კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გამოისყიდა მეფე გიორგი მეთერთმეტემ ჯვრის მონასტერი და რაზე არ მიუწვდებათ ხელი ქართველ მეცნიერებს იერუსალიმის არქივში

იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნების ისტორია ახალ ფაზაში შედის.  მოლაპარაკებებს, რომელსაც ქართული მხარე  ისრაელის სახელმწიფოსთან და  საბერძნეთის საპატრიარქოსთან  აწარმოებს, ახალი დეტალები ემატება –  ფაქტები, რომლებიც ამ მოლაპარაკებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს.  სულ ახლახან ახალგაზრდა ისტორიკოსმა, თემურ კენკებაშვილმა, მიაგნო მეფე გიორგი მეთერთმეტის მიერ გამოცემულ აქტს, რომელიც, როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ერთადერთი იურიდიული დოკუმენტია,  სადაც  ქართული მხარის მიერ ტაძრის გამოსასყიდად გადახდილი თანხის ისტორიაა გადმოცემული.

 

– ბოლო პერიოდში  განსაკუთრებით გააქტიურდა თემა, რომელიც უკავშირდება  იერუსალიმის  ჯვრის მონასტრის დაბრუნებას საქართველოსთვის. როგორც ვიცი, აღმოჩენილ იქნა  ახალი დოკუმენტიც,  რომელიც ჩვენს პოზიციას კიდევ უფრო ამყარებს.

– ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. ის, რომ ჯვრის მონასტრის  საქართველოსთვის დაბრუნების საკითხი შესაძლოა, დადებითად გადაწყდეს, უფრო და უფრო სარწმუნო ხდება. მთავარია, მოლაპარაკებები წარიმართოს სწორი კუთხით.  ჩემი აზრით, ისრაელის სახელმწიფოსთან მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვანი ბერძნულ საპატრიარქოსთან შეთანხმებაა. საუკუნეების განმავლობაში ამ მონასტერზე პრეტენზიებს აცხადებდნენ ქართველები და ბერძნები, არსებობს ორივე მხარის ტრადიციული შეხედულებები და გადმოცემები, რომლებიც დროთა განმავლობაში ფორმირდებოდა. მონასტრის დაარსების ეტაპები რომ მთლიანად  საქართველოს უკავშირდება, ამაზე უამრავ მასალასთან ერთად მეტყველებს ეკლესიის მხატვრობაც – მეოთხე-მეხუთე საუკუნიდან არიან წარმოდგენილნი: მეფე მირიანი, ვახტანგ გორგასალი და პეტრე იბერი; პირველი ქრისტიანი იმპერატორი კონსტანტინე და მისი დედა ელენე – როგორც ამ ტაძრის ადგილის მომპოვებელნი, დამაარსებელნი და ხელის შეწმყობნი; მეთერთმეტე საუკუნიდან კი: ბაგრატ მეოთხე, მის გვერდით – ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები და პროხორე შავშელი – როგორც აღმდგენნი ამ ეკლესიისა.  ჯვრის მონასტერს უამრავი საინტერესო ისტორია უკავშირდება.  ის  მრავალჯერ დაზიანდა და აღდგა, რამდენჯერმე მეჩეთადაც კი გადააკეთეს. მონასტერი რამდენჯერმე დავკარგეთ მუსლიმანების შემოსევების დროს,  თუმცა, საქართველოდან გაღებული შემოწირულობებით ის კვლავ აღდგა. მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში, როცა დასუსტებულ  საქართველოს სახელმწიფოს აღარ ჰქონდა იმდენი ძალა, რომ შეენახა მონასტერი და ყოველთვიურად გაეგზავნა თანხა, ტაძრის მიტაცება სცადეს ჯერ ლათინებმა, შემდეგ სომხებმა – მათ ასევე ძალიან უნდოდათ ტაძრის ხელში ჩაგდება, მაგრამ,  ყველაზე  შედეგიანად ამის განხორცილება ბერძნებმა შეძლეს. 

– სწორედ იმ პერიოდში დაკარგა  საქართველომ ეს ტაძარი, თუმცა, არსებობს იმ პერიოდის იერუსალიმის ბერძენი პატრიარქის, დოსითეოსის ანდერძი, რომელშიც წერია, რომ  რამდენიმე ქართული ტაძარი მაშინვე გადაეცემა საქართველოს, როგორც კი  იქ ჩავა ქართველი მონაზონი. 

