კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელების ტოპ-ოცეული

 

ინტერნეტ–პორტალმა „ფუტბოლ ფინანსმა”, 2012 წლის მონაცემების შეჯამებით, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი საფეხბურთო მწვრთნელებისგან შემდგარი რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგში მოხვდნენ როგორც საკლუბო დონის, ასევე ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები. „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ მაღალანაზღაურებად მწვრთნელთა ტოპ–ოცეულს.

ჟოზე მაურინიო („რეალი”)

– 10 მილიონი ევრო

პორტუგალიელი სპეციალისტი, რომელიც საკუთარ თავს „განსაკუთრებულს” უწოდებს, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია. „რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ჟოზეს ყველაზე დიდ ხელფასს უხდის, თუმცა, ამის მიუხედავად, ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ, რომ მომავალი სეზონიდან მაურინიო „მანჩესტერ სიტის” ჩაუდგება სათავეში და კიდევ უფრო მაღალ ხელფასს მიიღებს. ამბობენ, რომ მაურინიოს დაძაბული ურთიერთობა აქვს „რეალის” ვეტერანთან, იკერ კასილასთან და სწორედ ეს გახდება მისი მადრიდიდან აბარგების ერთ–ერთი მიზეზი.

ხოსეპ გუარდიოლა („ბარსელონა“) და გუუს ჰიდინკი („ანჟი“) – 7,5 მილიონი ევრო

„ლა ლიგას” წლევანდელ სეზონში გუარდიოლამ ხელი ჩაიქნია ჩემპიონობაზე, თუმცა, უპირველეს ფავორიტად ითვლება ჩემპიონთა ლიგაში. საფეხბურთო ევროპაში მიმდინარეობს სპეკულაციები, რომ რომან აბრამოვიჩი გუარდიოლას „ჩელსის” მთავარ მწვრთნელობას სთავაზობს. ამასობაში, „ჩელსის” ექსმწვრთნელი, ჰოლანდიელი გუუს ჰიდინკი კი მახაჩკალური გრანდის მესაჭე გახდა. ოლიგარქ სულეიმან ქერიმოვის მილიარდებმა დაღესტანში მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი შეიტყუა.

რობერტო მანჩინი („მანჩესტერ სიტი”) – 6 მილიონი ევრო

იტალიელი სპეციალისტი არაბების მილიარდებით გამდიდრებული „მანჩესტერის” მეორე გუნდის – „სიტის” მთავარი მწვრთნელია. მიმდინარე პრემიერ–ლიგაში მანჩინის კლუბი ძალიან ახლოს არის ჩემპიონობასთან, თუკი თანაქალაქელ „იუნაიტედის” კომპლექსს გადალახავს. ამბობენ, რომ კლუბის არაბი მეპატრონეები მანჩინის ჩემპიონობის შემთხვევაშიც დაატოვებინებენ სამსახურს.

კარლო ანჩელოტი („პსჟ”)

– 5,9 მილიონი ევრო

პარიზული „პარი სენ ჟერმენის” იტალიელი შეფი, კარლო ანჩელოტი, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია საფრანგეთში. „პსჟ”, „სიტის” მსგავსად, არაბული ინვესტიციებით მოძლიერდა და წელს ჩემპიონობას უმიზნებს, ხოლო, მომავალ წელს, თუკი კლუბი წარმატებით იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაში, ანჩელოტის ხელფასი პრემიებთან ერთად რამდენჯერმე გაიზრდება.

იუპ ჰაინკესი („ბაიერნი”) – 5 მილიონი ევრო

ბავარიული გრანდის მწვრთნელი, იუპ ჰაინკესი, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია „ბუნდესლიგაში”. მისი გაწვრთნილი „ბაიერნი” სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა ჩემპიონის მორიგ ტიტულს და ჩემპიონთა ლიგაშიც არანაკლები წარმატებით ასპარეზობს. ამბობენ, რომ ჰაინკესისთვის „ბაიერნი” კარიერაში ბოლო კლუბი იქნება და, გერმანელი სპეციალისტი, რომელიც 1945 წლის 9 მაისს დაიბადა, ეცდება, რომ  მაქსიმუმს მიაღწიოს ფრანკ რიბერისთან და არიენ რობენთან ერთად.

