კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹29-14(588) 

 

– რა უცნაური გოგო იყო, – გაეცინა ვოვას, – კაცს შუბლი ჰქონდა გახვრეტილი, ის კი სიხარულისგან ხტოდა.

– იხტუნებდა, აბა, რას იზამდა, ის დორბლიანი სუფრაზე უპირებდა გაჟიმვას, – მივუგე ვოვას.

იმ საქმიდან, ისევე, როგორც დანარჩენებიდან, სუფთად გამოვედით, ვერავინ მოგვაგნო და შარს გადავრჩით და, საერთოდ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ტანდემი შედგა. ვოვა ძალიან ყოჩაღი და მუღამიანი აღმოჩნდა და არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ის ჩემი ღირსეული მემკვიდრეა და საქმეს რომ ჩამოვშორდები, პირველობა მას დარჩება.

ამას წინათ, ვოვა გაუფრთხილებლად მეწვია სახლში და მკითხა:

– შეიძლება, შემოვიდე?

– მობრძანდი. ხომ მშვიდობაა? – ვუთხარი ვოვას, რადგან, შეთანხმებულები ვიყავით, რომ ერთმანეთთან წინასწარი შეთანხმების გარეშე არ მივსულიყავით, ხოლო, თუ მივიდოდით, ეს იმას ნიშნავდა, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდა.

– განსაკუთრებული შემთხვევაა, – მითხრა ვოვამ, ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოაცურა, გამომიწოდა და, სანამ გადამეხვეოდა, მითხრა: – დაბადების დღეს გილოცავ, ბაბუა, დიდხანს სიცოცხლეს გისურვებ!

ვოვას საჩუქარი მორიგი ძვირფასი საათი აღმოჩნდა, რომელმაც ჩემი საათების კოლექციაში დაიკავა ადგილი.

– მადლობა. ძალიან გამიხარდა. რას დალევ?

– როგორც ყველა ჭეშმარიტი რუსი – არაყს, – ღიმილით მომიგო ვოვამ.

ძველი ჩამოსხმის, ერთლიტრიანი ნამდვილი „პშენიჩნი“ მქონდა და გავხსენი. სუფრა გავაწყვე და, რომ იტყვიან, მე და ვოვამ მაგრად შევუბერეთ.

– ბაბუა, შეიძლება, ერთი რაღაც გკითხო? – მითხრა ვოვამ, როდესაც შექეიფიანდა.

– გისმენ.

– ოღონდ, არ გეწყინოს, კარგი?

– ისეთს, რას მეკითხები, გისმენ.

– ბაბუა, ჩემს ასაკში შენ უფრო მაგარი იყავი, ხომ? – ენის ბორძიკით მკითხა სახეწამოჭარხლებულმა ვოვამ.

– შენს ასაკში მე ცოლ-შვილი მყავდა, – ბანზე ავუგდე სიტყვა ვოვას, რადგან სწორი პასუხის გაცემა არ მინდოდა. სიმართლე კი ის იყო, რომ მის ასაკში მე ბევრად მაგარი ვიყავი და ძალიან სარისკო საქმეები მქონდა გაკეთებული.

– ბოდიში, ბაბუა, ხომ არ გაწყენინე? – კიდევ უფრო გაწითლდა ვოვა.

– წყენა სისულელეა, მით უმეტეს, ჩვენი პროფესიის ხალხისთვის. შენ გაგიმარჯოს! გისურვებ და გირჩევ, რომ მალე მოეკიდო ოჯახს.

– მაპატიე, ბაბუა, ძალიან მიყვარხარ და შენს სიტყვას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ, ამ საკითხში ვერ დაგემორჩილები და, ქალს, თუნდაც ძალიან ლამაზსა და ერთგულს, ვერ ავარევინებ ჩემს საქმეს, – ძალიან მტკიცედ, მაგრამ მოწიწებით მითხრა ვოვამ.

ხომ გაგიგონიათ: „კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო“, ვოვასაც ასე დაემართა – ამ ამბიდან ძალიან მალე, ერთი ექთანი გოგონა გაიცნო და ჯერ ხვდებოდა, თუმცა, ჩემთან არ ამხელდა. შემდეგ იმ გოგონას ხელი სთხოვა და ჯვრისწერის დღე რომ დანიშნეს, მხოლოდ მაშინ მითხრა:

– ბაბუა, ცოლი მომყავს და მეჯვარედ წამომყვები?

