კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა იწვევს ორსულებში ტოქსიკოზის განვითარებას

 

 

ორსულობის პერიოდში ტოქსიკოზი ერთ-ერთი ხშირი და არასასიამოვნო შეგრძნებაა. მისი სხვადასხვა ფორმა არსებობს და წარმოშობის მიზეზებიც განსხვავებულია. კერძოდ, განასხვავებენ ადრეულ და გვიან ტოქსიკოზებს. ორსულობის ოც კვირამდე აღმოცენებულ ტოქსიკოზს ადრეული ეწოდება, ხოლო ოცი კვირის შემდეგ განვითარებულს კი – გვიანი.

ადრეული ტოქსიკოზის ძირითადი კლინიკური გამოვლინებაა გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ნევროლოგიური დარღვევები. ეს იწვევს ძილიანობას, ადინამიას, აპათიას ან პირიქით, მომატებულ აღგზნებადობას.

გვიანი ტოქსიკოზის დამახასიათებელი ნიშნებია ნევროპათია, სხვადასხვა სახის სისხლძარღვოვანი დარღვევა, რის შედეგადაც ვითარდება პლაცენტური უკმარისობები. გვიანი ტოქსიკოზის ყველაზე რთული ფორმაა პრეკლამფსია და ეკლამფსია, რომელთა თავიდან აცილება შესაძლოა ადრეული ტოქსიკოზის ნიშნების გამოვლენისთანავე.

ტოქსიკოზის განვითარებას ხელს უწყობს ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა და გარემო ფაქტორები. აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა მთელი ორსულობის პერიოდში, საერთო გამოკვლევების ჩატარება, რათა დროულად დაინიშნოს მკურნალობა, შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად.

ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს ორსული ქალის გარემო პირობებს. აუცილებელია მშვიდი და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა, ახლობლებისა და გარშემო მყოფების მხრიდან მზრუნველობა, ყურადღება და სიყვარული. ეს მათ განსაკუთრებით სჭირდებათ.

ორსულობის დასაწყისში, სანაყოფე კვერცხიდან წამოსული იმპულსები აღიზიანებს საშვილოსნოს ნერვულ დაბოლოებებს. უარყოფითი ნერვული იმპულსები მოქმედებს ორსულის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და იწვევს ამ უკანასკნელის ფუნქციურ გადახრებს. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კი, უარყოფითი იმპულსები ქრება და უსიამოვნო შეგრძნებებიც აღარ აწუხებს ორსულს.

 

ქრონიკული ტონზილიტი ვერაგი დაავადებაა, რომელსაც სწორად უნდა უმკურნალოთ

ქრონიკული ტონზილიტი მთელი ორგანიზმის ინფექციურ-ალერგიული დაავადებაა და ნუშურა ჯირკვლების ანთებითი რეაქცია მისი ადგილობრივი გამოვლინება გახლავთ. ამ დროს მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნიტეტის მდგომარეობა.

თუ ეს დაავადება გაწუხებთ, ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს, რათა დროულად დაადგინოთ, გაქვთ თუ არა ის ინფექციები, რომელიც ორგანიზმის რეაქტიულობის დაქვეითებასა და სხვადასხვა დაავადების ლოკალიზებას იწვევს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ერთდროულად უმკურნალოთ ამ ინფექციასაც და ტონზილიტსაც.

ტონზილიტის სამკურნალოდ საჭიროა ნაცხის აღება ბაქტერიოლოგიური გამოკვლევისთვის, რათა დადგინდეს როგორც ანთების გამომწვევი მიზეზი, ისე ანტიბიოტიკებისადმი ორგანიზმის მგრძნობელობა.  აღნიშნული ანალიზების შედეგად, ინიშნება კონსერვატიული მკურნალობა, რომელიც მოიცავს ნუშურა ჯირკვლების გამორეცხვას ანტისეპტიკური ნივთიერებების შემცველი ხსნარებით, ანტიბიოტიკებით, ფიზიოთერაპიული პროცედურებით.

ქრონიკული ტონზილიტის მკურნალობისას აუცილებელია როგორც ადგილობრივი, ასევე, ზოგადი მიმართულების, კომპლექსური მკურნალობის ჩატარება.

 

რატომ უნდა დააკვირდეთ

ხშირად თვალებს

თვალებზე დაკვირვებით, ადამიანის ჯანმრთელობის ამოცნობა შეიძლება. მათში აისახება ძილის უკმარისობა, კვების დეფიციტი, სასიცოცხლო ენერგია, დაავადებები და ასე შემდეგ.

ელვარე, გამობურცული თვალები, რასაც თან ერთვის წონაში დაკლება, ჭარბი ოფლიანობა და აჩქარებული გულისცემა, ჰიპერთირეოზის, ანუ ფარისებრი ჯირკვლის მაღალი აქტივობის ნიშანია.

ფერმკრთალი კონიუნქტივი ანემიის სიმპტომია. თუმცა, სანამ რკინის შემცველ პრეპარატს შეიძენთ და მის მიღებას გადაწყვეტთ, აუცილებლად შეამოწმეთ ჰემოგლობინის დონე და გაარკვიეთ ანემიის გამომწვევი მიზეზი.

