კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უყვარდა მიქაელ ტარივერდიევს თბილისის ცა განსაკუთრებით და როგორ შეიქმნა „ბედის ირონიის” გენიალური რომანსები

 

მიქაელ ტარივერდიევი, რომლის გენიალური კინომუსიკა უფროსი თაობის (და არა მარტო) მსმენელს კარგად ახსოვს, თბილისში დაიბადა და გაიზარდა. მისი რომანსები ფილმებისთვის – „ბედის ირონია” და „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება” – დღესაც ისეთივე საყვარელი და ნაცნობია, როგორც მაშინ, როცა ამ ფილმებმა დღის სინათლე იხილა. თბილისში, მის მშობლიურ ქალაქში, ბოლო წლების განმავლობაში ორი შესანიშნავი საღამო მოეწყო, კომპოზიტორის შესახებ მისი საღამოს ერთ-ერთი ორგანიზატორი, ირმა სოხაძე გვესაუბრება.

– 2006 წელს, მოვაწყვეთ მიქაელ ტარივერდიევის შემოქმედებითი საღამო, რომელსაც დავარქვით – „იქნება მუსიკა”, გადავიღეთ ფილმი და ერთხელ გაუშვა „პიკმა”. რუსულ ენაზე იყო და სხვა მედიასაშუალებებს არ გაუშუქებიათ. სრულიად შემთხვევით, საიტზე წავაწყდი ინფორმაციას, რომ არსებობს ევრაზიის ტელერადიოაკადემია, რომელიც ყოველწლიურ კონკურსს ატარებს. გავაგზავნე ჩანაწერი და მერე დამავიწყდა კიდეც. მოულოდნელად დამირეკეს და მითხრეს, რომ თქვენი ჩანაწერი ძირითადი შემოქმედებითი კონკურსისთვის შეირჩა და იქნებ, ჩამობრძანდეთო. ფინალზე მივედი. ვიცოდი, გამარჯვებულებს შორის ვიყავი, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ პირველი ადგილი ავიღეთ. 

მიქაელ ტარივერდიევი თბილისში დაიბადა და გაიზარდა, მომავალში მან თავის ცხოვრებას წიგნი მიუძღვნა, რომელიც ამ ფრაზით იწყება: „ჩემი ბავშვობის ლურჯი ცა, თბილისის ცა“. 16 წლამდე აქ ცხოვრობდა. სკოლა და მუსიკალური სასწავლებელი რომ დაამთავრა, ერევნის კონსერვატორიაში ჩააბარა. „დედამ ერევანში გამიშვა, რადგან, იფიქრა, ასე უფრო ახლოს ვეყოლებოდი. მაგრამ ვარდისფერმა ქალაქმა არ მიმიღო”, – წერს ის. თუ რატომ? – უცნობია, ამაზე მაინცდამაინც ბევრს არაფერს ამბობს. თბილისელი სომხები იქ მეორეხარისხოვნად ითვლებოდნენ, სომხური ენაც კი თბილისში განსხვავებულია. ორი წელი იყო ერევანში და შემდეგ მოსკოვში წავიდა. მას მერე, რაც მოსკოვში აღიარება მოიპოვა, ერევანში არ ჩასულა – არა მგონია, იქ კონტაქტები ჰქონოდა. 

მამამისი 1937 წლის რეპრესიის მსხვერპლი გახდა. თუ არ ვცდები, კომერსანტი იყო, სახელმწიფო ბანკის დირექტორი და, საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობდნენ. დედა პედაგოგი ჰყავდა, თვითონ რამდენჯერმე დაქორწინდა. ბოლო, მესამე მეუღლე, ვერა ტარივერდიევა ძალიან უყვარდა. სხვათა შორის, შვილი არ დარჩენია და თავისი ნაწარმოებები უყვარდა შვილებივით. ვერა მისი სტუდენტი იყო და მამისხელა კაცი ყურებამდე შეუყვარდა. ვერა იყო მისი მეგობარი, თანამოაზრე და მესაიდუმლე. რაც შეეხება ყოფილ ცოლებს, მათ გაკვრით, თითქმის არც ახსენებს.

