კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა გაითვალისწინოთ ოჯახის შექმნის წინ და რატომ უნდა მიაქციოთ ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება დაბადების წლებს

 

ქორწინებისთვის მეტად მნიშვნელოვანია ენერგეტიკულად ყველაზე ძლიერი ვექტორული წრის სტრუქტურა, რადგან ის აყალიბებს თანასწორობას ნიშანთა თორმეტივე წყვილს შორის. ასევე, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, თუ რამდენი წელია სხვაობა მეუღლეთა შორის, კერძოდ:

ერთ წელს დაბადებულები (თანატოლები) – ქორწინება, საქმიანი პარტნიორობა არ არის სასურველი და თუ მათ სოციალური ამბიციები არ აქვთ და სურთ, მთელი ცხოვრება ერთმანეთის გვერდი-გვერდ ჩუმად ისხდნენ ტელევიზორთან, მაშინ, ერთ წელს დაბადებულ ადამიანთა კავშირი მისაღებია, მაგრამ, თუ მათ ლიდერის ხასიათი აქვთ, კონფლიქტებისა და დაპირისპირების ალბათობა ძალიან მაღალია.

სხვაობა 1 წელი – ხელს უწყობს სიმდიდრის დაგროვებას. ასეთი პარტნიორები ეხმარებიან ერთმანეთს ფულის მოპოვებაში. როგორც სასიყვარულო, ასევე, საქმიანი კავშირების შედეგად, ადვილდება ვალების გასტუმრება.

სხვაობა 2 წელი – სიმდიდრის დაგროვების პერსპექტივები, ფაქტობრივად, არ არსებობს; სამაგიეროდ, თქვენ გარანტირებული გექნებათ გრძნობების სიუხვე, სულიერი განვითარება, ერთიანობა სექსში. ზოგჯერ ასეთი კავშირები ხანმოკლეა.

სხვაობა 3-9-12 წელი – ასეთი ასაკობრივი განსხვავება  კრიტიკულია. ეს ადამიანები ერთმანეთს მოუტანენ განცდებს, ბრძოლას, კონკურენციას, დაპირისპირებას, მაგრამ, ვისაც მძაფრი შთაბეჭდილებები, ბრძოლა სურს, – მათთვის ასეთი ერთიერთობა, შეიძლება, საინტრესო და პროდუქტიულიც კი აღმოჩნდეს, თუმცა, 9-წლიანი განსხვავების შემთხვევაში, მაინც რთულია ჯანმრთელი კონკურენციის მიღება, უფრო ინტრიგების ქსელში გაბმული შეიძლება აღმოჩნდეთ.

სხვაობა 4 წელი – ჰარმონიული ურთიერთობების ალბათობაა. ბევრია საერთო ინტერესი. შესაძლებელია საერთო ბიზნესი, მოგზაურობა.

სხვაობა 5-10-15 წელი – კარმული კავშირია: ადამიანები აბრუნებენ კარმულ ვალებს და თავისუფლდებიან იმისგან, რაც მათ ან მათთმა წინაპრებმა დააგროვეს. ასეთ საქორწინო თუ საქმიან ურთიერთობებში მეტად პრივილეგირებულია უმცროსი პარტნიორი – მისი შესასრულებელი ამოცანები უფრო მსუბუქია. ასეთ კავშირებს ჰარმონიულს ვერ დავარქმევთ, თუმცა, ისინი ხელს უწყობს ცხოვრებისეული გზის სწორ არჩევანს, სულიერ განვითარებას, ფსიქოკომპლექსებისგან გათავისუფლებას.

სხვაობა 6 წელი – სახიფათო შეხამებაა, არსებობს დისჰარმონიული ტენდენციები. არ არის სასურველი.

სხვაობა 7-14 წელი – საგრძნობლად ართულებს ცხოვრებას. იწვევს ნეგატიური ტენდენციების, ენერგიების მოზიდვას. მაღალია ღალატის ალბათობა. სამაგიეროდ, საიდუმლო კავშირებისთვის, ანუ, თუ არ გსურთ ურთიერთობის აფიშირება, ასეთი ურთიერთობები იდეალურია.

სხვაობა 8 წელი – ჰარმონიული ურთიერთობები, შემოქმედებითი ურთიერთობის გამოვლენა.

სხვაობა 16 წელი – პარტნიორები იდეალურად ავსებენ ერთმანეთს. აქ არის თვითშემეცნების პროცესი, მაგრამ, ცხოვრებისეულ გზაზე შეჩერება, გაყინვა, წინსვლაზე უარის თქმა – ანგრევს ამ კავშირს.

სხვაობა 11 წელი – მოულოდნელობებით აღსავსე კავშირია – აზარტი, ერთიანობა და წინააღმდეგობა ერთროულად. შესაძლებელია ასეთ პარტნიორთან ურთიერთობისას დაწეროთ ბესტსელერი. არ არის გამორიცხული, რომ არაამქვეყნიურმა განცდამ, გრძნობამ მილიონი მოგაპოვებინოთ, თუმცა იმავე ალბათობით, შეიძლება დაკარგოთ ყველაფერი.

სხვაობა 13 წელი – არ გვპირდება მსუბუქ ურთიერთობებს, მაგრამ, თუ თქვენ არ გეშინიათ საბედისწერო სიტუაციების და მიილტვით სულიერი ტრანფორმაციისკენ, მაშინ, ასეთი კავშირები თქვენთვის საინტერესო იქნება.

 

скачать dle 11.3