მუქი წრეები თვალების გარშემო, გადაღლისა და სტრესის ნიშანია.

თვალების ქვეშ ტომსიკები გულის, თირკმელების ან ფარისებრი ჯირკვლების ცუდი მუშაობის მანიშნებელია. ამ დროს მიირთვით უმარილო საკვები, რადგან მარილი ორგანიზმში წყალს აკავებს და იწვევს შეშუპებას.

თვალის სიწითლე, ქავილი და წვა, უმეტესად ალერგიის ან გაციების ნიშანია. ასევე, შესაძლოა, უხარისხო კოსმეტიკისა და ლინზების არასწორი მოხმარების ბრალი იყოს.

თვალზე გაჩენილი ჯიბლიბო კი, იმაზე მეტყველებს, რომ ორგანიზმის იმუნიტეტი დაქვეითებულია და ის სასწრაფო აღდგენას ითხოვს.

 

ხშირად ჭამეთ რძიანი ფაფები

მარცვლეული რძესთან ერთად არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, რომელიც ადამიანის წონაზეა პასუხისმგებელი.

ბურღულის ფაფებს ჩვენი ორგანიზმი ნელა გადაამუშავებს და შესაბამისად, ნელა ითვისებს. ეს იმის გარანტიაა, რომ შიმშილის გრძნობა დიდხანს არ შეგაწუხებთ. ვისაც ფაფეული უყვარს, დღის განმავლობაში ნაკლებ ცხიმს იღებს და წონაშიც არ იმატებს.

ფაფები საკმარისი რაოდენობით შეიცავს ლორწოვან ნახარშს, რომელიც კუჭის გარსს ეკვრის და მას გასტრიტისა და წყლულისგან იცავს. ფაფა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ნორმალურად სადილობისთვის დრო არ რჩება.

შვრიის, ქერის, მანანის, ხორბლისა და წიწიბურას ბურღულეული მდიდარია უჯრედისებით, რაც არეგულირებს საჭმლის მონელებას, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას და სისხლძარღვების მდგომარეობას. ეს კი, გულის ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია.

ვინც ყოველ დილით ჭამს ფაფებს, გარდა იმისა, რომ ფორმაშია, არ აწუხებს დეპრესია და იშვიათად ღიზიანდება.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ ბურღულეულის ფაფები საჭირო რაოდენობით შეიცავს: რკინას, თუთიას, სპილენძს, ცილებს, B და PP ვიტამინებს, რაც ნორმალური ფიზიკური არსებობისთვის განსაკუთრებულად აუცილებელი და საჭიროა.

 

ქრონიკული სტენოკარდიის

დროს სვით ასკილის, კუნელისა და შავბალახას ნაყენი

კუნელი, ასკილი და შავბალახა უნიკალური სამკურნალო მცენარეებია.

კუნელი შეიცავს ფლავონოიდებს. ინიშნება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების დროს, როგორც კუნთის მატონიზებელი საშუალება. აქვს წნევის დამწევი თვისება. აგრეთვე, აწესრიგებს გულის რიტმს და აუმჯობესებს გულის კუნთის კვებას.

ასკილი, როგორც ვიტამინებისა და სხვა ბიოაქტიურ ნივთიერებათა წყარო, ბევრი დაავადების დროს გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. მას ახასიათებს წნევის დაწევისა და გულის კუნთის მატონიზებელი ეფექტი.

შავბალახა ვეგეტატიური ნერვული სისტემის დამამშვიდებელი მცენარეა. ის გამოიყენება სტენოკარდიის დროს, მკურნალობის კურსის პროცესის პარალელურად.

ქრონიკული სტენოკარდიის დროს, ხუთი სუფრის კოვზ კუნელის ნაყოფს დაასხით ერთი ლიტრი ადუღებული, ცხელი წყალი, დაამატეთ ორი სუფრის კოვზი ასკილი და 1/2 ჩაის კოვზი შავბალახა. გააჩერეთ ერთი ღამის განმავლობაში. დილით გადაწურეთ და დალიეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე, თითო ჭიქა.

 

სწორად გამოკვებეთ ტვინი

მეხსიერების გაუარესებას დროულად უნდა მიაქციოთ ყურადღება, რათა სიტუაცია კიდევ უფრო არ დამძიმდეს. თუ მეხსიერების გაუარესება გამოწვეულია თავის ტვინის სისხლძარღვების შევიწროებით, ინტოქსიკაციებითა და ასე შემდეგ, მაშინ, შესაბამისი ექიმის გამოკვლევა და სწორი მკურნალობა გჭირდებათ. მაგრამ, თუ ის გამოწვეულია დაღლილობით, ქრონიკული სტრესით, მაშინ თავადაც შეგიძლიათ სიტუაციის კონტროლი. კერძოდ, აუცილებელია, ხშირად ისეირნოთ სუფთა ჰაერზე, რადგან ტვინის სისხლძარღვებს ნორმალური ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება ჟანგბადი. დაიწყეთ რეგულარული ვარჯიში. ეს აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. შეამცირეთ სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლის სმა.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ მეხსიერება პირდაპირ კავშირშია ჯანსაღ ძილთან, ამიტომ აუცილებელია კარგი გამოძინება. უნდა გეძინოთ დღე-ღამეში არაუმცირეს რვა საათი და მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს. ამისთვის, უნდა ისწავლოთ საკუთარ თავზე მუშაობა და ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც თქვენზე პოზიტიურად მოქმედებენ.

