კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

*** ახალგამოჩეკილი ქართველი ბიზნესმენი ამერიკაშია. შეხვედრები‚ სტუმრობები‚ რესტორნები... დაიღალა‚ ბოლოს მაგრად დათვრა და რესტორნიდან გამოსულმა ტაქსი გააჩერა. – თბილისში წამიყვან? – სად‚ საქართველოში? დალევა ნამეტანი მოგივიდა თუ „დაბოლილიც“ ხარ? – ნახე...

 

ქურდობაში ეჭვმიტანილი განმარტებას იძლევა:

– გუშინ სამსახურიდან დაღლილი დავბრუნდი. შევედი ბინაში‚ ვხედავ‚ ცოლი საყვარელთანაა. გამოვაღე კარადა‚ ყველაზე მაგარი კონიაკი ავიღე და ზალპით‚ ერთბაშად დავლიე... მწარედ ჩავფიქრდი... მერე კი ვხედავ – ჩემი ბინა არაა...

***

ესემესი უცნობი ნომრიდან:

– ლიკ! მიყვარხარ‚ ძალიან-ძალიან...

– მეც. 10 ლარი ჩამირიცხე‚ რა!

– შენ ლიკა ხარ?

– ჩამირიცხე და ვიქნები.

 

***

სასწავლო რეფორმების შესაძლო შედეგი:

მოდის ძალიან მოდურად ჩაცმული მამაკაცი. ფეხებთან მანქანას უჩერებენ:

– რაო‚ ცისფერო‚ რა გინდა ჩვენს უბანში?

– და თქვენ პასუხების რა ვარიანტები გაქვთ?

***

ყველამ იცის ზოოპარკის ვოლიერებზე გაკრული აბრის შინაარსი: „ლომები არ გამოკვებოთ“. მხოლოდ დამლაგებელმა იცის‚ რა წერია მეორე მხარეს: „ადამიანები არ შეჭამოთ“.

***

– ვა რა მაგრად გამოიყურები‚ წყლული აღარ გაწუხებს?

– ო‚ უკვე მეორე კვირაა, დედამისთანაა...

***

– ძუკუ‚ რატომ პასუხობ ტელეფონს მხოლოდ ათი ზარის შემდეგ?

– იფიქრებენ‚ რომ ძალიან დაკავებული ვარ‚ საქმიანი კაცი ვარ...

– და, როცა სახლის ტელეფონზე გირეკავენ‚ მაშინ?

– იფიქრებენ‚ რამხელა სახლი ჰქონიაო...

***

– იცით‚ ჩემს ცოლს არ მოსწონს‚ მე რომ ვხვრინავ?

– ჰოო, გასაგებია... რა გნებავთ‚ ხვრინვისგან გაგათავისუფლოთ თუ ცოლისგან?

***

საიდუმლო ობიექტთან შეიარაღებული გუშაგი დგას. ყველა მანქანას აჩერებს და საბუთებსა და სალონს უსინჯავს. ერთმა არ გააჩერა. გუშაგმა იარაღი ამოიღო‚ ისროლა და მძღოლი დაჭრა‚ მეორე გასროლით – მგზავრი და მანქანისკენ ყვირილით გაიქცა.

– კიდევ კარგი‚ რომ გააჩერეთ‚ თორემ, მესამედ უკვე ჰაერში აღარ ვისროდი...

***

სახინკლედან სამი ძმაკაცი გამოვიდა:

– ბიჭო‚ მგონი, ძვირი გადაგვახდევინეს..

– გადაგვახდევინეს და გადაგვახდევინეს... არც მე დავაკელი‚ როცა არავინ მიყურებდა‚ მარილს ეგრევე მუჭებით ვიყრიდი პირში‚ თან‚ სალფეთკები უნდა გენახა – ყოველ ლუკმაზე ვხევდი...

***

„იღბლიან ბორბალში“ სუპერთამაშია. დუტა კითხვის დასმას აპირებს:

– მინდა გაგაფრთხილო‚ რომ ორი კითხვისგან შედგება თუ ორივეს სწორად უპასუხებ‚ ბინას მანქანაც დაემატება. იმასაც გეტყვი‚ რომ მეორე კითხვა პირველზე გაცილებით ადვილია... რომლიდან დავიწყოთ?

