აწ უკვე 21 წლის ახალგაზრდასაც მიეცემა კანონების ქმნის უფლება (პარლამენტარის ასაკი ჯეელდება), გამოდის, რომ, რაც ზემოთ ხარ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იერარქიის კიბეზე), მით ნაკლები რუხი ნივთიერება გჭირდება?! 

 

скачать dle 11.3