ხშირ შემთხვევაში, გონების გაუარესებას იწვევს დიეტები. ამ დროს საკვები რაციონიდან საერთოდ იღებენ გლუკოზას. არადა, ეს უკანასკნელი გონების მუშაობისთვის ძალიან სასარგებლო და აუცილებელია. ხშირად მიირთვით თევზი, თხილი, მზესუმზირა, მცენარეული ცხიმები, ხორცი, ბანანი, ზღვის პროდუქტები, ფაფები, მიირთვით ისეთი საკვები, რომელიც შეიცავს E ვიტამინს, რკინას, მაგნიუმსა და თუთიას.

 

რომელი საკვები პროდუქტი

დაგიცავთ კიბოს განვითარებისგან

საკვები ჯანმრთელობაზე სერიოზულ გავლენას ახდენს, ასევე, ბევრ მათგანს მკვეთრად გამოხატული სამკურნალო თვისებაც გააჩნია. კერძოდ: სატაცურში შემავალი ნივთიერებები აფერხებს უჯრედებში მიმდინარე ონკოლოგიურ პროცესებს. სატაცურის რეგულარული მიღება დაგიცავთ ფილტვებისა და კუჭ-ნაწლავის კიბოსგან.

ისპანახი მდიდარია რკინითა და ფოლატებით, რომლებიც კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ამცირებს ჰომოცისტინების რაოდენობას. ჩართეთ ის ყოველდღიურ რაციონში, რადგან კალორიებს მცირე დოზით შეიცავს, ცხიმებს კი – საერთოდ არა. ის სასარგებლოა მხედველობისთვის.

პომიდორი ამცირებს წინამდებარე ჯირკვლისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის კიბოს განვითარების რისკს. ეს თვისება ამ ბოსტნეულში შემავალი ლიკოპენის, ანუ უძლიერესი ანტიოქსიდანტის დამსახურებაა. ის C ვიტამინის საბადოცაა.

ნიორი ამარაგებს გულს, ებრძვის ავთვისებიანი უჯრედების განვითარებას, ასევე, ებრძვის ვირუსებს, ამცირებს სისხლში ქოლესტერინს.

მოცვი დიდი რაოდენობით შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ის ამცირებს გულის დავადებებისა და კიბოს განვითარების რისკს. კარგად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე, ებრძვის შარდსასქესო ორგანოების ინფექციებს.

ორაგული ამცირებს სისხლში ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის შემცველობას. შეიცავს ცხიმის განსაკუთრებულ სახეობას, რომელსაც ომეგა 3-ს უწოდებენ. ეს უკანასკნელი კი იცავს ორგანიზმს აუტოიმუნური დაავადებებისგან, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი. ასევე, დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე, აფერხებს დაბერების პროცესს.

მწვანე ჩაი მდიდარია იმ ნივთიერებებით, რომლებიც აახლებს სისხლძარღვთა კედლების უჯრედებს და ხელს უშლის ადრეული სიმსივნეების ზრდის პროცესს. თუ მწვანე ჩაის ყოველდღიურად დალევთ, ეს კუჭისა და ღვიძლის კიბოს განვითარებისგან დაგიცავთ.

შვრიის რეგულარული გამოყენება სისხლში ქოლესტერინის დონეს დასაშვებ ზღვარზე მეტად არ ზრდის. ის სასარგებლოა ჰიპერტონიით დაავადებული ადამიანებისთვის, რადგან ამცირებს არტერიულ წნევას. კარგია ჭარბი წონის მოსაცილებლადაც.

ყურძნის კანი შეიცავს ძლიერმოქმედ ანტიოქსიდანტებს. მათ შორის ერთ-ერთია რესვერატორული ოქსიდანტი, რომელიც ორგანიზმში ამაღლებს კარგი ქოლესტერინის დონეს. დღეში ერთი ჭიქა წითელი ღვინო გულისთვის ძალიან სასარგებლოა.

ნუშში, ნიგოზსა და თხილში შემავალი ცხიმი ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. ისინი ამცირებენ ორგანიზმში ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის დონეს. ეს კი, აუცილებელია გულის დაავადებების თავიდან ასაცილებლად. ნიგოზი შეიცავს ელამენის მჟავას, რომელიც სიმსივნურ უჯრედებს ანადგურებს.

გაითვალისწინეთ, რომ სწორად შერჩეული ყოველდღიური საკვები თავიდან აგაცილებთ საშიშ დაავადებებს და ამით დააზღვევთ საკუთარ ჯანმრთელობას ღრმა სიბერემდე.

 

скачать dle 11.3