კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გავიკეთოთ საქმიანი ქალის დახვეწილი მაკიაჟი

 

ამ ტიპის მაკიაჟი მოუხდება ყველა ქალბატონს, განურჩევლად ასაკისა.

მოვლილი სახე და გემოვნებით გაკეთებული მაკიაჟი უკვე ბევრს ნიშნავს – ყველგან პატივისცემით გხვდებიან, ყურადღებით გისმენენ და კეთილგანწყობილი ღიმილით გაცილებენ, მით უფრო, თუ თქვენ ბიზნესვუმენი, ანუ, საქმიანი ქალი ბრძანდებით.

რაც უნდა ფეხდაფეხ მისდევდეს მოდას, საქმიან ქალს აუბრალოებს მკვეთრი, ჭყეტელა მაკიაჟი, რაც, შეიძლება, სხვა სიტუაციებში გამოადგეს კიდეც, მაგრამ, სამსახურში, სადაც, პრაქტიკულად, ოფიციალური პირი და, თანაც, შეფი ხართ, ჭკვიანი, შეუვალი და, ამავე დროს, თანამედროვე ქალის იმიჯის დასამკვიდრებლად, აუცილებელია ზომიერების გრძნობა და „თქვენი“ მაკიაჟის შერჩევა.

ა) პირველ ყოვლისა, თხლად წაისვით ტონალური კრემი და მსხვილი ფუნჯით გადაისვით ხორბლისფერი კომპაქტური პუდრი – ეს ფერი უხდებათ ქერებსაც, შავგვრემნებსაც და წითურებსაც.

ბ)  თუ თხელი წარბები გაქვთ, ფერფლისფერი ან კაკაოსფერი ფანქრით (ფერი თვითონ შეუხამეთ), ოდნავ გაიმუქეთ.

გ) ბაცი კაკაოსფერი ან ბაცი ვარდისფერი რუჟი („რუმიანა“) მსუბუქად გადაისვით ღაწვებზე.

დ) წყალგამძლე ფანქრით (შეგიძლიათ, გამოიყენოთ მწვანე, ცისფერი, ლურჯი ან ყავისფერი – თქვენი თვალების ფერიდან გამომდინარე), ზედა ქუთუთოს შუიდან, თვალის შიდა კუთხისკენ გაიკეთეთ წვრილი კონტური.

ე) იმავე ფერის ფანქრით, ქვედა ქუთუთოს გარეთა კუთხესთან გაიკეთეთ მოკლე კონტური.

3) ზედა ქუთუთოს შუიდან გარეთა კუთხემდე კი კონტური გაიკეთეთ რუხი ან შავი წყალგამძლე ფანქრით.

ზ) ტუჩებზე წაისვით მუქი ვარდისფერი საცხი, გადაისვით „ბლესკი” და საცხზე ოდნავ ბაცი ფანქრით გაიკეთეთ ტუჩების კონტური.

გვერწმუნეთ, გამაოგნებელ ეფექტს მოახდენთ.

 

скачать dle 11.3