ტუას ბოლო რაუნდი
ლეგენდარულმა სამოელმა მოკრივემ, დავიდ ტუამ პროფესიული კრივიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ტუა მძიმე წონის ჩემპიონებს შორის გამორჩეული „ჰუკის” მფლობელი იყო და კრივის სამყაროში მას „ტუამენს” უწოდებდნენ. მის ანგარიშზე 43 გამარჯვებაა ნოკაუტით. მის მიერ დამარცხებულთა შორის რინგზე დაეცნენ: ჯონ რუისი, ჰასიმ რაჰმანი, ოლეგ მასკაევი. 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორ ტუასთვის მიუწვდომელი მხოლოდ ლენოქს ლუისის დამარცხება გახდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, თუმცა, იმ შეხვედრაში მან ლეგენდარულ ბრიტანელს ბლომად პრობლემები შეუქმნა.