სახლი, რომელშიც ტარივერდიევი გაიზარდა, სოლოლაკში დგას, გრიბოედოვის თეატრთან ძალიან ახლოს. როგორც თვითონ იხსენებს, ზაფხულობით ფანჯრები სულ ღია იყო და ათასნაირი მუსიკის ჰანგი ისმოდა: ქართული პოლიფონია, სომხური, ჩერნის ეტიუდები... სხვათა შორის, მის მოგონებებში წერია, რომ გაკვეთილების შემდეგ ბავშვები გარეთ გაცვივდებოდნენ, ვიღაცა ვიღაცას ჩანთას  ურტყამდა, ხმაურობდნენ, მაიმუნობდნენ, პატარა მიქაელს კი ეს საერთოდ არ აინტერესებდა, მაშინვე სახლისკენ მიეშურებოდა ხოლმე. ბიჭები  დასცინოდნენ – შე მშიშარა, სად გარბიხარო, მაგრამ, საერთოდ არ ანაღვლებდა მათი აზრი – „მე ვიცოდი, რომ მუსიკა მელოდა!” 43-ე სკოლაში სწავლობდა და სხვათა შორის, მეშვიდე კლასში ამ სკოლის ჰიმნი დაწერა. ვეცადე, მომეძიებინა, მაგრამ, ვერ ვიპოვე. ფორტეპიანო სახლში არ ჰქონდათ და მეზობელთან მეცადინეობდა. რომ შედიოდა, აღარ გამოდიოდა, მთელი დღე იჯდა და უკრავდა. შეიშალა და გაბეზრდა ეს მეზობელი, მივიდა მამამისთან და უთხრა: იცი რა, უყიდე შენს შვილს პიანინო, ნუ გამიწყალე გულიო. 16 წლისამ დაწერა ორაქტიანი ოპერა, რომელიც თბილისის ოპერის თეატრში დაიდგა. და, ჰონორარით, იცით, რა იყიდა? – შლაპა! იმდენად მცირე ჰონორარი აიღო (იცინის).  იტალიურ ეზოში ცხოვრობდა და ძალიან თბილ გარემოში გაიზარდა. სკოლის ეგრეთ წოდებული „შპანაც” კი მრავალეროვანი იყო, მაგალითად, მაშინდელი პლეხანოვის „შაიკას”, იცით, ვინ ხელმძღვანელობდა? ვალოდია ბურაკოვსკი იყო ატამანი, მომავალში ძალიან ცნობილი კარდიოქირურგი, აკადემიკოსი და, კიდევ, ევგენი პრიმაკოვი! – წარმოგიდგენიათ?! და მაინც, როცა ტარივერდიევს ეკითხებოდნენ, ეროვნების შესახებ, ის პასუხობდა, რომ ნაციონალობით იყო ტარივერდიევი, მეგობრებმა კი ხუმრობით „პაჩტი ვერდი-ევი” შეარქვეს (ვერდის გათამაშებით). 

– ერევნიდან მოსკოვში წავიდაო, თქვით. რას ყვება ამ პერიოდის შესახებ?

– ჩავიდა მოსკოვში და აბარებს ინსტიტუტში. იცით, რა კონკურსია? ერთ ადგილზე 28 კაცი! „არაფერი არ ვიცი, მოუმზადებელი ვაბარებ, არავის ვიცნობ, არც ვინმე მიცნობს. შევედი, დავუკარი, ვიმღერე და ისეთ ხასიათზე გამოვედი, სიკვდილი მინდოდა. მოვდივარ, რაღაცნაირად, ბურანში გახვეული და ვხედავ, ჩემ გვერდით ყავისფერი „პობედა” ჩერდება. იქიდან ცნობილი, შესანიშნავი კომპოზიტორი, არამ ხაჩატურიანი გადმოვიდა, ჩემთან მოვიდა და მითხრა: გილოცავ, შენ გენაცვალე, თეთრ ცხენზე ამხედრებული შემოხვედი უნივერსიტეტშიო. ძლივს მოვედი აზრზე, რას მეუბნებოდა”, – წერდა ტარივერდიევი თავის წიგნში. თურმე, იმდენად მოეწონათ, იმდენად ნიჭიერი და გამორჩეული იყო, სულ ხუთები მიუღია ყოველგვარი პროტექციის გარეშე. 

– როგორც ვიცი, კინო უყვარდა გამორჩევით.

– დიახ, ძალიან. მას აქვს დაწერილი ოპერები, მუშაობდა თეატრში, მაგრამ, თეატრში მუშაობას კინოში მუშაობა ერჩივნა – ჯერ ერთი, კინოს უფრო სხვა მასშტაბები აქვს, ვიდრე თეატრს, უზარმაზარ აუდიტორიას მოიცავს და, თან, რამდენჯერმე შეგიძლია, ნახო. მარტო მე ათჯერ მინახავს „ბედის ირონია” და, ხომ არიან ამ ფილმის ფანატებიც, ზეპირად რომ იციან?! ტარივერდიევს 100-ზე მეტი ფილმისთვის აქვს მუსიკა დაწერილი, მაგრამ გამორჩევით ალბათ, მაინც „ბედის ირონია” და „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება” უყვარდა. 

ძალიან ახალგაზრდა იყო, კომპოზიტორთა კავშირში რომ მიიღეს – 25 წლის, ანუ, მაშინვე, როგორც კი კონსერვატორია დაამთავრა. ზუსტად ერთ წელიწადში კი კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრიც გახდა, რაც საშუალებას აძლევდა, არსად არ ემუშავა და ეწერა ის მუსიკა, რომელიც უნდოდა. ეს ისეთი ბედნიერებაა, – ამომბდა ტარივერდიევი, – მე ვფიქრობ, მოცარტს დღეს რომ ეცხოვრა, აუცილებლად კინომუსიკას დაწერდაო. სულ ამბობდა, მე არ ვწერ შლაგერებს და ამიტომაც არ ვარ მდიდარიო. არადა, ცუდად არ ცხოვრობდა, რა თქმა უნდა, ისე ვერა, როგორც მიშელ ლეგრანი ან მისი სხვა უცხოელი კოლეგები. მოშურნე ბევრი ჰყავდა და ცდილობდნენ, გული ეტკინათ მისთვის.  ხშირად სტკენდნენ გულს, გულის ინფარქტით გარდაიცვალა სწორედ. 

