კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სავიზიტობარათიანი

ესპანურს შემწყრალნი

 

თუ ციხეების პირველ ქ-ნს – ხათუნა კალმახელიძეს დავუჯერებთ, ქართულ ციხეებში ისეთი იდილიაა, ევროპის ქვეყნები შურით გულზეც სკდებიან და სხვა რამეზეც. ხოლო, თუ ამ სისტემაში განხორციელებულ სულ ბოლო ნოვაციასაც დავამატებთ, ვფიქრობ, ჩვენს ევროპელ მტერსაც და მოყვარესაც ინფარქტი გარანტირებული აქვთ (ჰოდა, სიამოვნებითაც ვუმკურნალებთ ჩვენს ახალ-ახალ საავადმყოფოებში). ეს კონკრეტული ნოვაცია კი შემდეგნაირია: სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრები მსჯავრდებულთა უფლებების გაცნობას მშობლიურ ენაზე შეძლებენ (აი, ეს ერთი ნიუანსიღა აკლდა ჩვენს სასჯელაღსრულების სისტემას აბსოლუტური სრულყოფილებისთვის).

მინისტრმა კალმახელიძემ გვაცნობა, რომ „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მსჯავრდებულთა უფლებები 7 სხვადასხვა ენაზე ითარგმნა და ამიერიდან ბროშურები უცხო ქვეყნის მოქალაქე ყველა პატიმარს გადაეცემა.

ეს შვიდი ენაა: თურქული, სომხური, აზერბაიჯანული, ირანული, რუსული, ინგლისური და ფრანგული (ნეტავ, ესპანურს რად შემოუწყრნენ?!).

ერთი სიტყვით, ციხეების სამინისტრო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულისთვის მისი უფლებების შესახებ ინფორმირება ფრიად მნიშვნელოვანია. ისე ფრიად, რომ, გვარწმუნებენ, „ამ ბროშურების მეშვეობით სასჯელაღსრულების დეპარტამენტი უფრო ეფექტიანი იქნება (ეფექტიანობა რით გამოიხატება აი, ეს კი აღარ დაუკონკრეტებიათ)“.

თუ ოპოზიციის განცხადებებს გვერდზე გადავდებთ და ყურს მხოლოდ სახალხო დამცველის  ანგარიშს მივუგდებთ, საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ის ვითარებაა, მოყვარეს რომ ინფარქტს შეჰყრის. შესაბამისად, რას უშველის ამ საქმეს პატიმართა უფლებების შვიდ ენაზე თარგმნა, რთული სათქმელია. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ეს ბროშურები ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით დაიბეჭდა, ყველაფერი ნათელია: საქმეშიც ჩაეთვალათ (ორივე მხარეს: ერთმა – დაბეჭდა, მეორემ – გაასაღა), მით უფრო, როცა მუქთა მაუზერის ტყვიაც გამოსადეგია! 

 

скачать dle 11.3