ალექს ფერგიუსონი („მანჩესტერი”) და კენი დალგლიში („ლივერპული”) – 4,8 მილიონი ევრო

ლეგენდარული ფერგი 1986 წლიდან უდგას სათავეში „მანჩესტერ იუნაიტედს” და ჯერაც არ აპირებს გადადგომას. კლუბის ამერიკელი მეპატრონეები ნდობას უცხადებენ შოტლანდიელ სპეციალისტს და, თუკი წელს კლუბმა წარუმატებლად იასპარეზა ევროტურნირებში, სამაგიეროდ, პრემიერ–ლიგაში პირველობისთვის თანაქალაქელს „სიტის” ეპაექრება. სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვით „ლივერპულზე”, რომლის შოტლანდიელი მწვრთნელი, კენი დალგლიში, მართალია, დაბრუნდა დიდ ფეხბურთში ათწლიანი პაუზის შემდეგ, თუმცა შესაძლოა, „ლივერპულმა” წლევანდელ სეზონზეც ვერ მიაღწიოს ჩემპიონთა ლიგამდე, თუმცა, კლუბის მფლობელებისთვის შვება ლიგის თასზე გამარჯვება იქნება, რასაც „ლივერპულმა” ისტორიაში პირველად მიაღწია.

არსენ ვენგერი („არსენალი”)  და ჰარი რედნაპი („ტოტენჰემი”) – 4,7 მილიონი ევრო

წლევანდელი სეზონი არსენ ვენგერისთვის არაერთგვაროვანი გამოდგა: სეზონის დაწყება ჩავარდა, ხოლო ბოლო შეხვედრებში კლუბი საჩემპიონო თამაშებს აჩვენებს; თუმცა, მაქსიმუმი, რასაც ის მიაღწევს, ბრინჯაოს მედლები იქნება. ვენგერს ჰპირდებიან, რომ ახალი სეზონის დაწყებამდე მას საჭირო თანხას გამოუყოფენ და იგი სასურველ ფეხბურთელებს შეიძენს, მათ შორის, საუბარი მიდის ლუკაშ პოდოლსკიზე. ხოლო, რაც შეეხება ჰარი რედნაპს, „ტოტენჰემის” ხელმძღვანელობა მას ხელფასის გაუმჯობესებულ ვარიანტს შესთავაზებს სეზონის დასრულების შემდეგ, თუმცა, თითქმის გადაწყვეტილია, რომ სწორედ ის ჩაიბარებს მარჩელო ლიპისგან მიტოვებულ ინგლისის ნაკრებს და ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.

ლუიშ ფელიპე სკოლარი („პალმეირასი”), დევიდ მოიესი („ევერტონი”), მარკ ჰიუზი („ქპრ”) და მარტინ ონილი („სანდერლენდი”) – 3,6 მილიონი ევრო

სკოლარი ბრაზილიურ „პალმეირასში” უზბეკური „ბუნედკორიდან” დაბრუნდა, სადაც თანამემამულე რივალდოსთან ერთად, უზბეკეთს საფეხბურთო გაკვეთილებს უტარებდა. მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონი სკოლარი ბრაზილიის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია. პრემიერ–ლიგის წარმომადგენლები: მოიესი, ჰიუზი და ონილი, თავიანთ კლუბებთან ერთად ხელფასის მხრივ აშკარად ჩამოუვარდებიან „სიტის“, „მანჩესტერისა” და „არსენალის” მესაჭეებს და მათი კლუბების წარმატებაც დიდად ჩამოუვარდება გრანდებისას. ამის მიუხედავად, ისინი პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელებად ითვლებიან, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ინგლისის პრემიერ–ლიგა მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე შემოსავლიანი ჩემპიონატია.