– ალა პუგაჩოვასთან ურთიერთობაზე თუ იხსენებს რამეს?

– ალა პუგაჩოვაზე იხსენებს ასეთ ფაქტს: „უნიჭიერესი იყო, პირველად რომ მოვიდა, ჰოდა, მეორე დღეს ყველამ საოცრად ცნობილებმა გავიღვიძეთ. რამდენიმე თვეში ტელეგადაცემაში მიგვიწვიეს. მანამდე ალა მოვკალით – 34 დუბლი ჩავწერეთ. ის ყვიროდა, ჩხუბობდა და გარბოდა, ძლივს ვაბრუნებდით. მაგრამ საოცარი გამოვიდა. და, გადაცემაში რომ მოვიდა, უცებ ალამ უხეშად და გამომწვევად დაიწყო სიმღერა, სულ სხვა ხასიათით. მე შევწუხდი და ვარწმუნებდი, რომ ეს სიმღერა ფაქიზად უნდა ემღერა და არა ასე. მოკლედ, ვიჩხუბეთ”...  ამის მერე დიდხანს არ სცემდნენ ერთმანეთს ხმას. რამდენიმე წლის შემდეგ სოჭში შეხვდნენ ერთმანეთს. ალა ბორისოვნა მივიდა ტარივერდიევთან და უთხრა: მიქაელ იონოვიჩ, მე მომწონს, რომ თქვენ ჩემით არ ხართ ავადო. იცნობდა ვლადიმირ ვისოცკისაც, რომელთან ერთადაც იმუშავა ფილმზე „პოსლედნი ჟულიკ”. „ვალოდიას მე შევხვდი სპექტაკლზე – „კეთილი კაცი სეჩუანიდან”, შემდეგ სხვადასხვა კამპანიაში ვხვდებოდით. იგი მღეროდა და მე ეს ძალიან მომწონდა. მაშინ ის ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, მხოლოდ თეატრალურ წრეებში იცნობდნენ. შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა, ძალიან სახალისო იყო. მე ვუკრავდი და ვალოდია მღეროდა”, – წერს ის თავის მოგონებებში.

– თუ ჰქონდა განსაკუთრებით საყვარელი ადგილი?

– სოხუმი უყვარდა ძალიან. ეს იყო ქალაქი, რომელიც სინათლესა და სიკეთეს ასხივებდაო, – წერს. ერთხელ კანის კინოფესტივალზე იყო საპატიო სტუმრად მიწვეული, პრიზიც მიიღო. ფესტივალი რომ დასრულდა, ორგანიზატორებმა შესთავაზეს, ჩვენი ხარჯით კანში ათი დღით დარჩიო. „მე უარი ვუთხარი – დიდი მადლობა, მაგრამ, საგზური მაქვს და სოხუმში უნდა წავიდე-მეთქი. როგორც გიჟს, ისე შემომხედეს. მაგრამ, რა ვქნა, გულწრფელად მერჩივნა სოხუმში”, იხსენებს კომპოზიტორი. 

– ქართველებიდან ვისთან მეგობრობდა?

– თითქმის არავისთან. ლელა ლაღიძისგან ვიცი (ისიც იქ ისვენებდა ხოლმე), რომ, როცა ჩამოდიოდა, ის და როდიონ შჩედრინი მაინც ცალკე, თავისთვის იყვნენ; ბიძინა კვერნაძესთან და რეზო ლაღიძესთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა, დიდად ვერ მეგობრობდა. ცოტა თავისებური კაცი იყო. ეტყობა, ეს ქართული სუფრა და სმა არ უყვარდა მაინცდამაინც. 

– წავიკითხე, რომ კოპოლას იცნობდა.

– დიახ. ტარივერდიევი ასე იხსენიებს მისი გაცნობის ეპიზოდებს: ლოს-ანჯელესში ყოფნისას სტუდია „ვორნერ ბრაზერსი” დაგვათვალიერებინეს და გაგვაცნეს ფრენსის ფორდ კოპოლა, რომელმაც „ნათლიმამას” ჩვენებაზე დაგვპატიჟა. ამერიკაში უკვე გადიოდა ეს ფილმი, საბჭოთა კავშირში – არა. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ფილმმა ჩემზე. მერე სამონტაჟოში მიგვიწვია. გამაოცა იმან, რომ სამონტაჟოში ეწეოდა, ამის გამო „მოსფილმში” დიდ სკანდალს მოაწყობდნენ – აკრძალული იყო... ” და,  გააოცა იმან, რომ კოპოლაც კი ცენზურაზე ბრაზობდა. ტარივერდიევმა ამერიკაში ამერიკის მუსიკალური აკადემიის პრემიაც მიიღო – ეს იყო ნიუ-იორკში. 

 

 

скачать dle 11.3