– შემორჩენილია რამდენიმე წერილი, რომლებიც შედგენილია იერუსალიმის მაშინდელი პატრიარქის – დოსითეოსის მიერ. სწორედ დოსითეოსის მმართველობის დროს მოხდა ტაძრის „გადაცემა”, უფრო სწორად, მისაკუთრება ბერძნული  საპატრიარქოს  მხრიდან.  მან გამოგზავნა საქართველოში წერილი, რომელშიც წერდა, რომ იერუსალიმის რამდენიმე ქართული მონასტერი, მათ შორის ჯვრის, იაკობის  და ანას ტაძრები, და წმიდა ნიკოლოზის  მონასტერი  სასწრაფოდ საჭიროებდა  შეკეთებას. დღეს წმიდა ანას ტაძარი ბერძნების ხელშია, წმიდა ნიკოლოზის კი – კათოლიკეების. რაც შეეხება იაკობის ტაძარს, ის  შეიძინეს სომხებმა და ისინი დაეპატრონენ.   იმავე დოსითეოსის მიერ, 1699 წელს გამოგზავნილი მეორე წერილით ვიგებთ, რომ ქართველთათვის ჩამორთმეული ჯვრის მონასტრის შესყიდვას ცდილობენ ლათინები და ბერძნები, როგორც ზემოთ მოგახსენეთ. იმავე საუკუნის დასასრულს, დოსითეოსის მოქნილი პოლიტიკით, ჯვრის მონასტერსა და სხვა ქართულ სავანეებს დაეპატრონენ ბერძნები. ცნობილია, რომ იმ პერიოდში დოსითეოსი ჩამობრძანდა საქართველოში, მაგრამ, არ ვიცოდით, რა იყო მისი აქ ჩამოსვლის მიზეზი.  რამდენიმე კვირის წინ,  სრულიად შემთხვევით, აღმოვაჩინე აქტი, რომელიც დაცულია კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის არქივში. აქტების პირველ ტომში წავაწყდი საქართველოს მეფის, გიორგი მეთერთმეტის მიერ  გამოცემულ აქტს, ხაზგასმით ვამბობ – აქტს და არა გუჯარს, რომელიც უფრო მეტად ობიექტურია, ვიდრე გუჯარი. შესაბამისად, დღევანდელი ხელშეკრულების ტოლფასია და დიდი იურდიული ძალა აქვს. ამ აქტში წერია, თუ როგორ მოხდა მთელი დავალიანების გადახდა იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოსთვის არა მხოლოდ ჯვრის მონასტრის, არამედ, ყველა ქართული მონასტრის გამოსასყიდად. აქტში დაწვრილებითაა გადმოცემული ინფორმაცია, თუ როგორ წაიღო დოსითეოსმა საქართველოდან ეკლესიების გამოსასყიდად  გიორგი მეთერთმეტის მიერ გადახდილი გარკვეული თანხა – 60 ათასი მარჩილი და, ასევე, ძვირფასეულობა.    აქტის მიხედვით, დოსითეოსს გაატანეს თანხა, რაც ჰქონდათ ხელთ და, ასევე, აბრეშუმი, რომელიც უნდა გაყიდულიყო სტამბულში და იმ ფულით გადაეხადათ დარჩენილი ვალი.  ამგვარად, აქტიდან ჩანს, რომ მოხდა ქართული ეკლესია-მონასტრების გამოსყიდვა. აქტში მეფე იმოწმებს ქართლის კათოლოკოსს, იმდროინდელ მთავრებსა და მღვდელმთავრებს. დოკუმენტი დამოწმებულია საერო და სასულიერო საზოგადოების პირველი პირების მიერ. აქტის ბოლო ნაწილში მეფე მიუთითებს: „ჩუენც ამას მოველით, რომ დოსითეოსმა თავისი გარჯა და პირობა გაგვითაოს და ეს საქმე აღგვისრულოს და  ჩუენცა ჩუენი თავი და მამული თქუენად საკეთოდ არ დავზოგოთ და თქუენზედ ჩუეც სიკეთეს ვეცადოთ და გარიგება და გამოხსნა თქუენზედ ჰკიდია”... აქტი, სავარაუდოდ, 1681 წელს არის შედგენილი.

