კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ “დაავალა„ წმიდანად შერაცხილმა გიორგი მხეიძემ ქეთი მხეიძეს ხატების წერა

 

 

გაზეთ ,,საქართველოს ლირიკის” ინიციატივით, ელიტური საზოგადოების გამოკითხვის შედეგად  ხელოვნების სფეროში ოცდამეერთე საუკუნის  ათწლეულის  ვირტუოზებად დასახელდნენ: ნინო ანანიაშვილი, დათო საყვარელიძე, გოგი ჭიჭინაძე, ნიკა მემანიშვილი, ვახტანგ კახიძე, გია ბაღაშვილი, ნინო სუხიშვილი, ფრიდონ სულაბერიძე (უმცროსი), ლადო ალფენიძე (უმცროსი), ქეთი მხეიძე და რუსუდან ფეტვიაშვილი.

ქეთი მხეიძე: ისეთი ადამიანების გვერდით ყოფნა, ვინც ოცდამეერთე საუკუნის ვირტუოზთა სიაშია დასახელებული, ნებისმიერი მოკვდავისთვის (ხელოვანისათვის) უდიდესი პატივია. 

– 2006 წლიდან პატრიარქის კურთხევით  წერთ ხატებს. თქვენი დაწერილი ხატები საქართველოს სხვადასხვა ეკლესიაშია დაბრძანებული.

– ალბათ, ისეთ სერიოზულ საქმეს, როგორიც ხატწერაა, ვერ გავბედავდი და ხელს ვერ მოვკიდებდი, რომ არა ერთი საინტერესო ფაქტი. მოგეხსენებათ, ჩემი გვარი მხეიძეა. წმიდა დავით და კონსტანტინე მხეიძეებს ჩემი წარდგინება არ სჭირდებათ, მაგრამ, 2003 წელს, წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, ჩვენს გვარს მესამე წმინდანი შეემატა: ერობაში გიორგი მხეიძე, იოანე ბეთანიელის სახელით შეირაცხა წმინდანად, საუბარია ბეთანიელ ბერებზე – გიორგი მხეიძეზე და იოანე მაისურაძეზე, რომელთა წმიდა ნეშტები დავანებულია ბეთანიის მონასტრის ეზოში. რომ არა მათი უდიდესი ძალისხმევა 1940–60-იან წლებში, დღეს, შესაძლოა, ამ ულამაზესსა და უძველეს კომპლექსს აღარ ეარსება. ბევრი რომ არ გავაგრძელო, საჭირო გახდა წმიდანის ხატის დაწერა. მხეიძეთა გვარის წარმომადგენლებმა ეს საპასუხისმგებლო საქმე მე დამავალეს. კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, მომცა კურთხევა, შემდგომ ცნობილმა ფერმწერმა და ხატმწერმა მამუკა მიქელაძემ გამიწია კონსულტაცია და შეიქმნა ჩემი პირველი ხატი წმიდა იოანე ბეთანიელისა. რომელიც ბეთანიის მამათა მონასტერშია დაბრძანებული (თითქოსდა თვით გიორგი მხეიძის სურვილი იყო, რომ მე ხატწერისთვის მომეკიდა ხელი). ჩემი ხატებია ანჩისხატის, წმიდა პანტელეიმონის, ბეთანიის, ხობის, ბოდბის, კახეთის, იმერეთისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეკლესია-მონასტრებში. ამ ბოლო ხანებში პატრიარქის კურთხევით ხდება ცალკეული გვარების კურთხევა და გვარს ენიჭება მისი მფარველი ხატი. ამჯერად მუშაობას ვიწყებ ჯიბუტების საგვარეულო ხატზე.

– თოჯინების მუზეუმში 24 თებერვალს გაიხსნა თქვენი  ნამუშევრების მეხუთე პერსონალური გამოფენა, 30 ნამუშევრით ფერად გრაფიკაში. მრავალფეროვანი თემატიკა – პორტრეტები, ნატურმორტები, ყვავილები, გაადამიანებული ცხოველები – მნახველს მისტიკურ სამყაროში დაატარებდა.

– ეს იდეა შვიდი წლის წინ დამებადა, როდესაც ჩემი მეგობრის პორტრეტს ვხატავდი. ჩავთვალე, რომ მისი შინაგანი სამყარო ჰგავდა ბუს ხასიათს, დავუხატე მისივე (რეალური პიროვნების) თვალები და ასე შეიქმნა ნამუშევარი ,,ჩემი მეგობარი ბუ“, ანუ, გაადამიანებული ფრინველი. შემდგომ ეს იდეა მომეწონა და პირველ ნამუშევარს მოჰყვა მეორე – „შეყვარებული ლომი“ – ლომი მამაკაცის თვალებით, „ქალი ვეფხვი“ – ქალის ორბუნებოვნებიდან გამომდინარე: ერთი მხრივ ნაზი, ფაქიზი, ლამაზი არსება თავზე წამოსკუპებული პეპლით და, მეორე მხრივ – ვეფხვივით შეუდრეკელი, მებრძოლი, მტაცებელიც კი. მაქვს ჩაფიქრებული ასეთი გაადამიანებული ცხოველების სერიის გაკეთება და შემდეგ გამოფენაზე მხოლოდ ამ ნამუშევრების წარდგენა. 

 

скачать dle 11.3