კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ მოინდომა სოფო სებისკვერაძის გადაკეთება და რის გამო დაანგრია მან ოჯახი

 

სოფო სებისკვერაძეს ეკრანიდან იცნობთ. ქერა ლამაზმანი, მერლინ მონროს ჰგავს. თუ პროფესიონალი ვიზაჟისტის ხელით მას სწორ მაკიაჟსა და თმის ვარცხნილობას გაუკეთებთ და მერლინ მონროს სურათს დაუდებთ გვერდით, დარწმუნებული ვარ, „ათ განსხვავებას“ ვერ იპოვით. 

პირველად სოფო ეკრანზე სარეკლამო რგოლში გამოჩნდა, შემდეგ იყო ნიკა ხომასურიძის ფილმი „დიდგორი“, სადაც მას ეპიზოდური როლი ჰქონდა, მას მოჰყვა ქართული სერიალი – „მესამე თაობა“, ბოლოს – „მამაჩემის გერლფრენდი“ და „ჭამა და სექსი“. ამ ბოლო ფილმმა კი გულისსწორიც აპოვნინა – ფილმის რეჟისორსა და მსახიობს ერთმანეთი შეუყვარდათ. სოფოს საინტერესო წარსული პირადი ცხოვრება  აქვს. მის მიმართ ინტერესი ახლა კიდევ უფრო დიდია, ოღონდ, ამჟამად გიორგი ლიფონავას გვერდით.

– სოფო, წარმოგიდგენია, მსახიობი რომ არ ყოფილიყავი? იმდენად საინტერესო გარეგნობა გაქვს, სხვა პროფესიაში, ალბათ, თავს კარგად ვერც იგრძნობდი.

– ბავშვობაში ძალიან მიყვარდა თეატრი და კინო და ბავშვთა მუსიკალურ თეატრში დავდიოდი. ამიტომ, ჩემთვის უცხო არ იყო თეატრალურში ჩაბარება. მაგრამ, როცა დადგა გამოცდების პერიოდი, დედაჩემს პროტესტი გაუჩნდა, ოღონდ, იმიტომ არა, რომ არ უნდოდა, მაინც ვერ ჩააბარებ და ტყუილად გული გეტკინებაო. გამოცდებზე მარტო მივედი, ვიღაც-ვიღაცეების პროტექციის გარეშე და, მოხდა ისე, რომ უფასოზე ჩავირიცხე. არც ერთ საგანში არ ვემზადებოდი, პროგრამაც კი არ ვიცოდი. შემდეგ ნაადრევად შევქმენი ოჯახი. მერე ფაკულტეტის შეცვლა მომიწია. სულ ორწელიწად-ნახევარი ვისწავლე სამსახიობოზე, ბოლოს ხელოვნებათმცოდნეობა დავამთავრე.

– უკვე ვხვდები, რატომაც შეიძლებოდა, შეგეცვალა პროფესია – ქმარს არ მოსწონდა, სამსახიობოზე რომ სწავლობდი.

– რა თქმა უნდა, ეს არ იყო ჩემი ნება. ამის გამო ძალიან მტკიოდა გული და სერიოზული დეპრესია მქონდა. ყველანაირად ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ ეს იყო ჩემი საყვარელი საქმე, მაგრამ, მან ჩემი გადაკეთება მოინდომა და  ჩვენი ოჯახის დანგრევის ერთ-ერთი მიზეზი, ეს იყო. თავიდან მეგონა, რომ მისი მხრიდან პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, ურთიერთობაში რაღაცეები მაინც შეიცვალა. ძალიან დიდი დისკომფორტი მქონდა. 

– კიდევ რა იყო მიზეზი, რის გამოც ქმრისგან წამოხვედი?

– ბუნებრივია, მხოლოდ ეს არ იყო ჩვენი დაშორების მიზეზი, იქ სხვა რაღაცეებიც ხდებოდა. უბრალოდ, მე ვარ ისეთი, რომ ჩემი კომფორტისთვის სხვას დისკომფორტს არ შევუქმნი, ამიტომ გამოვეცალე.

– ცოტა შენი ბრალიც ხომ არ იყო? შეიძლება, ძალიან მომთხოვნი იყავი მის მიმართ.

– არა, თავს არ ვიდანაშაულებ, სულაც არ ვარ მომთხოვნი. სხვადასხვა ხასიათის ადამიანები აღმოვჩნდით, მართალია, შეყვარებულები ვიყავით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სათანადოდ არ ვიცნობდით ერთმანეთს. ერთად სულ ხუთი წელი ვიცხოვრეთ. დაახლოებით, ორ წელიწადში ზუსტად მივხვდი, რომ ერთად ვეღარ ვიცხოვრებდით, რადგან არაფერი კარგი არ ხდებოდა. ერთ სახლში ვცხოვრობდით, თორემ, არანაირი ურთიერთობა ერთმანეთთან არ გვქონდა. ბოლოს დავრწმუნდი – ეს მდგომარეობა ზიანს აყენებს ჩემს ფსიქიკას. იმისთვის, რომ ცხოვრება გამეგრძელებინა (მე ხომ მარტო ჩემს თავს არ ვეკუთვნოდი, მყავდა შვილი), გადავწყვიტე, ჩემი ფეხით წამოვსულიყავი ქმრის ოჯახიდან.