დოსითეოსი იერუსალიმისთვის იყო ძალიან ძლიერი და დამსახურებული პატრიარქი, რადგან, მისი მოღვაწეობის დროს ძალიან ბევრი ეკლესია-მონასტერი შეუერთდა იერუსალიმის ბერძნულ საპატრიარქოს. 1699 წლის მეორე წერილში დოსითეოსი, უკვე წერს, რომ მონასტერი იერუსალიმის ბერძნულ საპატრიარქოს ეკუთვნის. ისტორიკოსებისთვის არის ცნობილი, რომ იერუსალიმში, არქივში, დაცულია იურდიულად  უფრო ძლიერი დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ ფაქტს, რომ გიორგი მეთერთმეტემ გამოსასყიდი თანხა გადაიხადა, მაგრამ, ამ დოკუმენტებზე ქართველ მეცნიერებს ხელი არ მიუწვდებათ.  იმის მიუხედავად, რომ ქართველი მეცნიერები არაერთხელ ცდილობდნენ არქივში მოხვედრას, ეს მათ ვერ  შეძლეს.  შესაძლოა, მოხდეს წვდომა გარკვეულ დოკუმენტებზე, მაგრამ, ის დოკუმენტები, რომლითაც ნათელი მოეფინება ამ ისტორიას, ქართველი მეცნიერებისთვის ხელშეუხებელია. ფაქტია, რომ ამ ისტორიის დასაწყისი, თუ როგორ მოხდა თანხის გადახდა, ცნობილია, მაგრამ, უცნობია ისტორიის დასასრული, რომელიც ინახება იერუსალიმის არქივში. 

– ყველა დოკუმენტს აქვს თავისი არსებობის და მოქმედების ვადა. შესაძლოა, რომ გამოსადეგი აღმოჩნდეს ეს აქტები დღეს, ამ მოლაპარაკებების  დროს? 

–  ზოგადად, დადგენილია, რომ ნებისმიერი აქტის, დოკუმენტის, სიგელის ანულირება ხდება მისი გამოცემიდან 70 წლის შემდეგ, მაგრამ, თავისთავად ცხადია, რომ ეს განსხვავებული დოკუმენტია.  ტაძრის გადმოცემა უნდა მომხდარიყო მაშინვე, როცა მოხდა თანხის გადახდა და ამ აქტის გამოცემა მეფის მიერ. შემდეგ ისევ რომ დაგვეკარგა ეს ეკლესია, ეს უკვე სხვა საუბრის თემა იქნებოდა. ჩვენ ტაძრის შესანახ თანხას ვიხდიდით ძალიან დიდხანს, მეოცე საუკუნეშიც კი, თუმცა, რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ, ამ ტაძარს ძალიან მძიმე პერიოდი დაუდგა. მე მივაკვლიე ილია ჭავჭავაძის მიერ 1895 წელს გამოქვეყნებულ წერილს გაზეთ „ივერიაში”, სადაც ილია სინანულით წერს, რომ საქართველოდან ყოველწლიურად დაახლოებით 30 000 მანეთი იგზავნება საბერძნეთში და აქედან ჯვრის მონასტერს არაფერი ხმარდებაო. ეკლესია ეკუთვნოდა საბერძნეთის საპატრიარქოს, ტაძრის წინამძღვარი უკვე იყო ბერძენი არქიმანდრიტი, მაგრამ, იქ ლოცულობდნენ ქართველები.   ფაქტია, რომ დოსითეოსმა დაარღვია პირობა და მეფის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც ეკლესია-მონასტრების დაბრუნება უნდა მომხდარიყო,  მაგრამ,  აქამდე არ არსებობდა ამის დამადასტურებელი არც ერთი იურიდიული  დოკუმენტი.  ზემოთ ნახსენები აქტი გვაძლევს იურიდიულად იმის თქმის უფლებას, რომ ჩვენ გამოვისყიდეთ იერუსალიმის ჯვრის მონასტერი, გადავიხადეთ ფული, თუმცა, პირობა არ  განხორციელდა ბერძნული საპატრიარქოს მხრიდან და  ეს ფაქტი   დღეს, მოლაპარაკებების წარმოებისას ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს.

 

 

скачать dle 11.3