გერმანელები ოსვენციმში
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები ოსვენციმის მემორიალურ კომპლექსს ესტუმრებიან. ამის შესახებ გერმანიის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტმა ვოლფგანგ ნირსბაჰმა განაცხადა, რომლის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ფეხბურთელს ახსოვდეს ჰოლოკოსტის ტრაგედია და არ დაუშვან იმავეს განმეორება. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში პოლონურ ქალაქ ოსვენციმთან ახლოს ნაცისტებმა საკონცენტრაციო ბანაკები მოაწყეს, სადაც, სხვადასხვა მონაცემებით, დახვრიტეს და დაიღუპა 1,5 მილიონი ადამიანი.