კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები


კითხვა: გთხოვთ დამეხმაროთ, საშინელი დეპრესია დამეუფლა, სულ ტირილი მინდა. განსაკუთრებით დილაობით მიჭირს: მიბუჟდება ხელ-ფეხი, მეწვის თავის კანი, მიწევს წნევა. მივმართე ექიმს, მაგრამ, უშედეგოდ. მირჩიეთ რამე.

პასუხი: დეპრესიის მკურნალობა ფსიქონევროლოგის კომპეტენციაა, მაგრამ, ამასთან ერთად, გირჩევთ, გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგსაც ეჩვენოთ, უნდა შემოწმდეს ჰორმონული ფონი, რადგან, ადვილი შესაძლებელია, ჰორმონული დისბალანსი კიდევ უფრო აღრმავებდეს თქვენს მდგომარეობას. მანამდე კი გირჩევთ, მიიღოთ B ჯგუფის ვიტამინები, ავიტამინოზი დეპრესიის ხელშემწყობ ფაქტორად ითვლება.

კითხვა: გთხოვთ, გვასწავლოთ, როგორი დახმარება გავუწიოთ ადამიანს, რომელსაც ფუტკარმა უკბინა, თუ ის ალერგიულია. როგორია პირველადი დახმარება ასეთ დროს?

პასუხი: ფუტკრის შხამი ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას ადგილობრივ ანთებით-ალერგიულ დაზიანებას იწვევს. დაკბენილს ნესტარი ფრთხილად ამოუღეთ კანიდან, შემდეგ კი ცივი საფენები ან ცივი საგანი დაიდეთ. ფუტკრის კბენისას ალერგიულებმა ერთი-ორი დღე უნდა სვან ანტიჰისტამინური პრეპარატი, ანაფილაქსიური შოკის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

კითხვა: ერთი წელია, დედას ფრჩხილების ფერი შეეცვალა – თითქოს თეთრი ლაქი გადაუსვესო. ჰემოგლობინი 60 აქვს. ნუთუ ამის ბრალია? დედა 80 წლისაა.

პასუხი: ფრჩხილების გაფერმკრთალების მიზეზი შეიძლება, იყოს კაპილარული სისხლის მიმოქცევის დაქვეითება ან სისხლში ჰემოგლობინის დონის დაცემა. დაბალ ჰემოგლობინს აუცილებლად სჭირდება მკურნალობა, მაგრამ, თუ დედათქვენს, გარდა ფრჩხილების სიფერმკრთალისა, სხვა საგულისხმო ნიშნებიც აქვს, მაგალითად, აწუხებს ხელის თითების დაბუჟება, ტკივილი, წვა, გირჩევთ, ანგიოლოგსაც გაესაუბროთ.

კითხვა: უკვე რამდენიმე წელია, მაქვს მორეციდივე გენიტალიური ჰერპესი. ამჟამად ორსულად ვარ. აუცილებელია თუ არა საკეისრო კვეთა?

პასუხი: დედის სამშობიარო გზების გავლისას გენიტალიური ჰერპესის ვირუსით ნაყოფის დასნებოვნების ალბათობა 5-8 პროცენტია, თუმცა ბოლო დროს ასეთ ქალებს უფრო ხშირად ამშობიარებენ ბუნებრივი მეთოდით. ორსულობის 28-ე კვირიდან დედის დამცავი ანტისხეულები პლაცენტის მეშვეობით ნაყოფს გადაეცემა. დედის ანტისხეულებსა და ექიმის მიერ ჩატარებულ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს მინიმუმამდე დაჰყავს მშობიარობისას ახალშობილის ინფიცირების რისკი.

კითხვა: მყავს ორი კვირის შვილი. პედიატრმა მითხრა, რომ ქალასშიდა წნევის გამოსაკვლევად ბავშვი ოკულისტს უნდა ვაჩვენო. გთხოვთ, ამიხსნათ, რა შუაშია ოკულისტი?

პასუხი: ოკულისტს შეუძლია, თვალის ფსკერის, მისი სისხლძარღვებისა და მხედველობის ნერვის დისკის დათვალიერების გზით, ქალასშიდა წნევის მატება დაადგინოს. საქმე ის გახლავთ, რომ თვალი თავისი არსით თავის ტვინის პერიფერიული ნაწილია. ასე რომ, თვალის ფსკერის სურათს უდავოდ დიდი მნიშვნელობა აქვს თავის ტვინის პათოლოგიების დიაგნოზისთვის.

კითხვა: შეიძლება თუ არა, ხველების მიზეზი გული იყოს? ჩემს მეუღლეს, სანამ ნახველს არ ამოიღებს, სუნთქვა უჭირს, აქვს არითმია, ზოგჯერ – მომატებული წნევა. არის 68 წლის მამაკაცი.

პასუხი: როცა ხველა გულის უკმარისობითაა გამოწვეული, მისი მკურნალობა რადიკალურად განსხვავდება სასუნთქი გზების ანთებით-ინფექციური პროცესის თანმხლები ხველების მკურნალობისგან. გულის უკმარისობის მედიკამენტური თერაპიის მიზანი გულის მუშაობის გაუმჯობესებაა, რის შედეგადაც ფილტვის არტერიაში შეგუბებაც მოიხსნება. ამ დროს ანტიბიოტიკოთერაპია უშედეგოა. თუ თქვენი მეუღლე 68 წლისაა, აწუხებს გული და მაღალი წნევა, შესაძლებელია, მისი ხველა მართლაც გულის უკმარისობის ბრალი იყოს, თუმცა დიაგნოზის დასმა მხოლოდ ექიმს შეუძლია. გირჩევთ, მიმართოთ კარდიოლოგს დიაგნოსტირებისა და კომპეტენტური მკურნალობისთვის.

კითხვა: ვარ 42 წლის ქალი. სიარულისას მარცხენა ფეხში სისუსტეს ვგრძნობ, ძილის დროს კი მარჯვენა ფეხი მიბუჟდება. ფეხებზეც მუდმივად მამცივნებს, თითქოს მეყინება. როგორ მოვიქცე?

პასუხი: კიდურებში ასეთი შეგრძნებები შეიძლება, სისხლძარღვთა ან ნერვთა პათოლოგიების ბრალი იყოს. არ არის გამორიცხული, რომ ყველაფრის მიზეზი ოსტეოქონდროზია. გირჩევთ, კონსულტაციისთვის ანგიოლოგსა და ნევროლოგს მიმართოთ.



რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

კახა ჯანაშია


скачать dle 11.3