– მოდი – მეორედან!

– ძალიან კარგი. რა დროს ვიყენებთ მას?..

განცხადება:

ახალგაზრდა ოჯახი იქირავებს ერთოთახიან ბინას ან ერთ ოთახს სამოთახიან ბინაში. წესრიგი-მესრიგი გარანტირებულია.

***

ხალხური მინიშნებები: თუ ღუმლის მილიდან კვამლი ზემოთ ადის‚ ესე იგი‚ სოფელში ვიღაც კიდევ ცხოვრობს.

***

ქიმიის გამოცდაზე სტუდენტი საკმაოდ ცუდად პასუხობს‚ ენა ებმება‚ წითლდება.

– ცოტა თამამად! არა უშავს‚ ნუ ნერვიულობ‚ შეიძლება ქიმია არ იცოდე‚ მაგრამ ძალიან კარგი ადამიანი იყო...

– ან‚ პირიქით‚ ბატონო პროფესორო‚ – სწრაფად უპასუხა სტუდენტმა.

***

რატომ არის‚ რომ თუ მაისურზე აწერია „ბათუმი“‚ „სიღნაღი“‚ „თბილისი“‚ – ყველა ფიქრობს‚ რომ ის ადამიანი ტურისტია‚ თუ „პარიზი“ ან „ნიუ-იორკი“ – ქართველი?!

***

– არ მესმის‚ რა უნდა გაწუხებდეთ‚ კაჟივით ჯანმრთელი ხართ‚ პულსიც საათივით გაქვთ აწყობილი...

– ექიმო‚ ხელი ზუსტად საათზე გიკიდიათ.

***

პროგრესი ჩვენს პლანეტაზე‚ განსაკუთრებით ბოლო წლებში‚  დიდი ნაბიჯებით დადის – 500-კილომეტრიანი‚ 1 000-კილომეტრიანი ნაბიჯებით... ასე რომ‚ ზოგიერთ ქვეყანაში ცალი ფეხიც კი არ დაუბიჯებია.

***

– ისეთი ცხოვრება წავიდა‚ სტანისლავსკის სისტემით უნდა იცხოვროს ადამიანმა.

– რა‚ თეატრალურად?

– არა‚ უბრალოდ‚ არავის არ უნდა დაუჯერო.

***

რუსებმა ტარანტინოს ახალი ფილმი შეუკვეთეს: „მოკალი ზურაბი!“

***

სექსშოპში მუდმივი კლიენტი შედის.

– ახალი რეზინის ქალები მივიღეთ‚ თბილი‚ გეფერება‚ მომენტებში ზურგზე გკაწრავს კიდეც... – შეეგება გამყიდველი.

– ეგ ხომ ძველია.

– არა‚ დამაცადე‚ ინტელექტსაც ავლენს...

– ო‚ ეგ კარგია‚ კარგი‚ მომეცი...

ერთი კვირის შემდეგ კაცი მაღაზიაში მიდის. უკმაყოფილოა.

– რა‚ არ გათბა‚ არ გეფერება‚ არ გკაწრავს თუ ინტელექტი არ გამოავლინა?

– საქმეც ეგაა‚ რომ გამოავლინა – უარს მეუბნება.

***

– შენზე ამბობდნენ‚ ორმეტრიანიაო... არადა 175-ზე მეტი არ იქნები...

– 25 სანტიმეტრი სხვა ადგილას მაქვს...

***

– აბრამ‚ რას ფიქრობ ციხეში სინაგოგის აშენებაზე? იქ უკვე ეკლესიაცაა‚ მეჩეთიც...

– ე‚ თუ ებრაელი ციხეში მოხვდა‚ ის ებრაელი არ ყოფილა და სინაგოგა რაში სჭირდება‚ უნდა ეკლესიაში შევიდეს და, უნდა – მეჩეთში..

 

скачать dle 11.3