– დიდი სიამოვნებით, – მივუგე ვოვას, რადგან მისი ბედნიერება მართლა ძალიან გამიხარდა. თუმცა ერთი ირონიული სიტყვაც არ დამცდენია და არც კი შემიხსენებია მისთვის, თუ რა აზრის იყო ის ქორწინებაზე სულ რამდენიმე ხნის წინ.

დღესდღეობით ვოვას ცოლი და ჩვილი ვაჟი ჰყავს, ძალიან ბედნიერია და პროფესიული თვალსაზრისითაც ბევრად წინ წაიწია.

– შვილი დიდი ძალა და სტიმულია, – მითხრა ერთხელ ვოვამ, – ახლა უფრო მობილიზებული ვარ. შენ წარმოიდგინე, ბაბუა, რომ უფრო მეტად დავხელოვნდი ჩემს საქმეში და იცი, რატომ?

– იმიტომ, რომ არ მოგკლან და შენი ცოლ-შვილი არ დაობლდეს, – ღიმილით მივუგე ვოვას.

– მართალი ხარ, როგორ მიხვდი?

– მეც ასე ვიყავი შენს ასაკში, – მივუგე ვოვას, – როდესაც ოჯახი გყავს და პასუხისმგებლობა გემატება, ცდილობ, ისე გააკეთო შენი საქმე, რომ ცოცხალი გადარჩე და ოჯახს არ გაუჭირვო.

კარგად მახსოვს, მეორე ბავშვს რომ ველოდებოდი და მერის დღე-დღეზე უნდა ემშობიარა, შჩუკინმა დამიბარა და მითხრა:

– ალბათ, მეორე შვილის დაბადებას პირადად ვერ დაესწრები და, აბა, შენ იცი, მშვიდობით დაბრუნდი.

– როგორც ყოველთვის, ვიქტორ იაკოვლევიჩ, მით უმეტეს, მატება მექნება და ოჯახს ვერ დავაობლებ, – მივუგე გენერალს, რომელიც, ვიცოდი, რომ ჩემი დაღუპვის შემთხვევაში, ჩემს ცოლ-შვილს ჩიტის რძესაც არ მოაკლებდა.

– რა თქმა უნდა, კოკი, ახლა კი საქმე, – მითხრა შჩუკინმა. ამ დროს მუხინი შემოვიდა, მოგვესალმა და ვიქტორ იაკოვლევიჩმა მას ჰკითხა:

– რა სიახლეა?

– ყველაფერი რიგზეა, მხოლოდ ლიკვიდაციაღა დარჩა, – მიუგო მუხინმა შჩუკინს, შემდეგ კი მე მომიბრუნდა:

– მოკლედ, ასე, კოკი, შენ და ქსენია კიმი შანხაიში მიემგზავრებით. იქ კი, აი, ეს კაცი უნდა გაანეიტრალოთ, – თქვა და მუხინმა ერთ-ერთი საბჭოთა დიპლომატის სურათი მაჩვენა – უნდა მოწამლო, ამაში კი კიმი დაგეხმარება.

ქსენია კიმი მონგოლური გარეგნობის აგენტი იყო, მაგრამ, ძალიან სექსუალური და მიმზიდველი. გენერლებს არ დაუკონკრეტებიათ, რატომ გახდა საჭირო მექალთანე საბჭოთა დიპლომატის მოწამვლა. ყველაფერი მოგვიანებით გაირკვა და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იმიტომ გაკეთდა, რომ საბჭოთა მხარეს ჩინეთი საბჭოთა დიპლომატის მკვლელობაში დაედანაშაულებინა და ადგილიდან დაძრული სამშვიდობო მოლაპარაკებები კვლავ ჩიხში შეეყვანა. ხოლო დიპლომატი კი იმიტომ გაწირეს, რომ ის ამერიკულ დაზვერვასთან თანამშრომლობაში იყო შემჩნეული და ეს ფაქტი გამოიყენეს.

