კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

განტვირთვის დღეები და მათი დანიშნულება

 

ყველასთვის ცნობილია, რომ, თუ გსურთ, ნელა, მაგრამ ხანგრძლივი დროით გახდეთ, უნდა დაიცვათ 3 მთავარი წესი:

1) ჭამეთ ხშირად და ცოტ-ცოტა;

2) თითოეული ლუკმა ღეჭეთ დიდხანს;

3) საღამოს 7 საათის შემდეგ თავი შეიკავეთ ნებისმიერი საკვებისგან.

მაგრამ, ამ 3 მთავარ წესს აქვს კიდევ „დამხმარე“ წესები: ვარჯიში, წყლის პროცედურები, დაბალკალორიული საკვები, განტვირთვის დღეები და ასე შემდეგ.

დღეს ჩვენ განტვირთვის დღეებზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას.

პირველ ყოვლისა, გახსოვდეთ, რომ განტვირთვის დღის გაკეთება სასურველია კვირაში ერთხელ – ასე საგრძნობლად დაიკლებთ წონაში, ოღონდ, ნელი ტემპით. მაგრამ, თუ თქვენ უფრო სწრაფად გსურთ გახდომა, შეგიძლიათ, ეს დღე გააორმაგოთ ან გაასამმაგოთ კიდეც, ოღონდ, არა ზედიზედ, არამედ, ვთქვათ, დღეგამოშვებით. სხვათა შორის, განტვირთვის დღის მოწყობა ჩვეულებრივი დიეტის პარალელურადაც შეიძლება, ოღონდ, ფრთხილად უნდა იყოთ, რომ ორგანიზმი არ გამოიფიტოს და არ დასუსტდეს. ამისთვის კი საჭიროა, შეარჩიოთ ის პროდუქტები, რომლებიც მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, აქვთ დაბალი კალორიულობა, შესაბამისად, აღადგენენ კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას და გააუმჯობესებენ ღვიძლის მუშაობას.

განტვირთვის მთავარი პრინციპია, მთელი დღის განმავლობაში მიირთვათ მხოლოდ ერთი სახეობის პროდუქტი.

თუ თქვენი ორგანიზმი კვების ასეთ რეჟიმს მიუჩვეველია, გირჩევთ, განტვირთვისთვის კვირაში მხოლოდ ერთი დღე შეარჩიოთ. პროდუქტი (საკვები) კი ცვალოთ, რომ ორგანიზმმა ყველა საჭირო მინერალი და მიკროელემენტი მიიღოს.

განტვირთვის დღეებისთვის გამოგადგებათ შემდეგი პროდუქტები:

1) ყვავილოვანი კომბოსტო – დღის განმავლობაში 1,5 კილოგრამი. დაჭერით უმი კომბოსტო კუბიკებად, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ყველანაირი მწვანილი და მწვანე ხახვი (უმარილოდ), გაყავით 5 ტოლ ნაწილად და თითო ჯერზე თითო ულუფა მიირთვით (შუალედი – 2 საათი).

სითხე: სასმელი წყალი, გაზგასული მინერალური, უშაქრო მწვანე ჩაი – დღეში მინიმუმ 2 ლიტრი.

ყვავილოვანი კომბოსტო აუმჯობესებს ღვიძლის, კუჭ-ნაწლავისა და თირკმელების მუშაობას.

2) უცხიმო მოხარშული ხორცი (ფრინველის ან საქონლის) – დღის განმავლობაში ნახევარი კილოგრამი (უმარილოდ). შეგიძლიათ, ყოველ  კვებაზე შეატანოთ თითო ცალი მომცრო ზომის გათლილი ვაშლი (ასევე ხუთჯერადი კვებით).

სითხე – იგივე.

მოხარშული ხორცი მოგცემთ დანაყრების შეგრძნებას.

3) უცხიმო მაწონი ან კეფირი – 1,5 ლიტრი (ექვსჯერადი კვებით). შეგიძლიათ, შეატანოთ ყოველ კვებაზე თითო ცალი მომცრო ზომის გათლილი კიტრი.

სითხე – იგივე.

მაწონი (კეფირი) აღადგენს ნაწლავურ ფლორას და წმენდს კუჭ-ნაწლავს.

4) უცხიმო ხაჭო – 500 გრამი (ხუთჯერადი კვებით). შეგიძლიათ, დააყოლოთ 1 ფინჯანი უშაქრო ნალექიანი ყავა (დღის განმავლობაში 1 ფინჯანი), 1 ჩაის ჭიქა ასკილის ჩაი ან 1 ჭიქა უცხიმო მაწონი.

სითხე – იგივე.

უხვად შეიცავს ცილებსა და კალციუმს.

5) ხილისა და ბოსტნეულის წვენები: 1 ლიტრი ხილის წვენი და 1,5 ლიტრი უმი ბოსტნეულის წვენი (ორივე – ახალგამოწურული) დღის განმავლობაში სვით მონაცვლეობით (6-ჯერადად).

სითხე – იგივე.

წმენდს ორგანიზმს წიდებისგან.

6) რუხი ან ველური ბრინჯი: მზა სახით – 500 გრამი (უმარილოდ). გაყავით 5 ტოლ ნაწილად და მიირთვით 2-საათიანი შუალედებით. ყოველ ჯერზე, შეგიძლიათ, დააყოლოთ 5-6 ცალი შავი ქლიავის ან ვაშლის ჩირი. დღის განმავლობაში დალიეთ მინიმუმ 1 ლიტრი სასმელი წყალი და 1 ლიტრი ჩირის კომპოტი (უშაქრო).

ორგანიზმიდან გამოაქვს ზედმეტი სითხე.

7) ვაშლი – 2 კილოგრამი (5-6 ჯერად) შეგიძლიათ, დააყოლოთ პიტნის ჩაი ლიმონის წვენით ან წყალში გაზავებული ახალგამოწურული ვაშლის წვენი.

სითხე – იგივე.

ვაშლი ამდიდრებს ორგანიზმს ვიტამინებითა და მინერალებით.

 

скачать dle 11.3