კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისგან გაითავისუფლა თავი ვანო ჯავახიშვილმა და რის გამო გაამძაფრა მან პრეზიდენტზე ხუმრობები

სანამ ინტერვიუს ჩაწერას დავიწყებდით, ვანო ჯავახიშვილი ტელეფონით დედას ოჯახურ საკითხებზე ესაუბრებოდა. ვიფიქრე, ის მხოლოდ ამ, სატელეფონო გზით არის ჩართული ოჯახის საქმეებში-მეთქი, მაგრამ შევცდი. როგორც ჩანს, „ზი ვანო ჯავახიშვილი”, როგორც მას „ნიჭიერის” წამყვანები უწოდებენ, მთელ თავისუფალ დროს ოჯახის წევრებთან, მეუღლესთან და შვილთან ერთად ატარებს. სწორედ ამ, მისი ცხოვრების სამეურნეო ნაწილით დაიწყო ჩვენი საუბარი.

 

ვანო ჯავახიშვილი: ოჯახურ საქმეებში ჩართული, ძირითადად, ტელეფონით ვარ. ძნელია, დროის გამოძებნა, ამას გულწრფელად ვამბობ. მაგალითად, ნათესავი ჩამოვიდა და ნახვა უნდა ან რაღაც მსგავსი ხდება. თუ ვერ მოიცლი მერე შეიძლება თქვან – აი, ტელევიზორში გამოჩნდა და თავში აუვარდაო, არადა შესაძლოა, დრო მართლა ვერ გამოვნახო. სულ ვეძებ დროის რაღაც თავისუფალ მონაკვეთს, გვიან საათებში მაინც, რომ ვნახო და მოვიკითხო ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანები. 

– სტუმრად მისვლა ხომ, მაგრამ ისეთ ყოფით, სამეურნეო-გასტრონომიულ საკითხებს როგორ აგვარებ?

– ბედნიერი ვარ, რომ სადღეღამისო მაღაზიები არსებობს. ძირითადად, ღამე დავდივარ მაღაზიებში, რომ ოჯახისთვის რაღაცეები მოვიმარაგო. მეუღლე ასე ადვილად გასვლას ვერ ახერხებს. ბავშვი ჰყავს და ერთი პურის გამო უნდა ჩაიცვან, აიბარგონ... ასე რომ, ძირითად საქმეს სამსახურშიც მე ვაგვარებ და სახლშიც. 

– ბავშვთან ურთიერთობაში რა ხდება?

– მის საქმეებსაც მე ვაგვარებ... უფრო საგარეო საქმეებს, ვთქვათ თუ სადმეა წასაყვანი. ღმერთმა კარგად ამყოფოს და ეს ზამთარი ვირუსების გარეშე გადავიარეთ. ჩემზე აქვს დატვირთვა – სახლში რომ მივდივარ, გამარჯობასაც არ მეუბნება, ეგრევე მეკითხება, რა მომიტანეო. სათამაშოები მიმქონდა ხოლმე, მაგრამ შევწყვიტე ეგ საქმიანობა. ჯერ ერთი, ეგრევე ამტვრევს და მეორე, უკვე თამაშის მუღამი ეკარგება. ნაკლებად უჩნდება სურვილები, რომ რაღაც ჰქონდეს და იმ რაღაცას მოუფრთხილდეს. ამიტომაც, შოკოლადებზე, „ქინდერებზე” გადავდივართ.

– „ნიჭიერზე” მინდა გკითხო. რატომღაც მგონია, რომ წლევანდელი სეზონი ისეთი მასშტაბურობით არ დაიქოქა, როგორც გასული სეზონები. ხალხს ჯერ არ ჰყავს ის ერთი, გამორჩეული გმირი.

– საერთოდ, ხალხს რამდენიმენაირი ფავორიტი ჰყავს. ერთი, რომელიც მართლა ნიჭიერია და გულშემატკივრობს, მეორე – რომელიც უნდა, უბრალოდ, გასართობად ნახოს შემდეგ ტურში და მესამე – ნეტავ, ამან მოიგოს! ნეტავ, იმიტომ რომ შესაძლოა, მას რთული ცხოვრება ჰქონდეს, იყოს გაჭირვებული ოჯახიდან და მადლია, თუნდაც იმ ბინის მოგება, რომელსაც „ორბი ჯგუფი” ათამაშებს და სხვა დაწესებული პრიზებისაც. გასართობებში შედის უფრო სოსო ნარიმანიძის ტიპის კონკურსანტები, რომლებიც სპეციალურად გადაგვყავს, რადგან ხალხი ამით ერთობა.