მე და ქსენია კიმი, ბრიტანელი მოქალაქეების სტატუსით, როგორც ცოლ-ქმარი, ისე ჩავედით შანხაიში და სასტუმროში დავბინავდით. იქვე გავიცანით საბჭოთა მექალთანე დიპლომატიც, რომელსაც კიმი, რა თქმა უნდა, მოეწონა და ორივე რესტორანში დაგვეპატიჟა. შემდეგ მის ნომერში გადავინაცვლეთ და მას მერე, რაც საბჭოელმა მე „დამათრო და მიმაძინა“, კიმი ჩაიგორა ლოგინში. თუმცა მისი სხეულით დატკბობა ვერ მოასწრო, შამპანურში ჩაყრილი საწამლავისგან გარდაიცვალა და ჩვენ მაშინვე დავტოვეთ ჩინეთი.

სხვათა შორის, ქსენია კიმი ჩემი ერთადერთი კოლეგა იყო, ვისთან ერთადაც ორი საქმე მაქვს გაკეთებული. შანხაის საქმიდან ხუთი წელი იყო გასული, როდესაც ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს. მე წინასწარ ვიცოდი, რომ ქსენიასთან ერთად მომიწევდა მუშაობა, მან კი, დამინახა თუ არა, ძალიან გაუხარდა და მკითხა:

– ისევ ისეთი უკარება ხარ?

– არა, – მივუგე კიმს.

– ესე იგი, როგორც შანხაიში, ახლა არ მეტყვი ჟიმაობაზე უარს?

– არა, ოღონდ, საქმის დასრულების შემდეგ, – მივუგე კოლეგას.

– საქმის შემდეგ იყოს, – მითხრა გახარებულმა ქსენიამ, – შეიძლება, არ დამიჯერო, მაგრამ სიმართლეს გეუბნები. მთელი ეს ხუთი წელი შენზე ვფიქრობდი, თან, დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთმანეთს აუცილებლად შევხვდებოდით ლოგინში.

– ჰოდა, აგისრულდა ნატვრა – სულ რაღაც ერთი ნაბიჯიღა დაგრჩა. ახლა კი საქმეზე ვილაპარაკოთ, – ვუთხარი კიმს, – ობიექტს რომ მოკლავ და დააპეჩატებ, ერთი თავაშვებული, ვნებიანი ღამე ჩემზე იყოს.

– ყველაფერი რიგზე იქნება, – მომიგო კიმმა და, ჩემი დაწვრილებითი ინსტრუქციები რომ მოისმინა, საქმისთვის მზადებას შეუდგა.

მე და ქსენია ნიუ-იორკში შევხვდით ერთმანეთს, სადაც ის უკვე ორი წელი ცხოვრობდა. ობიექტი კი, საბჭოთა კავშირიდან გაქცეული ხელმოცარული მწერალი იყო, რომელიც ანტისაბჭოურ ტექსტებს ადგენდა და, როგორც მე ვფიქრობ, მისი ლიკვიდაცია უფრო ახირება იყო, ვიდრე საჭიროება. ალბათ, ცეკას რომელიმე მოხუცს შემთხვევით ხელში მისი პასკვილი ჩაუვარდა, წაიკითხა, არ მოეწონა და ავტორის „გასაღება“ ბრძანა...

ქსენია კიმი მეორე დღეს დაბრუნდა კონსპირაციულ ბინაში და მითხრა:

– ყველაფერი რიგზეა, გავასაღე და დავაპეჩატე, – შემდეგ „კოდაკით“ გადაღებული სურათები მომცა, რომელზეც შუბლგახვრეტილი შიშველი კაცი იყო აღბეჭდილი, ხოლო გულმკერდსა და ზურგზე კი ნამგალი, ურო და ვარსკვლავი ჰქონდა ამოშანთული. სწორედ ეს ნიშნავდა „დაპეჩატებას“.

– კარგი ნამუშევარია, ყოჩაღ! – ვუთხარი კიმს. 

– მარტო შექება არ კმარა, – მომიგო კიმმა, – დაპირება შეასრულე და თავაშვებული ღამე მაჩუქე.

– მე მზად ვარ, – მივუგე კიმს, შამპანურით სავსე ბოკალი გავუწოდე და, სანამ დავლევდი, ვთქვი: ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს!

– გაუმარჯოს! – გაიმეორა კიმმა და შამპანური დალია. შემდეგ ანთებული თვალები შემომანათა და ჩემკენ წამოიწია, რომ ჩამხუტებოდა, მაგრამ, უცებ თვალები აემღვრა, ხელზე ხელები მოიჭირა, ფეხები მოეკვეთა და მკვდარი დაეცა ძირს...

