კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გააფუჭეს ვეტერანმა დინამოელებმა ფინალი კონიაკ „გრემის“ „დახმარებით“

 

1986 წელია. მე უკვე ვეტერანებში ვწერივარ. მერედა, რაა ამაში ცუდი? ვეტერანთა გვერდით ვარ – მიშიკოს, სლავას, კალოევის გვერდით. მოხდა ისე, რომ ვეტერან ფეხბურთელთა შეხვედრა დაინიშნა კრასნოდარში. მატარებლით მივდივართ. ხუმრობა ხომ არაა – კალოევთან, მესხთან და მეტრეველთან ერთად მივემგზავრებით! ეს უდიდესი წარმატებაა, უდიდესი სიამაყე.

თბილისიდან დაიძრა მატარებელი. თბილისელ ვეტერანებს კოლეგა ვეტერანებთან შეხვედრა უხარიათ, თორემ, ვინ მოიგებს და ვინ წააგებს, უკვე აღარ გვაღელვებს. გულით გვიხარია  ყოფილ მეტოქეებთან შეხვედრა, წარსულის გულისძგერით გახსენება და მოფერება: „კაკ პაჟივაეშ, ბიჩო!“ მოწყურებული გადახვევები, ძმური სიყვარული, ნაკრებში ერთად განცდილი სიხარული და სინანული. მსუბუქად „ვუბერავთ” მატარებლის დაგადუგის ფონზე და ეს თავისებური რომანტიკაა. ჩემთვის ფეხბურთის ამ ბუმბერაზ მეფეებთან ყოფნა აღმაფრენაა და აღტაცების უსაზღვრო დონე.

საერთოდ ფეხბურთელები ყოველთვის კონიაკს ვარჩევდით დასალევად. კუპეში სმა თბილისიდან დაიწყო.

მიშა მაგრად სვამდა, არ იმჩნევდა დათრობას. სხვებიც იყვნენ, ბლომად რომ სვამდნენ.

მოკლედ, გორში პურმარილი „ამოვიდა“ ჩვენს კუპეში, ხაშურში – ისევ, ზესტაფონში – ორი იმდენი, აღარაფერს ვამბობ სამეგრელოზე...

კრასნოდარში რომ ჩავედით, დავიქადნეთ, ჩემპიონები გავხდებითო და მივედით კიდეც ფინალამდე და... აქ კი იჩინა თავი ალკოჰოლმა მთელი ძალით: ფინალში მოსკოვის „ტორპედოს“ ვხვდებით. მოსკოვის „ტორპედოში“ მაშინ „მსოფლიოს რისხვა“, ყუმბარისებური დარტყმების ოსტატი – ედუარდ სტრელცოვი თამაშობდა. „სტრელცოვი უნდა გაითიშოს!” – იყო დავალება. ვიცოდი, რომ სტრელცოვს დალევა „არ სძულდა“, მატჩის წინ დავითრიეთ და, „ბრატოკ, ბრატოკის” ძახილში ორი ბოთლი (მარტო მას) კონიაკი „გრემი“ დავალევინეთ. „გაბრუვდება, აბა, რას  იზამს?“ – ვფიქრობდით დაიმედებულები.

გამოვიდა სტრელცოვი და ორი ბურთი შეგვიგდო მთვრალმა.  წავაგეთ 1-2.

– მივქარეთ, – ვთქვით მატჩის შემდეგ, _ სამი ბოთლი უნდა გადაგვეყლაპებინა...

სლავა მეტრეველს ჩაეცინა:

– კარგი გიქნიათ, რომ ორი დაალევინეთ. სამი რომ დაგელევინებინათ, 1:3 იქნებოდაო.

 

თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელის, გიორგი ჭილაიას ნაამბობის მიხედვით მოამზადა

 

 

скачать dle 11.3