– და მას არც ტელევიზია აკლებს ფიარს.

– დიახ. ჩვენც იქედან გამოვდივართ, თუ რა სჭირდება ხალხს, მასას. იმდენად პატარა ქვეყანაა საქართველო და იმდენად მწირია კონკურსანტების რაოდენობა, მით უმეტეს, მათი შესაძლებლობების მრავალფეროვნება, რომ ვცდილობთ, მაქსიმუმი მივიღოთ იქიდან, რა მოცემულობაც გვაქვს. რეიტინგებით თუ ვიმსჯელებთ, ეს „ნიჭიერი” არანაირად არ ჩამოუვარდება გასული წლისას, სხვათა შორის, რეგიონში კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე წინა წელს იყო. დაქოქვით დაიქოქა და ახლა ვეძებთ მარგალიტს. ხალხი ლაპარაკობს! – ეს არის მთავარი.

– თქვენს შოუებზე თუ გამოდიხართ მაგ პრინციპიდან? თუ სამშაბათს ხალხი ჩვენი ორშაბათის ნომრის თუნდაც ერთ სტატიაზე ლაპარაკობს, ეს ნიშნავს, რომ ნომერი შედგა. ამ პულსზე თუ გიდევთ ხელი?

– რა თქმა უნდა, ამაზე სულ ვფიქრობთ. თან, არ უნდა გაგეპაროს ის მომენტი და ზუსტად იგრძნო, რას აიტაცებს ხალხი და რაზე ილაპარაკებს. მაგალითად, ერთ-ერთმა სცენარისტმა გაარტყა – ასლარიარდელი ბაჩუკი ქარდავა. ვთქვი, რომ ეს უნდა აგვეგორებინა, რადგან ამაზე ხალხი ილაპარაკებდა. ეს ფრაზა მთელი სამი კვირა ვატრიალეთ და ბოლოს სტუდიაშიც მოვიწვიეთ. ეს არის ჩემ მიერ შექმნილი, აგორებული მეტსახელი, რომელიც ხალხში დამკვიდრდა. ბევრი სახელი მაქვს მოფიქრებული, რომელიც დღეს დამკვიდრებულია. მაგალითად, „აქუ”, პირდაპირ გეუბნებით, ჩემი მოგონილია, ასევე „პრეზიდენტი და სიტყვის კაცი”, ახლა ეს „ასლარიარდელი ბაჩუკი ქარდავა” და ახლა ვამკვიდრებთ – „არქეოლოგი ბიძინა ივანიშვილი”. 

– ხუმრობები პრეზიდენტთან დაკავშირებით, ეს ცალკე ფენომენია. პოლიტიკური ხუმრობების დაწყება იყო თუ არა რისკთან დაკავშირებული? რისკში ვგულისხმობ არა ცენზურას, არამედ იმას, რომ ხალხი მეტად გაღიზიანებულიყო.

– რისკი მართლა იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ადამიანებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ ის, რაზეც ისინი საუბრობდნენ და წუწუნებდნენ, რაც აწუხებდათ, ტელევიზორში ენახათ. მაგრამ აქ იყო რისკი იმაზე, ხალხი მიხვდებოდა თუ არა, რისი თქმა გვინდოდა. ერთი, რაც შემიძლია, თამამად ვთქვა, მაქვს ყნოსვა და ასევე, გადმოცემის ჩემეული უნარი. წინადადებას, მარტივ ხუმრობას, სიტყვებით არ ვამდიდრებ, არ ვცდილობ, მრავალფეროვანი და სიტყვაუხვი ვიყო. ხალხის ენით საუბარი, უწმაწური სიტყვების გამოკლებით, ეს მაინც ჩემი მთავარი გასაღები მგონია. ბევრს უთქვამს, აქვს განცდა, რომ მისთვის შინაური ვარ. ქუჩაში ბევრჯერ მომსალმებიან და მერე ბოდიში მოუხდიათ, მეგონა, ჩემი ახლობელი იყავით, გიცნობდითო. რომ გითხრათ, ძალიან ფართო აუდიტორია მყავს-მეთქი, არა. თაობა მოდის ისეთი, რომელიც საქართველოში ცნობილ ადამიანებს არ იცნობს. ჩემი გადაცემა გათვლილია ადამიანებზე, ოცდახუთი წლიდან ზევით.

– ანუ, როდესაც ადამიანს უკვე აწუხებს დენზე მიბმული ნაგვის გადასახადი.

– დიახ. 

– შეიძლება, იმდენი ილაპარაკო მაგ თემაზე, მოხსნან ეს ნაგავი დენს?