კიმი ორმაგი ჯაშუში იყო და, მას მერე, რაც ის ბოლოჯერ გამოვიყენეთ საქმეში, თავიდან მოვიშორეთ. ეს იყო ერთ-ერთი იმ უიშვიათესი შემთხვევათაგანი, როდესაც მე ქალის ლიკვიდაცია მოვახდინე. შემდეგ საიდუმლო გვირაბით დავტოვე კონსპირაციული ბინა, რომელსაც ამერიკელი ფედერალები უთვალთვალებდნენ და გემით დავტოვე ნიუ-იორკი.

მოსკოვში რომ ჩავედი, შჩუკინმა შემაქო:

– ყოჩაღ, კოკი, ზუსტი ნამუშევარი იყო და ბრწყინვალედ გააპამპულე ჩვენი ამერიკელი კოლეგები. როგორც თვითმხილველები მომიყვნენ, შენს შესაპყრობად, თურმე, მთელი პოლკი იყო მობილიზებული, მაგრამ, შენ ნაცვლად მოღალატე მკვდარი ქალის გვამი შერჩათ ხელში.

– მაინცდამაინც აღფრთოვანებული არ ვარ ჩემი ნამუშევრით, – მივუგე გენერალს, მან კი ხელები გაშალა და მითხრა:

– რას ვიზამთ, ჩემო კარგო! ქალის მოკვლა არც მე მიხარია, ისევე, როგორც ნებისმიერი ადამიანის, მაგრამ, მოღალატე ყოველთვის სიკვდილს იმსახურებს და სქესს მნიშვნელობა არ აქვს. ასე იქცევა ყველა ჩვენი კოლეგა მსოფლიოს ყველა მსგავს უწყებაში და სხვაგვარად არც შეიძლება რომ იყოს.

გენერალი შჩუკინი მართალი იყო. არც ერთი თავმოყვარე დაზვერვა და სპეცსამსახური არ ტოვებდა არც ერთ საქმეს შურისძიების გარეშე  და ჩემ მიერ „კაგებეს“ დავალებით შესრულებული საქმეების ნახევარზე მეტი ასეთი კატეგორიის იყო.

ერთხელ შჩუკინმა მიხმო და საკმაოდ აღელვებულმა მითხრა:

– ვიცი, რომ კეთილშობილი, ღირსების კაცი ხარ, მაგრამ, იქნებ, ეს თვისებები დროებით გვერდზე გადადო და მონსტრად გადაიქცე.

ვიქტორ იაკოვლევიჩს ძალიან იშვიათად ვხედავდი აღელვებულს და მივხვდი, რომ რაღაც არაორდინარული მოხდა. ამიტომ, ხმა არ ამომიღია, ის კი განაგრძობდა:

– აი, ეს ძუკნა, – შჩუკინმა ქალის სურათი მაჩვენა, – ეს ლამაზი მონსტრი ძუკნა ისე უნდა დაასახიჩრო, აწამო და რაც შეიძლება დიდხანს გაუგრძელო სულის ამოხდა, რომ მსგავსი ვერავინ გაბედოს და ღალატი ფიქრადაც არ გაივლოს გონებაში.

ქსენია კიმის მკვლელობა ჯერაც არ მქონდა მონელებული და გავიფიქრე: „ისევ ქალის ლიკვიდაციას მავალებენ. ყელში ამომივიდა! ნეტავ ისეთი რა ჩაიდინა, რომ შჩუკინი ასეთი გაგიჟებულია?”

– ეს ძუკნა თუ გეცნობა? – ფიქრებიდან შჩუკინის მრისხანებამ გამომარკვია.

– არა, ვიქტორ იაკოვლევიჩ.

– ეს ძუკნა, აი, ამ კაცის ყოფილი თანაშემწე და საყვარელია, – მითხრა გენერალმა და მამაკაცის ფოტო გამომიწოდა. მაშინვე ყველაფერს მივხვდი, რადგან ამ ქალის საშინელმა საქციელმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, თუმცა, სახით არ მყავდა ნანახი. შჩუკინმა კი განაგრძო: – მაპატიე, რომ ასეთ ბინძურ, საშინელ საქმეს გავალებ, მაგრამ, ასეა საჭირო და გამიგებ. თუმცა, შეგიძლია, უარი თქვა და სხვა შემსრულებელს მოვძებნი.