– არ ნანობ?

– არა, არ ვნანობ. პირიქით, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი. სხვათა შორის, ახლა უფრო კარგი ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე ერთად ცხოვრებისას გვქონდა. 

– ესე იგი, ოჯახი დაინგრა, მაგრამ, თქვენ შორის ურთიერთობა არ გაფუჭებულა. აქედან გამომდინარე, ალბათ, შენს ყოფილ ქმარს რამდენჯერმე ჰქონდა იმ ურთიერთობის აღდგენის სურვილი, რასაც ცოლქმრობა ჰქვია.

– თავიდან იყო შერიგების მცდელობები მისი მხრიდან, მაგრამ, არ მინდა წარსულში დაბრუნება, მით უმეტეს, ამ ადამიანთან ერთად. რომ გავთხოვდი, ძალიან მალე მივხვდი, რომ მის გვერდით ვერ ვიცხოვრებდი, უბრალოდ, მოვკვდებოდი. მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი წელი დავკარგე უნაყოფოდ. ჩვენ გარშემო ახლობლები, მეგობრები, ყველა დარწმუნდა, რომ მართლა არ ღირდა. იცი, რა არის? ოცდაათი წლის ვარ და სულ რაღაც სამი წელია, გამოვჩნდი ეკრანზე. ყველაზე კარგი წლები, რომელშიც ადამიანმა უნდა ჩააქსოვოს განვითარება და გამოცდილება, მე ტირილში და დეპრესიაში გავატარე.

– როგორი იყო დეპრესია?

– არ ვჭამდი, არ ვსვამდი და სულ ვიწექი. ოჯახის წევრები, მეგობრები მიკიჟინებდნენ აქედან, იქიდან, რომ ასე არ შეიძლება, მაგრამ, ამ მდგომარეობიდან გამოსვლის არანაირი სურვილი არ მქონდა. წამოვედი თუ არა ჩემი ქმრის ოჯახიდან, უძილობაც გამიქრა და ყველაფერი.

– ალბათ, გიორგისთან ეს პრობლემა არ გექნება.

– არც ახლა ვფიქრობ, ოჯახი შევქმნა, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. ხელოვნებათმცოდნეობა დავამთავრე და ზოგადად, იმდენი ინფორმაცია მივიღე, რაღაც მომენტში, თითქოს განვიცდი კიდეც, ამ კუთხით რომ არ ვმუშაობ, თითქოს მთელი ეს ინფორმაცია ჩემში დაილექა. რეალურად კი, მირჩევნია, რაღაც შევქმნა, ვიდრე ვიღაცის შექმნილზე რეცენზია დავწერო და გავაკრიტიკო. ხელოვნებთმცოდნეობა კი უფრო იმას მოიცავს, რომ ვიღაცის ნაშრომი შეაფასო. მე პირიქით ვარ, მირჩევნია, თვითონ შევქმნა რაღაც, დავიხარჯო და ეს სხვამ შეაფასოს. რაღაც პერიოდი, იცი, როგორ ვგრძნობდი თავს? აი, რომ იტყვიან, თავის კანში ვერ ეტევაო. დამატებით ვსწავლობდი ფოტოგრაფიას, ვიღებდი, ვამჟღავნებდი, შემდეგ მივდიოდი ჩემი მეგობრის სტუდიაში, და სიმღერებს ვწერდი, მაგრამ, ამას იმიტომ არ ვაკეთებდით, რომ გამოვჩენილიყავით, ისე, ჩვენთვის ვაკეთებდით რაღაც კომპოზიციებს, ვერთობოდით. სიმღერა ძალიან მიყვარს და მინდოდა, მაგრამ, არ მქონდა იმის საშუალება, რომ მსმენელისთვის მიმეწოდებინა. ქმარი არ მაძლევდა უფლებას, სადმე სცენაზე გამოვსულიყავი.

– მასთან რომ დარჩენილიყავი, ალბათ, დღეს საერთოდ არავისთვის იქნებოდი ცნობილი სახე.

– რა თქმა უნდა. ქმართან რომ დავრჩენილიყავი, დღეს რა ვიქნებოდი ან, საერთოდ, ვიქნებოდი თუ არა რამე, არ ვიცი, იმიტომ, რომ, სერიოზულად ვმკურნალობდი. სხვათა შორის, ჩემი ექიმი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ვერანაირი ანტიდეპრესანტი ან ტრანკვილიზატორი ვერ გიშველის, თუ თვითონ არ დაეხმარე საკუთარ თავსო. მთავარია, თავად შთააგონო შენს თავს და გაძლიერდე. როდესაც ჩემი ქმრისგან წამოვედი, ყველა მედიკამენტი გვერდზე გადავდე, არც ერთი აბი აღარ მიმიღია.