დიეგო მარადონა („ალ ვასლი”)  და მანუელ პელეგრინი („მალაგა”) – 3,5 მილიონი ევრო

ლეგენდარული დიეგო არმანდო არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ადგილობრივ „ალ ვასლის” წვრთნის და საკმაოდ მაღალ ხელფასსაც იღებს. მარადონა, როგორც მწვრთნელი დიდი მიღწევებით ვერ დაიკვეხნის, თუმცა მისი ქარიზმა მოქმედებს არაბებზე და ისინიც მზად არიან, მისი ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილონ. 

ჩილელი მანუელ პელეგრინი ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული სამხრეთამერიკელი მწვრთნელია, რომელიც ევროპაში მუშაობს. პელეგრინის 2015 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი ანდალუზიურ კლუბთან, რომლის სათავეში ყატარული ინვესტიციებით მოძლიერებული ბიზნესჯგუფი მოვიდა.

ლუჩანო სპალეტი („ზენიტი”) – 3 მილიონი ევრო

 რუსეთის საკლუბო ფეხბურთში გუუს ჰიდინკის მოსვლამდე, იტალიელი ლუჩანო სპალეტი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელის სტატუსს ატარებდა. სანკტ-პეტერბურგულ კლუბს სპალეტი 2015 წლამდე უხელმძღვანელებს და, სავსებით რეალურია, რომ ახლო მომავალში მას ხელფასი მოუმატონ, რადგან „ზენიტი” საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებს.

მურისი რამალიო („სანტოსი”) და ოტმარ ჰიტცფელდი (შვეიცარიის ნაკრები) – 2,6 მილიონი ევრო

მურისი რამალიო ბრაზილიის ერთ–ერთ საუკეთესო საკლუბო მწვრთნელად ითვლება. იგი სათავეში უდგას „სანტოსს”, სადაც ფეხბურთის არაერთი ამომავალი ვარსკვლავი ასპარეზობს: ნეიმარი, განსო... ანაზღაურების მხრივ, რამალიო ჩამოუვარდება ფელიპო სკოლარს, თუმცა, იგი ფელიპოზე ახალგაზრდაა და მთელი კარიერა ჯერ კიდევ წინ აქვს. იმავეს ვერ იტყვი ოტმარ ჰიტცფელდზე, რომლის სამწვრთნელო მატარებელმა, როგორც ჩანს, ჩაიარა. ერთ დროს ევროპის საუკეთესო სპეციალისტად წოდებული ჰიტცფელდი შვეიცარიის ნაკრებს წვრთნის, რომელიც, მართალია, ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა, თუმცა, მაღალანაზღაურებადი სამსახური შეინარჩუნა.

ალექს მაკლიში („ასტონ ვილა”) და იოაჰიმ ლიოვი (გერმანიის ნაკრები) – 2,4 მილიონი ევრო

შოტლანდიელი ალექს მაკლიში „ასტონ ვილას” სათავეში „თანაქალაქელი” გუნდიდან – „ბირმინჰემ სიტიდან” გათავისუფლების შემდეგ მოვიდა. კლუბი მისი ხელმძღვანელობით საშუალო ევროპული დონის ფეხბურთს აჩვენებს, თუმცა, მწვრთნელის საკმაოდ მაღალი ხელფასი არავის უკვირს, რადგან, პრემიერ ლიგაში დიდი ფული ტრიალებს. გერმანიის ნაკრების მწვრთნელზე, იოაჰიმ ლიოვზე კი, დიდი ხანია, ნადირობენ ევროპის ტოპ–კლუბები, თუმცა, ლიოვი სამშობლოს ერთგული რჩება და წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე ტიტულისთვის ბრძოლას აპირებს.

 

скачать dle 11.3