– მე შევასრულებ, – მოკლედ მივუგე შჩუკინს და ვკითხე, – როდის, სად და როგორ უნდა ვიმოქმედო?

– რაც შეიძლება, სასტიკად და მალე უნდა იმოქმედო, ზუსტ ადგილს კი დავადგენთ და გეტყვით, – მითხრა შჩუკინმა. ამ დროს მის კაბინეტში მუხინი შემოვიდა და თქვა:

– ობიექტი ოკლაჰომაშია და, აი, ამ მისამართზე ჰყავთ გადამალული.

მუხინის სიტყვები რომ მოისმინა, შჩუკინს  თვალები მრისხანებით აენთო და მითხრა:

– ხვალვე დაიწყე მოქმედება. აბა, შენ იცი, წარმატებას გისურვებ!

ობიექტი ქალი  საბჭოთა რაკეტების ერთ-ერთი კონსტრუქტორის ყოფილი საყვარელი და პირადი მდივან-თანაშემწე იყო. მან  იმ კონსტრუქტორის ფეხმძიმე ცოლი სადისტურად მოკლა, მერე მუცელი გაუფატრა, ექვსი თვის ნაყოფი ამოიყვანა და იატაკზე დაახეთქა. შემდეგ კი თავად კონსტრუქტორიც მოკლა, მისი სეიფიდან საიდუმლო დოკუმენტაცია გაიტაცა და ამერიკის საელჩოს დახმარებით შტატებში გაიქცა.

აშკარა იყო, რომ საბჭოთა დაზვერვას სარაკეტო საიდუმლოებების გამჟღავნება აცოფებდა და ასეთი სასტიკი შურისძიება სწორედ ამის გამო დაიგეგმა. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, პოლიტბიუროს სხდომაზე ბრეჟნევს ანდროპოვი მიწასთან გაუსწორებია და სარაკეტო ტექნოლოგიების გადინებაში დაუდანაშაულებია. ამას კი „კაგებეს“ შეფი ისე გაუცოფებია, რომ ქალის სასტიკი ლიკვიდაციის ბრძანება გასცა, შჩუკინმა კი შესრულება მე დამავალა...

ოკლაჰომაში, კონსპირაციულ ვილაზე, ერთ-ერთი ჩვენი აგენტი ქალის მეშვეობით შევაღწიე, რომელიც „ეფბეერში“ მუშაობდა და ამ დავალების შესრულების შემდეგ საბჭოთა კავშირში გაიქცა, ამერიკელებს რომ არ დაეპატიმრებინათ. ობიექტი მეორე სართულზე ცხოვრობდა. მის ფეშენებელურ საძინებელში რომ შევედი, ის შხაპს იღებდა... არ მინდა, დაწვრილებით აღვწერო ის საშინელებები, რაც იმ ქალის მიმართ გამოვიყენე, მაგრამ, ერთს კი გეტყვით, რომ არც მანამდე და არც მას მერე ასეთი სისასტიკე არავის მიმართ არ გამომიყენებია, მოსკოვში რომ დავბრუნდი, შჩუკინმა მითხრა:

– მადლობელი ვარ, კოკი, რომ დავალება ასე შეასრულე. ვიცი, რის ფასად დაგიჯდა ეს ყოველივე, მაგრამ, მერწმუნე, რომ ასე იყო საჭირო.

– ვემსახურები საბჭოთა კავშირს! – ვუპატაკე ვიქტორ იაკოვლევიჩს, ის კი გადამეხვია და მხარზე მომითათუნა ხელი, – სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო, რომ ზოგჯერ უკიდურესი სისასტიკის გამოჩენა გვიწევს, მაგრამ, რას იზამ, ასეთი სპეციფიკა გვაქვს და უნდა ავიტანოთ.

შჩუკინი მართალი იყო. „კაგებეს“ თანამშრომელს ბევრი რამის ატანა უწევდა და ბევრ სიბინძურეზე უხდებოდა ხელის მოწერა, რაც, საბოლოო ჯამში, პატრიოტიზმით, სამშობლოს სიყვარულითა და მოვალეობის შეგნებით იყო შეფუთული საბჭოთა იდეოლოგების მიერ.

ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ, იდეოლოგიურად ისე დამუშავებული შტატი, როგორც „კაგებეს“ ჰყავდა, არავის ჰყოლია. მართალია, „კაგებედან“ ბევრი თანამშრომელი გაიქცა და მიეყიდა დასავლეთს, კერძოდ კი ამერიკას, მაგრამ უმეტესობა უაღრესად ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდა უწყებას და, მზად იყო, სიცოცხლეც კი გაეწირა საქმისთვის. მეც ამ კატეგორიას ვეკუთვნოდი. მართალია, ჩემი ინტელექტის დონე უმაღლესი კატეგორიით იყო შეფასებული, მაგრამ, როდესაც თავგანწირვაზე მიდგებოდა ხოლმე საქმე, გონება უკანა პლანზე დგებოდა და იდეოლოგია იწყებდა მოქმედებას. ჯერ კიდევ კოჯორში, ჩემი სწავლა-განათლების ჟამს მინერგავდნენ, რომ ყველაზე საუკეთესო ქვეეყანა საბჭოთა კავშირია და ყველაფერი საბჭოური კი – ყველა დანარჩენზე უკეთესი... მე, რა თქმა უნდა, მშვენივრად ვარჩევდი ავ-კარგს და ისიც მშვენივრად ვიცოდი, რომ ყველაფერი მთლად მასე არ იყო, მაგრამ, იდეოლოგიური კლიშე იმდენად ღრმად იყო ჩემში ჩამჯდარი, რომ ზოგჯერ საღ აზრსაც კი სწონიდა...

ერთხელ ერთ ყოფილ საბჭოთა იდეოლოგს შევხვდი, რომელიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა და მასთან ძალიან საინტერესო დიალოგი გამომივიდა. საბჭოთა კავშირი კარგა ხნის დაშლილი იყო. ის კაცი კი, ჯერ კიდევ ჭარმაგი, კარგ მადაზე მყოფი და რაც მთავარია, ისევ ისეთი დემაგოგი, დიდი ხალისით შემხვდა, თავის კაბინეტში მიმიწვია და მითხრა:

– ჩემთვის დიდი პატივია თქვენი ჟურნალისთვის ინტერვიუს მიცემა და, მზად ვარ, ნებისმიერ კითხვაზე გაგცეთ პასუხი. გისმენთ:

– თავს როგორ გრძნობდით ახალ გარემოში? – ვკითხე ყოფილ იდეოლოგს, რომელიც უკვე მეორე ათეული წელი იყო, რაც ბრიტანეთში დასახლდა და ახალ გარემოს კარგა ხნის შეჩვეული უნდა ყოფილიყო.

– მშვენივრად, – მომიგო რესპონდენტმა, – ეს ახალი გარემო, როგორც თქვენ თავისუფალ სამყაროს უწოდებთ, ყოველთვის ჩემში იჯდა და მაშინაც კი, როდესაც იდეოლოგიურ კლიშეებს ვამუშავებდი ფართო მოხმარებაში გასაშვებად, მთელი არსით აქ ვიყავი.

– გამოდის, რომ ერთს ფიქრობდით, მეორეს კი აკეთებდით, ხომ? ანუ, უბრალოდ რომ ვთქვათ, მილიონობით პატიოსან საბჭოთა ადამიანს ატყუებდით.

– იცით, რა, – ჩართო თავისი დემაგოგიური მანქანა ყოფილმა იდეოლოგმა, – ზოგჯერ ტყუილის თქმა აუცილებელია, რომ, საბოლოო ჯამში, სიკეთე ჰქმნა...

– რას გულისხმობთ? – გავაწყვეტინე სიტყვა.

– იმას, ჩემო კარგო, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა დიდი სიკეთე იყო. საბჭოთა კავშირი კი ცრუ პროპაგანდამ, ცრუ შეპირებებმა, და, საერთოდ, სიცრუემ დაშალა. მე კი, ამ სიცრუის ერთ-ერთი მესაჭე ვიყავი და, თუკი საბჭოთა კავშირის დაშლაში დიდი წვლილი მიმიძღვის და ეს მართლაც ასეა, მაშინ, მხოლოდ და მხოლოდ სიკეთე გამიკეთებია და ჩემი ტყუილებიც გამართლებულია ამ შემთხვევაში, – დემაგოგიურად განმიმარტა ყოფილმა იდეოლოგმა და სახე ისე გაებადრა, მივხვდი, კმაყოფილი იყო თავისი პასუხით და ფიქრობდა, რომ „დამაბოლა“.

