კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხუთამდე მთვლელები

ანუ, მაკარის ლოგიკით

 

რაკი ირანი, შესაძლოა, აგრესიის მოლოდინშია (აკი უკვე გააფრთხილა პენტაგონის შეფმა, ჩვენი სამხედრო-საჰაერო ძალები მიწის ქვეშაც მისწვდებიან ირანის ბირთვულ ობიექტებსო), ნავთობის ფასიც იმატებს. თუმცა, რაღა იმატებს, იმატებდა, რადგან, გასულ კვირას, უცხოური სააგენტოების ცნობით, ნავთობის ფასი საგრძნობლად შემცირდა. ოღონდ, ბუნებრივია, ამას ჩვენს ბენზინგასამართ სადგურებზე გამოკიდებულ ფასებზე არ უმოქმედია (ან კი როგორ იმოქმედებდა, როდესაც თავად „ძვირად აქვთ ნაყიდი“).

ამჟამინდელი გაიაფების მიზეზი ორია: ჯერ ერთი, ამერიკის შეერთებული შტატების ნავთობის ინსტიტუტის განცხადებით, ნავთობის მარაგი  ერთ კვირაში 7,8 მილიონი ბარელით გაიზარდა (რაც, თურმე, ბოლო 22 წლის განმავლობაში მაქსიმალური მაჩვენებელია) და, მეორე, ჩინეთმა ნავთობის იმპორტი 6 პროცენტით შეამცირა. შესაბამისად, ნავთობის ფასიც შემცირდა და, ცივილიზებულ ქვეყნებში – საწვავისაც. როგორც გითხარით, ამ ამბავს ჯერჯერობით ქართველი იმპორტიორების ყურებამდე არ მიუღწევია, მიუხედავად იმისა, რომ ერთი კვირის წინათ საწვავს 5 თეთრი მოუმატეს (მოტივით, საერთაშორისო ბაზარზე გაძვირდაო). ხოლო, რაკი საწვავის ჩვენს ბაზარზე საერთაშორისო ბაზრისგან განსხვავებული პრინციპები მოქმედებს, სანამ ჩვენებური მენავთობეები საწვავის გაიაფებას შეუდგებიან, შესაძლოა, მსოფლიოში ნავთობის ფასი 1-2 დოლარით ისევ გაიზარდოს, რაც იმას ნიშნავს, რომ, უწინამც დღე კი დაელევათ, ვიდრე ბენზინ-დიზელს თუნდაც ერთ თეთრს მოაკლებენ (მაკარის ლოგიკით: მილიონს თუ კაპიკი დააკლდებაო).

მართალია, მათ ამ ლოგიკას აღარაფერი ეშველება (ყოველ შემთხვევაში, მანამ მაინც, სანამ თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ კანონი არ გვექნება, მას კი, საქმეს ისეთი პირი უჩანს, მხოლოდ უშაბათო კვირას თუ მივიღებთ), მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ამ ჩვენს უცნაურად დემოკრატიულ ქვეყანაში საწვავი მხოლოდ 5-5 თეთრით ძვირდება და, იშვიათად, ასევე 5 თეთრით იაფდება, ჩნდება ეჭვი, რომ ჩვენებურ მენავთობეებს თვლა მხოლოდ ხუთამდე ეხერხებათ. აქედან გამომდინარე კი, იბადება რიტორიკული კითხვა: მესაწვავეებისთვის 100-ის ფარგლებში არითმეტიკული მოქმედებების დასასწავლად საკუთარი ხარჯით უცხოელი მასწავლებლები ხომ არ მოგვეწვია?!

 

скачать dle 11.3