კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩაჭრილი შარვლები და გამჭვირვალე ბლუზები მტრედებით – „ანუკი ბიჭოლამ” კიევი დაიპყრო

 

სულ რამდენიმე დღის წინ ბრენდმა „ანუკი ბიჭოლა” უკრაინის მოდის კვირეულზე ნამდვილი ქართული ფოიერვერკი მოაწყო. ოცდამეერთე საუკუნის მოდაში, ალბათ, ერთადერთი, რითაც ჭეშმარიტად შეიძლება, გააკვირვო უცხოელი მაყურებელი, ეს ეროვნული ელემენტებია. არა მგონია, შეფასება გადაჭარბებული იყოს, თუ ვიტყვი, რომ ნაციონალური სამოსის დეტალები თანამედროვე პოდიუმზე ისე დახვეწილად და ისეთი გემოვნებით, როგორც ეს „ანუკი ბიჭოლამ” შეძლო, ჯერ არავის გაუკეთებია. „აზიაცკები” და ჩოხა, მტრედები როგორც სიცოცხლისა და მშვიდობის სიმბოლო – არ ვიცი, რამდენად იყო კავშირში ეს ყველაფერი ერთმანეთთან, მაგრამ 2012-2013 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექცია საკმაოდ, კონცეპტუალური, ღრმა და ბევრისთვის საკამათოც კი გამოვიდა. ამ ყველაფერთან ერთად ნებისმიერი შარვალი თუ ბლუზა, პიჯაკი თუ მოსაცმელი თითოეული ლუქიდან, თავისუფლად შეგიძლიათ, ჩაიცვათ ისეთ კონსერვატიულ ქალაქშიც კი, როგორიც თბილისია. აღარაფერს ვამბობ იმ ქალაქებზე, სადაც საკუთარი, განსხვავებული ვიზუალით შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ. საოცრად ქალური, ნაზი ფორმები, ოდნავი სექსუალურობა და ელეგანტურობა – ეს ის გემოა, რომელიც „ანუკი ბიჭოლას” კოლექციამ დიდი ხნით დამიტოვა. მაღალწელიანი, გვერდით ჩაჭრილი შარვლები, გამჭვირვალე ბლუზები, რომელშიც გამოწყობილ მოდელებსაც მკერდს ფრთაგაშლილი მტრედები უფარავდა, მინაკეცებიანი, წვივთან გადაჭრილი ქვედაკაბები, სპილოსძვლის სამკაულები, ფეხსაცმელი, ვარცხნილობები – ერთიანობაში, ეს იყო ახალი სიტყვა ამ სულ ახალგაზრდა ბრენდის შემოქმედებაში. 

 ჩვენების დასრულების შემდეგ, კიევში ქართული ზეიმი მოეწყო. წვეულებაზე უამრავი ადგილობრივი და თბილისიდან ჩასული საპატიო სტუმრის განწყობაზე „კახაბერმა და ხანუმებმა” იზრუნეს. ქართული ფოლკლორული მუსიკის საკლუბო ვერსიებმა, რომელსაც უკვე საკმაოდ კარგად იცნობს უკრაინელი საზოგადოება, დიდი მოწონება დაიმსახურა. გვიან ღამემდე სტუმრები კლუბიდან არ დაშლილან. 

 სულ რამდენიმე დღის წინ, მცირეხნიანი შვებულებით ბიჭოლა თბილისში ჩამოვიდა. მისი პარტნიორი – ანუკი არეშიძე მეორე შვილს ელოდება და ისინი მხოლოდ ბავშვის გაჩენის შემდეგ შეძლებენ მუშაობის განახლებას. მანამდე კი, ბიჭოლას ვთხოვე პატარა რჩევები მიეცა ქართველი ქალბატონებისთვის, რომლებიც აპრილში ჯერ კიდევ საზაფხულო გარდერობის განახლებაზე ფიქრობენ. 

ბიჭოლა: ამ ზაფხულს ყველაზე აქტუალური, სეზონის ნამდვილი ჰიტი – გიპიურია. კარგი ხარისხის გიპიური, ტაფტა და სხვა გამჭვირვალე ქსოვილები დიდი რაოდენობით შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასევე, არ კარგავს აქტუალობას თვლები. მოდაშია სხვადასხვა ზომის, ფორმისა და შეფერილობის თვლების აპლიკაციები სამოსზე და ძალიან მომწონს. 

– სიჭრელე ამ ზაფხულს ისევ იქნება?

– კი. საერთოდ, როგორც წინა სეზონზე, ამ სეზონის მთავარი სიტყვაც – გადაჭარბებულია. მოდაშია ყველაფერი გადაჭარბებული, ფერები, სამკაულები, უცნაური სინთეზები. არ უნდა მოგერიდოთ დიდი ზომის ბევრი მძივის, სამაჯურების, ბეჭდების გაკეთება. მაგრამ, სისადავესთან შედარებით, აქ ზღვარის დაცვა გაცილებით რთულია. რომელი ბეჭედი რომელს უხდება და ორივე ერთად – პერანგს, ამაზე კარგად უნდა იფიქროთ. ხიდი უგემოვნობასთან ამ შემთხვევაში გაცილებით ვიწროა. ასევე, კვლავ აქტუალურია ფლორა-ფაუნა. ყველაფერი, რაც ბუნებაშია, შეგიძლიათ, სამოსზე გამოიყენოთ – იქნება ეს ბლები, საზამთროები თუ პეპლები. მაგრამ, მიუხედავად ასეთი, თითქოსდა არეულობისა, წინა სეზონიდან მოყოლებული, დღემდე და ალბათ, კიდევ დიდხანს იქნება ასე, მთავარი ტენდენცია მაინც ქალურობა, სინაზე, ელეგანტურობაა, რასაც კონკურენტი ჯერჯერობით არ ჰყავს.

 

 

скачать dle 11.3