– ნუთუ ღირდა ათეულ ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმ სიკეთის საკეთებლადაც კი, რასაც საბჭოთა კავშირის დაშლა ეწოდება? – ვკითხე ოპონენტს.

– რას იზამ, ჩემო კარგო, სიკეთე მსხვერპლს მოითხოვს და სწორედ ის ათეულ ათასობით დაღუპულები არიან ის წმინდანი წამებულები, რომლებიც სიკეთის ქმნას შეეწირნენ, – მომიგო ყოფილმა იდეოლოგმა, რომელსაც სახეზე ეტყობოდა დიდი კმაყოფილება და აშკარად ფიქრობდა, რომ „გადამიჯოკრა“.

ჩვენი საუბარი კიდევ კარგა ხანს გაგრძელდა და ის ისე გაერთო ჩვეული დემაგოგიით, რომ თავს კონტროლს ვეღარ უწევდა. მე, მოთმინებით მოვუსმინე ბოლომდე და პაუზა რომ გააკეთა, ვუთხარი:

– ბოლო კითხვა.

– გისმენთ, ჩემო კარგო, – გამიღიმა დემაგოგმა.

– სად გაქრა ტვირთი ნომერი ასი? – ვკითხე დემაგოგს, რომელსაც სახე დაეღრიჯა, თუმცა მაინც გამიღიმა და მკითხა:

– ეგ რას ნიშნავს, რომ არ ვიცი?

– ეგ იმას ნიშნავს, რომ უნდა თქვათ, თუ სად გაქრა ოქროებითა და ძვირფასი ქვებით დატვირთული თვითმფრინავი, რომელშიც ეგრეთ წოდებული, „პარტიის ოქროს“ ნაწილი იდო და ის თქვენ გადამალეთ, გენერალი მალკინი კი, რომელიც ამ ტვირთს აცილებდა, ააორთქლეთ, – მივახალე დემაგოგს და მაყუჩიანი „მაკაროვი“ მივუშვირე, მე თქვენი გამოტეხვა მაქვს დავალებული და, თუკი სიმართლეს არ მეტყვით, აი, ამ საბჭოთა წარმოების იარაღით გაგიხვრეტთ შუბლს!

ყოფილი იდეოლოგი არ მოელოდა „ელიტური ჟურნალისტისგან“ ასეთ საქციელს, მაგრამ დროზე მიხვდა, ვინც ვიყავი და ოცი მილიარდი ევროს ღირებულების ქონების ადგილსამყოფელი უპრობლემოდ გამიმხილა. მიუხედავად ამისა, ის სიკვდილს მაინც ვერ გადაურჩა და ყოფილი საბჭოთა იდეოლოგ-დემაგოგს საბჭოთა „მაკაროვის“ ტყვიამ გაუხეთქა თავი...

რაც შეეხება „პარტიის ოქროს“ მოძიების საქმეს, რომელშიც მეც ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული, ეს შეკვეთა საბჭოთა ფუნქციონერების მიერ იყო გაკეთებული და პირადად ვიქტორ იაკოვლევიჩ შჩუკინმა მომცა:

– კოკი, ჩემო კარგო, – მითხრა გენერალმა, – მართალია, საბჭოთა კავშირი ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ, ძველი სისტემა იატაკქვეშეთშია გადასული, გავლენის ბევრი ბერკეტი კვლავ შენარჩუნებულია და ის ხალხი თავისი კუთვნილი სახსრების დაბრუნებას ცდილობს, რომლის ნაწილიც არაკეთილსინდისიერმა ადამიანებმა უკანონოდ მიითვისეს.

„პარტიის ოქროს“ დღევანდელი ღირებულება ათი ტრილიონი ევროა და, როგორც ვიცი, ის სრულად დაიბრუნა ყოფილი ფუნქციონრების მაფიამ, რომელშიც, ჩემი ღრმა რწმენით, გენერალი შჩუკინიც შედის და, სავარაუდოდ, წამყვანი პოზიციაც უკავია.

როგორც ხშირად მიფიქრია, ძველი ფუნქციონერები თავიანთ პოზიციებს ასე ადვილად არ თმობენ და მსოფლიოში არსებულ პროცესებს გარკვეულწილად დღემდე მართვენ. ჩემის აზრით, მრავალი მსხვილი ბიზნესმენისა თუ პოლიტიკური მოღვაწის ლიკვიდაცია მათი შეკვეთა იყო და რამდენიმე ასეთი საქმის შესრულება მეც მომიწია.