– გიორგი ფილმზე მუშაობის დროს გაიცანი?

– გიორგი გავიცანი ჯერ კიდევ „მესამე თაობაში“ რომ ვთამაშობდი, მაგრამ, მაშინ ჩვენ შორის საერთოდ არაფერი ხდებოდა. იმდენად მკაცრი და შეუვალი მეგონა, საერთოდ არ მიმიქცევია მისთვის ყურადღება. მერე მოხდა ისე, რომ მესიჯები მომწერა. დავიბენი, არ ვიცოდი, რა პასუხი მიმეწერა და მარტო „სმაილებს“ ვუგზავნიდი. იცი, როგორი დამოკიდებულება მქონდა მის მიმართ? როგორც სკოლის მოსწავლეს მასწავლებელთან. რამდენჯერმე იგნორირება გავუკეთე და მისაყვედურა, რატომ არ მპასუხობო. ორი წელია, რაც ერთად ვართ. ერთ ჭერქვეშ არ ვცხოვრობთ, მაგრამ, ერთად ძალიან ხშირად ვართ. 

– მართალია, შენ და გიორგის ერთმანეთი გიყვართ, მაგრამ, ალბათ, არის რაღაც-რაღაცეები, რაც არ მოგწონთ და შენიშვნებს აძლევთ ხოლმე ერთმანეთს?

– ალბათ, არის რაღაცეები, რაც არ მოგვწონს ერთმანეთის, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ ამას ხაზი გავუსვათ. გიორგი ძალიან თბილი ადამიანია. როცა გიყვარს, გგონია, რომ ის არის ყველაზე ჭკვიანი და ლამაზი, ყველაზე კარგი. იდეალური არ არსებობს, მაგრამ, ვინც გიყვარს, ის არის შენთვის იდეალური. ასე არ არის?

– ეს პირადად შენ არ გეხება, მაგრამ, ალბათ, შენც გაგიგია, როცა ვიღაცის პოპულარობაზე უთქვამთ, რომ ეს იმან გაქაჩა, ეს ამის საყვარელია და ასე შემდეგ...

– „ჭამა და სექსმა“ ერთ-ერთი უმთავრესი წვლილი შეიტანა ჩემს პოპულარობაში, მაგრამ, ჩვენი პირადი ურთიერთობა არანაირად არ ერევა საქმეში. სულაც არ მაინტერესებს, გიორგი გადამიღებს თუ არ გადამიღებს ფილმში, ერთმანეთთან სულ სხვა მომენტი გვაქვს. სანამ გიორგისთან ვიქნებოდი, მანამდე მიცნობდა ეს შემოქმედებითი ჯგუფი, მიძახებდნენ გადაღებებზე. ეს მომენტი ჩემს ცხოვრებაში პირადს არანაირად არ ეხება. შეიძლება, ჩემი კარიერისთვის გიორგი ლიფონავას შეყვარებულობა სულაც არ იყოს სახარბიელო, მაგრამ მე კარგად ვგრძნობ თავს ამ ადამიანთან.

– კარგი. ახლა შენს იმიჯზეც ვისაუბროთ. მერლინ მონროს იმიჯი როგორ მოირგე?

– არ ვიცი, როგორ მოვირგე. პატარა რომ ვიყავი, მეზობლის სახლში, მეგობართან, ვთამაშობდით. შემთხვევით თოჯინას ქერა პარიკი დავიხურე და უცებ მეგობრის დედამ იყვირა – ვაიმე, რა მაგრად ჰგავხარ მერლინ მონროსო. არ ვიცი, ვგავარ თუ არა, მაგრამ, როცა ქერად გაქვს თმა შეღებილი, თეთრი ხარ და წითელ პომადას ისვამ, რაღაცნაირად ემსგავსები, ყოველ შემთხვევაში, იერით. თქვენი აზრით, ვგავარ?

– იერით ჰგავხარ, მაგრამ მერლინ მონროს სულ სხვანაირი სახის ნაკვთები, თვალ-წარბის მოყვანილობა ჰქონდა.

– ერთხელ მე და ჩემმა მეგობარმა სამოყვარულო დონეზე გადავიღეთ ფოტოები და „ფეისბუქზე“ დავდეთ. მაშინ დაწერეს საიტზე, რომ ქართველი მერლინ მონროაო. შემდეგ აზერბაიჯანელებმა ნახეს და რეკლამაში გადამიღეს. მინდა, ჩემს საკუთარ თავს ვგავდე, მონროს არანაირად არ ვბაძავ. ჯობია, ინდივიდუალური იყო, ვიდრე ვიღაცას ჰგავდე.

 

 

скачать dle 11.3