კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

 

კითხვა: დავიბადე 1994 წლის 29 ივნისს, დილის 10 საათზე. ასტროლოგიური კუთხით რომელ სფეროში მელის წარმატებები მომავალში?

პასუხი: თქვენთვის წარმატების მომტანი პროფესიებია: მედიცინიდან  – სასწრაფო დახმარების სფერო, რეანიმატოლოგია, გინეკოლოგია, სტომატოლოგია, ქირურგია, ფსიქიატრია, არატრადიციული მედიცინა, კერძოდ, ფიტოთერაპია, ჰომეოპათია; ასევე, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, საგამომძიებლო საქმე, კონტროლის პალატა, საბაჟო, საგადასახადო საქმე, სადაზღვევო კომპანიები და დეპარტამენტები, პედაგოგიური მოღვაწეობა, ფილოსოფია.

კითხვა: დავიბადე 1976 წლის 16 ივნისს. რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე?

პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, წარმოაჩინოთ უშიშარი სულისკვეთება. იყავით საკუთარი პოზიციების დამცველი, მებრძოლი, დისციპლინირებული, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი. იყავით ერთგული და ირგვლივაც ერთგული ადამიანები შემოიკრიბეთ. ამავდროულად, იყავით ფრთხილი, სტაბილური გახადეთ თქვენი ცხოვრება. ამის გათვალისწინებით მეტად წარმატებული იქნებით და თქვენს კარმულ მისიასაც შეასრულებთ დედამიწაზე.

კითხვა: დავიბადე 1980 წლის 9 ივნისს, დილის საათებში. მინდა გერმანიაში სამუშაოდ წასვლა. მაინტერესებს, თუ არის ეს ქვეყანა ჩემთვის მისაღები და, ზოგადად, რომელი უცხო ქვეყანაა ჩემთვის წარმატებების მომტანი?

პასუხი: უცხოეთი არ არის თქვენი კარმული მისია და, შესაბამისად, დიდი წარმატებების მომტანიც არ არის, თუმცა, არც ცუდია. გერმანია, ზოგადად, მისაღებია, იქ წარმატების მეტი შანსი გაქვთ, თუმცა, წინაღობები და ბარიერებიც მოსალოდნელია. თქვენთვის უკეთესია ჩეხეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, შვეიცარიის დასავლეთი ნაწილი. იტალიის ჩრდილოეთი  ნაწილი, ავსტრია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან კი – კალიფორნიის შტატი. 

კითხვა: დავიბადე 1976 წლის 13 დეკემბერს, დილის 11 საათზე. რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან მელის მშვიდი და იდილიური ოჯახური თანაცხოვრება?

პასუხი: პარტნიორული და ოჯახური ურთიერთობები თქვენთვის კარგია შემდეგი ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან: მერწყულთან, კუროსთან, ვერძთან და სასწორთან. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან, რადგან, დიდი შანსია, კონფლიქტები და გაუგებრობები შეგექმნათ.

კითხვა: დავიბადე 1967 წლის 21 იანვარს, დილის 8-ის ნახევარზე. მინდა უცხოეთში წასვლა და ძალების იქ მოსინჯვა. თუ არის მიზანშეწონილი ჩემი გამგზავრება და რომელ ქვეყანას მირჩევთ?

პასუხი: უცხოეთი თქვენთვის არც კარგია და არც ცუდი, ის საშუალოა. ქვეყნებიდან კი მისაღებია: ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, ჩეხეთი, რუმინეთი, შვეიცარიის დასავლეთი ნაწილი, იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი; ამერიკის შეერთებული შტატებიდან – კალიფორნიის შტატი; კუნძული კორსიკა, სიცილია, უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, პოლონეთი, ბელგია, მოლდოვა, არგენტინა, ფინეთი, ლატვია და ისრაელი.

 

скачать dle 11.3