რამდენიმე წლის წინ ანონიმმა შემკვეთმა ერთი ნიუიორკელი ბოსის, უფრო სწორად კი, რუსი ეროვნების ამერიკის მოქალაქეების ლიკვიდაცია შემიკვეთა, რაშიც მილიონი დოლარი გადამიხადეს. საქმე შევასრულე და მხოლოდ შემდეგ შევიტყვე, რომ ობიექტი ყოფილი ფუნქციონერი იყო, რომელმაც „პარტიის ოქროს“ ნაწილი გაიტაცა, გარეგნობა შეიცვალა და, ფიქრობდა, რომ გადარჩა. თუმცა მაფიის კლანჭებს ვერ დაუსხლტა, თავიც წააგო და გატაცებული თანხაც ოხრად დარჩა...

სულ ახლახან შჩუკინს სოჭში შევხვდი, სადაც მისი თხოვნით ჩავედი და ვიქტორ იაკოვლევიჩმა მითხრა:

– კოკი, ჩემო კარგო, შენ ძველი, ძალიან გამოცდილი და ძალიან ერთგული კადრი ხარ. ამიტომ, შენთან ერთი წინადადება მაქვს და მინდა, კარგად დავფიქრდე, სანამ საბოლოო პასუხს გამცემდე.

– გისმენთ, ამხანაგო გენერალო, – მივუგე შჩუკინს, მან კი მითხრა:

– ვიცი, რომ ახალი წყობა გულზე არ გეხატება და ძველი მოგწონს, მართალი ვარ თუ ვცდები?

– არ ცდებით.

– პირდაპირ გეტყვი, შენთან მიკიბულ-მოკიბული არ მჭირდება. მე მინდა ის ხალხი გაგაცნო, ვინც ჩვენ შეხედულებებს იზიარებს, ბოლომდე ერთგულია ჭეშმარიტი იდეალებისა და, სწამთ, რომ ამქვეყნად სიკეთე იზეიმებს. რას იტყვი, მათ მიემხრობი? მოგვემხრობი?

– მე ყოველთვის სიკეთის სამსახურში ვიდექი, – მივუგე შჩუკინს და დავამატე, – რამე ორგანიზაციაში უნდა გავწევრიანდე?

– მხოლოდ პირობა უნდა დადო, რომ ჩვენი ერთგული იქნები ბოლომდე და ისევე უმწიკვლოდ იმსახურებ, როგორც ამას წლების განმავლობაში აკეთებდი.

– მაინც, რისი გაკეთება მომიწევს?

– რაც ყველაზე კარგად იცი.

– ანუ, ადამიანები უნდა ვხოცო?

– არა. უბრალოდ, სიკეთეს უნდა ემსახურო, –  მომიგო გენერალმა, – სამსახურს კი იმ ფორმით გასწევ, როგორიც საჭირო იქნება.

– კეთილი. ვიფიქრებ.

– შეგიძლია, ერთი თვე იფიქრო. თუ უარყოფითი პასუხი გექნება, მაშინ ჩვენი საუბარი უნდა დაივიწყო. ხოლო, თუ ჩემს წინადადებას დასთანხმდები და შემოგვიერთდები, უკან დასახევი გზა არ გექნება.

– კარგი. ერთ თვეში შევხვდებით, – მივუგე გენერალს, როცა კიდევ ვილაპარაკეთ და თბილისში დავბრუნდი.

შჩუკინის წინადადებაზე პასუხის გასაცემად ძალიან მცირე დრო მაქვს დარჩენილი და ჯერაც არ ვიცი, რას მოვიფიქრებ. ყველაფერს ვწონი და ამის გამო ორ შეკვეთაზე უარი ვთქვი.  კარგა ხანია, აღარც ვოვას შევხვედრივარ და მხოლოდ ტელეფონით ვესაუბრეთ ერთმანეთს რამდენჯერმე. ზუსტად არ ვიცი, რას მთავაზობს ჩემი ყოფილი შეფი, მაგრამ, რაღაც გრანდიოზულ ღონისძიებაში რომ მიპირებენ ჩართვას, აშკარაა. ვნახოთ, მოვიფიქრებ.

 

 

 

скачать dle 11.3