კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აინშტაინის ტვინი მანიაკისაზე პატარა აღმოჩნდა

 

ლონდონში საქველმოქმედო ფონდ Wellcome Collection-ის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა უჩვეულო „ანატომიური გამოფენა“, რომელიც მთლიანად ეძღვნება ადამიანის ტვინს. „ტვინი: აზრი, როგორც მატერია“ – ასეთი დევიზით, ნებისმიერ მსურველს სრულიად უფასოდ აჩვენებენ 150-ზე მეტ ექსპონატს – ანატომიურ მოდელებს, ფოტო და ვიდეომასალას, ჩანახატებს, სამეცნიერო ტექსტებს, სამედიცინო ხელსაწყოებს ტვინზე ოპერაციისთვის. მაგრამ გამოფენის მთავარი ექსპონატია ადამიანის ნამდვილი ტვინი, რომელიც კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ წარმომადგენელს ეკუთვნის – ეს არის ალბერტ აინშტაინის ტვინი ფორმალინში. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ იგი არასრულადაა წარმოდგენილი – სახეზეა მხოლოდ ორი ნაჭერი ტვინის 240 ნაწილიდან, რომლებიც საიდუმლოდ „მომზადდა“ პათოლოგანატომების მიერ 1955 წელს, დიდი სწავლულის სხეულის კრემაციის წინ.

გამოფენაზე აინშტაინის ტვინი არაა ერთადერთი „ცნობილი“ – გარდა სხვა ნიმუშებისა წარმოდგენილია, აგრეთვე, მეცხრამეტე საუკუნის მრისხანე მკვლელის, ედვარდ რულოფის ტვინის ნაწილი. რულოფი, რომელსაც თანამედროვენი ბრწყინვალე ფილოლოგად მიიჩნევდნენ, სამეცნიერო მოღვაწეობის პარალელურად, თავისი ოჯახის განადგურებითაც იყო დაკავებული: მან მოკლა ცოლი, ბავშვი და ბიძაშვილი, თუმცა მისი მსხვერპლი მარტო ნათესავები არ იყვნენ.

აღსანიშნავია საინტერესო ფაქტი: რულოფის ტვინი, რომელიც 1871 წელს ამოიღეს, მსოფლიოში დღემდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომისაა. „მისი ტვინი აღმოჩნდა გაცილებით დიდი, ვიდრე აინშტაინის ტვინი. ამით იმსხვრევა წარმოდგენა იმის შესახებ, რომ გენიალობა ტვინის მასის ოდენობაზეა დამოკიდებული. თურმე, სრულიადაც არა“, – ამტკიცებენ მეცნიერები.

 

скачать dle 11.3