– იმდენს ვმუშაობ, მგონი, მოხსნიან (იცინის). მაგალითად, დენზე მიბმული ნაგვის გადასახადიც ჩემი აგორებულია და ახლა ხალხი სულ მიბმაზე ლაპარაკობს, სულ ნაგვის გადასახადი აკერიათ პირზე. ამითაც კმაყოფილი ვარ, რადგან ვატყობ, რომ რაღაც გავლენა მაქვს სატელევიზიო სივრცეში და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. 

– ხუმრობების ბალანსი თუა დაცული?

– ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სულ ვითვლით, რამდენი ხუმრობა გვაქვს ხელისუფლებაზე, რამდენი ოპოზიციაზე. თუ დიდი დოზით მოგვივიდა ოპოზიციაზე ხალხის რაღაც ნაწილი უკმაყოფილოა და პირიქით. ამიტომ, გვაქვს ასე, ორმოცდაათი-ორმოცდაათზე. მიუხედავად იმისა, რომ არ არის ეს ბოროტული ხუმრობები და  მგონი, არავის ვტკენთ ამით გულს, მაინც არიან ადამიანები, ვისაც ჩემი ხუმრობები არ მოსწონს. რატომღაც ეს უფრო ოპოციზიიდან მოდის. შალვა ნათელაშვილს არ მოსწონს ჩემი გადაცემა. ერთხელ „კავკასიიდან” “პიდარასტ შოუ” გვეძახა. როცა ამ დონის პოლიტიკოსი ხარ, ასეთი რაღაცეები არ უნდა ილაპარაკო, შენთვისვეა ცუდი. კარგი ჰო, მაკადრე, ჩხუბს ხომ არ დავიწყებ?! პირიქით, ეს ავიღე და ისე გამოვიყენე, როგორც მე მჭირდებოდა. ბიძინა ივანიშვილზე დავიწყეთ ხუმრობები და ხმა მომივიდა, რომ მთლად კმაყოფილი არ იყო. ხელისუფლებიდან ასეთი შემთხვევა არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ ხედავთ, რა სიმძაფრის ხუმრობები მქონია.

– ისეთი, რომ პრეზიდენტმა პირდაპირ პარლამენტის სხდომაზე გახსენა.

– კი და ეს რომ მოხდა, ძალიან ბევრმა იფიქრა, ახლა ნახე, მაგის შოუს რას უზამსო...

– ვანოს ფეხებით დაკიდებსო და თავი შენ თვითონ დაიკიდე ფეხებით.

– (იცინის) ყველაფერი ის, რაც შეიძლება, ვიღაცას ეთქვა, თავად მოვახდინე. ბევრს, ეგონა, ამის შემდეგ მთავრობაზე ხუმრობებს სიმძაფრეს მოვაკლებდი, მაგრამ პირიქით, გაცილებით გავზარდე სახელისუფლებო ხუმრობების დოზა.

– იქნებ, ეს პირიქით, დადებითად მუშაობს?

– არ ვიცი როგორ მუშაობს, მაგრამ ნამდვილად არ მგონია, დადებითად მუშაობდეს ჩემი აგორებული საავადმყოფოების თემა. თუმცა, ხალხს ეცინება, ეს არის მთავარი. 

– დიდ დროს ანდომებ მონოლოგების მომზადებას და მერე საკუთარ თავზე მის მორგებას?

– გეტყვით. მონოლოგისთვის დაახლოებით ასორმოცდაათამდე ხუმრობა იწერება, საიდანაც მხოლოდ ოცდახუთი რჩება. არის სასაცილო ხუმრობები, რომლებსაც ვერ ვირგებ და გვერდზე ვდებ. მე და ჩემი რეჟისორი ერთად ვარჩევთ ამ ხუმრობებს. რაც შეეხება სტუმარს, იქ სრული იმპროვიზაცია მიდის, არაფერი არ არის დადგმული. რა თქმა უნდა, არის რამდენიმე ფრაზა, რომელიც დაწერილი და დამახსოვრებული მაქვს. არიან ისეთი სტუმრები, რომლებთანაც ტექსტი გჭირდება, სხვანაირად ვერ მოგყვება. თან, ხომ იცი, ქვეყანაში სულ რამდენი სტუმარი გვყავს?! ოცდარვა. ოცდარვა, ვინც ლაპარაკობს და მთელი წელი უნდა გაანაწილო. ეს ის ოცდარვაა, რომელზეც გადაცემას ააწყობ, დანარჩენ ოცდაორთან მარტო ვმუშაობ. 

 

 

скачать dle 11.3